"ტვ პირველის" ინფორმაციით, ვარკეთილში, მარკეტში დანით შეიარაღებული პირი შეიჭრა. კაცმა "ბესთ მარკეტიდან" დაახლოებით 500 ლარი წაიღო და მიიმალა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით დაიწყო, რაც ძარცვას გულისხმობს. ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.
კომენტარები