• რეკლამა
  • კონტაქტი
14:56, ხუთშაბათი, 12 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ძალიან სახიფათო სცენარია?- ვინმეს მოსწონს ეს თუ არა, ასეთ მკაცრ მიდგომაშია რუსული აგრესიის დასრულების ერთადერთი შანსი” – ირაკლი მელაშვილი

ალია ავტორი - ალია
14:43 11-12-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
56

ყოფილი პარლამენტარი, ირაკლი მელაშვილი:

აბუ დაბიში დასრულდა ამერიკულ-რუსულ-უკრაინული მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი. როგორც მოსალოდნელი იყო, ერთადერთი რაზეც მხარეები შეთანხმდნენ, ეს ტყვეების გაცვლაა. მოლაპარაკებების ამ რაუნდზე ამერიკელების სამშვიდობო ინიციატივებიდან გამომდინარე რჩება შთაბეჭდილება, რომ მათ ადმინისტრაციას უბრალოდ არ უნდა დიჯეროს უკრაინაში რუსეთის შეჭრის ნამდვილი მიზეზები: – უკრაინის სახელწმიფოს განადგურების გზით რუსეთის გავლენის სფეროს მაქსიმალურად დასავლეთით გავრცელება, სასურველია 1991 წლამდე ვარშავის ბლოკში შემავალი ქვეყნების ტერიტორიების ჩათვლით, მინიმუმ კი ყოფილი სსრკ-ს საზღვრებში.

ანგლო ამერიკული ცივილიზაციის საფუძველი კომერციულ-კონტრაქტუალური ურთეირთობებია, რომლიც ეფუძნება ურთიერთსარგებლიანი შეთანხმებების დადებასა და ვალდებულებების შესრულებას. ამ მიდგომამ ჩამოაყალიბა პოლიტიკის წარმოების პრაგმატულ-რაციონალისტური ტრადიცია, რომელიც, მაქს ვებერის მოსაზრებით ეფუძნება მიზნის რაციონალურობას, ხოლო პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებისას ხდება მოსალოდნელი შედეგების ეკონომიკური ეფექტიანობის შეფასება. პოლიტიკური შეთანხმება უმეტესწილად განიხილება როგორც ინტერესთა შეჯერების პროცესი, სადაც ორივე მხარეს აქვს საკუთარი ინტერესი, კომპრომისი უკეთესია, ვიდრე ურთიერთგანადგურება და გრძელვადიანი თანამშრომლობა უფრო მეტ სარგებელს იძლევა, ვიდრე მუდმივი დაპირისპირება.

ამ მიდგომით ანგლო ამერიკელი ლიდერი და ამ ქვეყნების საზოგადებები პოლიტიკის წარმატებულობას ზომავენ ქვეყნის ეკონომიკური ზრდით, მოსახლეობის კეთილდღეობით, საერთაშორისო ვაჭრობით, ინვესტიციებით, განათლების და ჯანდაცვის სისტემებით, პოლიტიკური სტაბილურობით. ამიტომ ამ ქვეყნებში ნებიმიერი საარჩევნო პროცესის მთავარი თემებია ხელისუფლების და ოპოზიციის საშინაო პოლიტიკა, ფასების ზრდა, ბიზნეს გარემო, სოციალური საკითხები, მოქალაქის უსაფრთხოება, ჯანდაცვა, განათლება და ა. შ. საზოგადოება ძალიან კრიტიკულად არიან განწყობილი ნებისმიერ კონფლიქტებში ჩაბმაზე თუ ვინმე მათ ქვეყანას თავს არ ესხმის (მაგალითად, როგორც მოხდა 2001 წლის 11 სექტემბერს), თავიანთი ჯარების სხვა ქვეყნებში საომრად გაგზავნაზე, თავიანთი მმართველების ნეოიმპერიულ რიტორიკაზე ან პოლიტიკაზე. შემთხვევითი არ არის, რომ აშშ-ს მონაწილეობა ნებისმიერ მის საზღვრებს გარეთ სამხედრო კონფლიქტში მყისიერად იწვევს პრეზიდენტების რეიტინგის მკვეთრ დაცემას და არჩევნებში მარცხს. ჯორჯ ბუშ უმცროსი ერაყში შესვლის შემდეგ სასტიკად დამარცხდა 2006 წლის კონგრესის არჩევნებში, რესპუბლიკურმა პარტიამ მალევე საპრეზიდენტო არჩევნები წააგო ობამასთან. კონგრესის არჩევნებზე ახლა იგივე დაემართა ტრამპსაც. სწორედ ამერიკულ საზოგადოებაში რეგიონულ ომებში მონაწილეობის არაპოპულარობამ აიძულა ამერიკული ადმინისტრაციები გამოეყვანათ ჯარები ერაყიდან და ავრანეთიდან, უფრო ადრე კი ვიეტნამიდან.

ამას რუსული მხრიდან უპირისპირდება მიდგომა, რომლის თანახმადაც მისი ლიდერისთვის სახელმწიფო მმართველობის ეფქტურობის საზომია იმპერიული სტატუსის გამტკიცება, მეზობელი სახელმწიფოების კონტროლი, დამორჩილება და გავლენის გეოგრაფიული სფეროების გაფართოება. ამერიკელებს, მე მგონი არ ესმით, რომ ყველაფერს რასაც დღეს ისინი პუტინს სთავაზობენ, სანქციების მოხსნას, G-8 წევრობის აღდგენას, ევროპაში უსაფრთხოების საკითხებზე იმდაგვარად შეთანხმებას, რომ გათვალისწინებული იქნას რუსეთის უსაფრთხოების ინტერესები, ევროპასთან კონფლიქტების პრევენციის საკითხებში მუდმივმოქმედი კონსულტაციების მექანიზმის შექმნას, გაყინულ აქტივებზე წვდომის აღდგენას, ინვესტიციებს დანგრეული რუსული ეკონომიკის აღასადგენად, რუსეთის ბუნებრივი რესურსების ექსპორტის განახლებას, ეს ყველაფერი და უფრო მეტი პუტინს უკვე ჰქონდა 2014 წლამდე, მაგრამ მან ომი მაინც დაიწყო.

იმპერიული იდეა არ არის მხოლოდ პუტინის აჩემება, ეს რუსული სახელმწიფო ისტორიული ტრადიციაა. არა მხოლოდ რუსეთის იმპერიის მმართველები, ეკატერინე მეორე, ალექსანდრე მესამე, ნიკოლოზ მეორე და სხვები, არამედ რუსი ინტელექტუალების მნიშვნელოვანი ნაწილიც, მაგალითად პუშკინი, ლერმონტოვი, დოსტოევსკი და ა.შ. რუსულ ექსპანსიას განიხილავდნენ როგორც მშვიდობის, ცივილიზაციისა და ისტორიული განვითარების გასავრცელებლად რუსეთის სახელმწიფოს ისტორიულ მისიას. ამის დამადასტურებელი უამრავი წყარო და ლიტერტურული ნაშრომი არსებობს. პუტინისეულის ე.წ. „ Русский мир “-ის იდეოლოგია, სწორედ ამ იმპერიული პოლიტიკური ტრადიციის და იდეოლოგიის გაგრძელებაა.

პუტინისათვის რუსეთის სიძლიერე ნიშანი ის კი არ არის, რომ ქვეყანაში ბიზნესი იყოს დაცული, მოსახლეობის ცხოვრების დონე იყოს მაღალი ჰქონდეთ გამართული ინფრასტრუქტურა, ჯანდაცვისა თუ განათლების სიტემები და ა.შ. მისთვის ეს ყველაფერი მეორე და მესამეხარისხოვანი საკითხებია გავლენის სფეროების გაფართოებასა და რუსეთის იმპერიის ძველ საზღვრებში აღდგენასთან შედარებით. რუსული „Вставние с колен “ ამას გულისხმობს და არა ამერიკული გაგებით საკუთარი მოსახლეობის უსაფრთხოებასა და კეთილდღეობაზე ორიენტირებული სახელმწიფოს ფუნქციონირებას. ასეა არამარტო პუტინისთვის, არამედ მისი მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილისთვის, რომლებიც ამაყობენ რომ თავიანთი შვილების რუსეთის „ინტერესების დასაცავად“ დაპყრობით ომებში მონაწილეობით. ამიტომ, უკრაინაზე სრული კონტროლის მოპოვების გარეშე პუტინისთვის აშშ-ს წინადადებაზე დათანხმება, რომელიც რუსეთს მშვიობის სანაცვლოდ ომის გამო წარმოქმნილი უზარმაზარი ეკონომიკური პრობლემების გადაჭრას სთავაზობს, აბსოლუტურად ირაციონალური ნაბიჯი იქნება და დასავლეთთან ასეთი შეთანხმების გაფორმება ღალატის ტოლფასი იქნებოდა რუსეთის საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილისთვისაც.

ერთადერთი რამაც დღეს პუტინი აიძულა მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომა, ეს არის დასავლეთის დახმარებით უკრაინის თავგანწირული წინააღმდეგობა და რუსეთის სამხედრო უძლურება, მიაღწიოს ამ ომში მის მთავარ მიზანს, უკრაინის სახელმწიფოს განადგურებას. დასავლელი ლიდერების ნაწილი უნდა გათავისუფლდნენ ილუზიისგან, თითქოს რუსეთი თვლიდა, რომ არსებობდა ალიანსის მხრიდან რუსეთზე თავდასხმის შანსი, ეშინოდა ნატოს მის საზღვრებთან მიახლოების და ომი იმიტომ დაიწყო. ეს სიმართლე რომ ყოფილიყო, რუსეთს ცოატ ხნის წინ მეზობელ შვედეთთან და ფინეთთან უნდა ეომა, როცა მათ უარი თქვეს ნეიტრალურ სტატუსზე და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება მოინდომეს.
მოკლედ, შეუძლებელია შეთამხმების მიღწევა, სანამ მხარეები სხვადასხვა კოორდინატთა სისტემაში მოძრაობენ, სანამ დასავლელი ლიდერები ფიქრობენ, რომ რუსებისათვის ეკონომიკური კეთილდღეობა კონფლიქტის დასასრულებისთვის ძლიერი სტიმული იქნება, ხოლო პუტინი კი თვლის, რომ იმპერიული ამბიციის დათმობა ეკონომიკური კეთილდღეობის სანაცვლოდ, მისი ისტორიული მარცხია. ჩემი აზრით უკრაინაში ომის დასრულების ერთადერთი რაციონალური გზაა, თუკი რუსეთი და მისი ელიტები დაინახავენ, რომ მათ პრინციპულად უპირისპირდება ისეთი ძალა, რომელიც რუსეთს უკრაინასთან სამხედრო გზით გამარჯვების საშუალებას არ მისცემს, ეკონომიკურად კი ისეთ დღეში ჩააგდებს, რომ უბრალოდ რუსეთის სახელმწიფოს არსებობას დააყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ, ხოლო პუტინის მხრიდან ბირთვული იარაღის გამოყენების შემთხვევაში უბრალოდ ფიზიკურად გაანადგურებს მათი გადაწყვეტილების მიღების ცენტრებს. ძალიან სახიფათო სცენარია? რა თქმა უნდა, მაგრამ ვინმეს მოსწონს ეს თუ არა, როგორც ჩანს, დასავლეთის მხრიდან ასეთ მკაცრ, რუსეთის იმპერიული ამბიციების შემაკავებელ მიდგომაში არის უკრაინაში რუსული აგრესიის დასრულების და ევროპაში მშვიდობის დამყარების ერთადერთი შანსი.

ამ გზის ალტერნატივა არის რუსეთის მოთხოვნების დაკმაყოფილება და მისთვის უკრაინის ჩაბარებაა. ოღონდ, ძალიან დიდი ეჭვი მაქვს, რომ ეს გზა ომის დასრულების კი არა, რუსეთის იმპერიული ამბიციების კიდევ უფრო გაძლიერების, პუტინის მხრიდან ევროპის გავლენის ზონებად გაყოფის მოთხოვნის ულტიმატუმების, ევროპის კონტინეტეზე პერმანენტული დაძაბულობის და არ არის გამორიცხული, აღმოსავლეთ ევროპაში ახალი ომის მიზეზი შეიძლება გახდეს.

 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი ბიზნესის 5 სიახლე, რომლებიც ბიზნესების ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი ბიზნესის 5 სიახლე, რომლებიც ბიზნესების ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად ამარტივებს

14:21 11-12-2026
გაიაქტიურე სილქფესტის შეთავაზებები მხოლოდ “MySilknet” აპლიკაციით
ახალი ამბები

გაიაქტიურე სილქფესტის შეთავაზებები მხოლოდ “MySilknet” აპლიკაციით

11:39 11-12-2026
ახალი ამბები

“შუა დერეფანი და საქართველო” – თიბისი კაპიტალმა ბიზნესისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს კვლევა წარუდგინა

18:51 11-11-2026
ბაზისბანკი ლეჩხუმში „ქორენიშული ვერანდის“ მხარდამჭერია
ახალი ამბები

ბაზისბანკი ლეჩხუმში „ქორენიშული ვერანდის“ მხარდამჭერია

18:42 11-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved