• რეკლამა
  • კონტაქტი
01:29, სამშაბათი, 1 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ძალიან შემაშფოთებელია, რომ საქართველოს მთავრობა განაგრძობს კანონის მიღებას, ხალხის ასეთი ძლიერი პროტესტის მიუხედავად” – ეუთო-ში ბრიტანეთის ელჩი

ალია ავტორი - ალია
16:38 05-17-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
129

ეს კანონი არ შეესაბამება NATO-ს ასპირანტი ქვეყნის ღირებულებებს – ეუთო-ში გაერთიანებული სამეფოს დელეგაციის ხელმძღვანელი, ელჩი ნილ ჰოლანდი განცხადებას ავრცელებს და “ოცნებას” რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს.

 

“გაერთიანებული სამეფო საქართველოს მეგობარი ქვეყანაა. ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობა მრავალფეროვანია და რუსეთის მხრიდან არსებული ჰიბრიდული გამოწვევების ფონზე, ვრჩებით საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერებად.

ჩვენ არასოდეს შეწყვეტს მოწოდებებს, რომ რუსეთმა დატოვოს უკანონოდ დაკავებული ქართული მიწა და კიდევ ერთხელ, ხაზგასმით ვუჭერთ მხარს საქართველოს, რომელიც მთელი რიგი ჰიბრიდული გამოწვევების წინაშე დგას.

ჩვენ განვაგრძობთ ქართველი ხალხის ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერას. ეს მისწრაფებები საქართველოს კონსტიტუციით არის განმტკიცებული. ბოლო კვირებში თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებმა დაგვანახა, რომ ეს მისწრაფებები არასოდეს ყოფილა ასეთი ძლიერი. სწორედ ამიტომ, ძალიან შემაშფოთებელია, რომ საქართველოს მთავრობა განაგრძობს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღებას, ხალხის ასეთი ძლიერი პროტესტის მიუხედავად.

გაერთიანებული სამეფოს პოზიცია ცალსახაა: მრავალფეროვანი სამოქალაქო საზოგადოება, წარმატებული დემოკრატიული სახელმწიფოს უმნიშვნელოვანესი შემადგენელია. ეს კანონმდებლობა არ შეესაბამება ნატო-ს ასპირანტი სახელმწიფოს ღირებულებებს. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას დაუყოვნებლივ გაიწვიოს ეს კანონი. ასევე უნდა შეწყდეს კანონის ოპონენტების დაშინებები და დაცული იქნას გამოხატვის თავისუფლება და მშვიდობიანი პროტესტის უფლება.

ჩვენი სურვილია ვნახოთ წარმატებული, სუვერენული და დემოკრატიული საქართველო, რომელიც განაგრძობს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე პროგრესს და რეფორმებს. ჩვენც და სხვა პარტნიორებმაც არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ეს კანონი ამ მიზნის აბსოლუტურად საპირისპიროდ დგას”. – წერია ნილ ჰოლანდის განცხადებაში.  

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

წინანდლის ფესტივალი
ახალი ამბები

ქართველი არტისტები წინანდლის ფესტივალზე

15:28 08-31-2026
ქობულეთი, ბათუმი თუ ურეკი: სად ჯობია ბინის ყიდვა?
ახალი ამბები

ქობულეთი, ბათუმი თუ ურეკი: სად ჯობია ბინის ყიდვა?

13:28 08-31-2026
YouTube პოდკასტის „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი გულშემატკივრობის ფენომენს ეთმობა – თიბისი
ახალი ამბები

YouTube პოდკასტის „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი გულშემატკივრობის ფენომენს ეთმობა – თიბისი

13:24 08-31-2026
სილქფესტის ულიმიტო და სხვა პირობებს სპეციალურ ფასად ჩაირთავს მომხმარებელი
ახალი ამბები

სილქფესტის ულიმიტო და სხვა პირობებს სპეციალურ ფასად ჩაირთავს მომხმარებელი

13:14 08-31-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved