• რეკლამა
  • კონტაქტი
01:48, ხუთშაბათი, 15 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი მთავარი

“ძალიან საშიში მომენტი გვიდგას ქართველებს, აჩვენეთ ღმერთს, რომ ჩვენ შევიცვალეთ!” – დეკანოზი ლომიძე

ალია ავტორი - ალია
16:42 11-19-2021
- მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
27

დეკანოზი თამაზ ლომიძე:

“მე ასე ვხედავ: დღეს ღმერთი ქართველ ერს ცოდვის გამოსყიდვის შანსს გვაძლევს. სწორედ ახლა გვაქვს ის უძვირფასესი წამი, რომ ვაჩვენოთ უფალს ნამდვილი სინანული, გამოვისყიდოთ წლების წინ ჩადენილი პრეზიდენტის მკვლელობის მძიმე ცოდვა, მოვიპოვოთ ნამდვილი შენდობა და ბოლოს და ბოლოს გავთავისუფლდეთ ამ სიმძიმისგან.

ახლა გადამწყვეტი მომენტია და უნდა ავირჩიოთ: ჯიუტად გავაგრძელებთ ძმის მკვლელი კაენის გზას თუ შემოვბრუნდებით და კაცთმოყვარებით შევცვლით ჩადენილს. სინანულის ნამდვილი მნიშვნელობაც ხომ შემობრუნება, შეცვლა და განშორებაა ცოდვისგან.

წარსული მეორდება ამ წამს: მაშინაც, წლების განმავლობაში ბოროტმა მტერმა მზაკვრული ტყუილებით და ვერაგი ჭორებით დაგვიბნელა გონება, დაგვაჯერა სიცრუე, შეგვაჩვია სიძულვილს და მოგვაკვლევინა სამშობლოსთვის მებრძოლი კაცი.

დღესაც იგივეს ჩადენის წინაშე ვდგავართ და ღმერთი გვიყურებს ზეციდან, თუ რას ავირჩევთ ახლა. ძალიან საშიში მომენტი გვიდგას ქართველებს, რადგან სწორედ ის ნაბიჯი, რომელსაც გადავდგამთ დღეს მოშიმშილე საქართველოს პრეზიდენტის მიმართ, განსაზღვრავს ჩვენი ცხოვრების შემდეგ ათწლეულებსაც და ღმერთის წყალობასაც ჩვენდამი.
არ მოკლათ პრეზიდენტი! აჩვენეთ ღმერთს, რომ ჩვენ შევიცვალეთ!”

თეგები: დეკანოზი თამაზ ლომიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

კრიპტოს გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში: გადახდები, გადარიცხვები და ციფრული აქტივები
ახალი ამბები

კრიპტოს გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში: გადახდები, გადარიცხვები და ციფრული აქტივები

14:32 01-14-2026
ახალი პორტალი საზღვაო კურორტების უძრავი ქონების ძებნისთვის
ახალი ამბები

ახალი პორტალი საზღვაო კურორტების უძრავი ქონების ძებნისთვის

13:49 01-14-2026
შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი
ახალი ამბები

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი

14:33 01-09-2026
რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი
ახალი ამბები

რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი

13:44 01-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved