• რეკლამა
  • კონტაქტი
13:19, ორშაბათი, 14 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ძალიან სამწუხაროა, რომ გვყავს პრეზიდენტი, რომელიც სხვა ქვეყნის დავალებით მოქმედებს – სოზარ სუბარი

ალია ავტორი - ალია
12:16 02-20-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
280

პოლიტიკოსმა სოზარ სუბარმა უპასუხა კითხვას, თუ რას გულისხმობდა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი გურამ მაჭარაშვილი განცხადებაში: „თუ ვინმე რუსეთთან ახლოს არის, ეს არის სალომე ზურაბიშვილი. თავისი წარსული გაიხსენოს“.

„სააკაშვილი, გვარამია და ა.შ. ყველა ერთ ხმაში აცხადებდა ამას, რომ სალომე ზურაბიშვილი რუსეთის აგენტი იყო. გურამ მაჭარაშვილიც ოპოზიციის მაშინდელ ამ ნარატივს, ეტყობა, დაეთანხმა. თუ ისინი ტყუოდნენ, კარგი იქნება თუ ბოდიშს მოუხდიან საზოგადოებას და ეტყვიან, რომ ცდებოდნენ და რომ მათი ასეთი შეცდომები ხშირია. თუ არადა, ახსნან, რატომ უწოდებდნენ სალომე ზურაბიშვილს რუსეთის რეზიდენტს“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

სოზარ სუბარის თქმით, სალომე ზურაბიშვილი სხვა ქვეყნის დავლებით მოქმედებს და ის, ამ ეტაპზე, დამკვეთებისგან მითითებების მიღებას ელოდება.

„სამწუხაროდ, სალომე ზურაბიშვილი თავად არ იღებს გადაწყვეტილებებს. ამ ბოლო დროს, ეს ძალიან ბევრჯერ გამოვლინდა. ის გააკეთებს იმას, რა დავალებასაც მისცემენ. როგორც ჩანს, დავალება ჯერ არ არის მკაფიოდ ჩამოყალიბებული, ან რაღაცას ელოდებიან.

მართლა არავინ არ იცის, სააკაშვილის გამოსვლა მეტ ხმას მოუტანს კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“, თუ პირიქით, უფრო მეტად დააზიანებს. ამიტომაც, ჯერ ზუსტი მითითება სალომე ზურაბიშვილს არ აქვს, მაგრამ, როცა ამ მითითებას მიიღებს, ის მოიქცევა ისე, როგორც უბრძანებენ და მიუთითებენ.

ძალიან სამწუხაროა, რომ გვყავს პრეზიდენტი, რომელიც სხვა ქვეყნის დავალებით მოქმედებს. სამწუხაროდ, ამ რეალობის წინაშე ვდგავართ და ეს შეცდომა სხვა დროს არ უნდა დავუშვათ“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო ინტერნეტი და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო ინტერნეტი და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით

16:52 09-12-2026
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
ახალი ამბები

ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია

16:16 09-12-2026
„ბიტნეტის“ კრიპტო ტრანზაქციების მოცულობა და ხასიათი ეჭვს იწვევს, რომ ის ფინანსურ პირამიდებთან მჭიდრო კავშირშია – აფბა
ახალი ამბები

„ბიტნეტის“ კრიპტო ტრანზაქციების მოცულობა და ხასიათი ეჭვს იწვევს, რომ ის ფინანსურ პირამიდებთან მჭიდრო კავშირშია – აფბა

21:28 09-11-2026
მეტი დრო ინვესტირებისთვის — თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე სავაჭრო საათები გაიზარდა
ახალი ამბები

მეტი დრო ინვესტირებისთვის — თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე სავაჭრო საათები გაიზარდა

17:15 09-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved