• რეკლამა
  • კონტაქტი
14:40, ხუთშაბათი, 13 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,ძალიან სახიფათო განცხადება გააკეთა „ოცნებამ“ – რას წერს ნათია მეზვრიშვილი

ალია ავტორი - ალია
14:39 03-05-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
396

პარტია ,,საქართველოს” წევრი, ნათია მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

,,ძალიან სახიფათო განცხადება გააკეთა „ოცნებამ“ – საუბარი დაიწყეს იმ სამსახურის შესაძლო გაუქმებაზე, რომლის 2018 წელს შექმნა 2012 წლამდე წამებებმა და არაადამიანურმა/დამამცირებელმა მოპყრობებმა განაპირობა.

როგორც ჩანს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გაუქმებას და მისი მანდატის პროკურატურისთვის გადაცემას აპირებენ. ანუ, ჯერ ხომ ინსპექტორის სამსახური გააუქმეს იმ მოტივით, რომ თითქოს რეფორმის გატარება და სამსახურის გაძლიერება უნდოდათ – მის ადგილას შექმნეს სპეციალური საგამოძიებო სამსახური (პროკურატურის ფილიალი). ახლა მსჯელობა დაიწყეს ამ სამსახურის მთლიანად გაუქმებაზე იმ „არგუმენტით“ რომ კონსტიტუციური ორგანო არ არის ნაცვლად იმისა, კონსტიტუციური ორგანოს სტატუსი მიანიჭონ და მისი ხელმძღვანელის პოლიტიკური კონსენსუსით არჩევის წესი შემოიღონ. ინსპექტორის სამსახური რომ კონსტიტუციური ორგანო ყოფილიყო, ასე ხელაღებით ვერ გააუქმებდნენ.

როგორც ჩანს, მიუხედავად იმისა, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახური დღეს დამოუკიდებელი არ არის, მისი რეფორმირების სივრცის არსებობა და საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან მის გაძლიერებაზე მუდმივი აქცენტები, ბიძინა ივანიშვილის წინა და პოსტსაარჩევნო თავის ტკივილია და „გამოსავალი“ მოძებნეს.

შეგახსენებთ, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, ნაცმოძრაობისდროინდელი წამების საპასუხოდ, ეს იყო ვალდებულება, რაც ოცნებამ აიღო (ამისთვის ჩამოიყვანეს თომას ჰამერბერგი) და ამასაც ღალატობენ.

ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ საბოლოო
ჯამში, ამას არ და ვერ გაბედავენ!”

თეგები: ნათია მეზვრიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე
ახალი ამბები

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე

16:44 08-11-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება

14:29 08-13-2026
თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს

14:02 08-12-2026
“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები – ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები
ახალი ამბები

“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები – ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები

13:15 08-12-2026
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა

14:35 08-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved