• რეკლამა
  • კონტაქტი
07:46, ხუთშაბათი, 16 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ძალიან რომ მდომოდა, მილიარდს კი არა, ათას ლარს ვერ მივითვისებდი – თენგიზ ცერცვაძე

ალია ავტორი - ალია
11:44 05-12-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
110

როდესაც დიდი საქმეები კეთდება, ყოველთვის არის გადაცდომები. ფინანსურ დარღვევებს ზოგადად ვერ გამოვრიცხავ, შესაძლოა, ცალკეულ კლინიკაში ყოფილიყო, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ჯანდაცვის მინისტრის იმ განცხადებაზე საუბრისას აღნიშნა, რომელიც კლინიკების მხრიდან, სახელმწიფოს მიერ პანდემიის მართვისთვის გამოყოფილი თანხების არამიზნობრივ ხარჯვას შეეხება.

რაც შეეხება კლინიკების მხრიდან პაციენტების რაოდენობის ხელოვნურ ზრდას, ცერცვაძის თქმით, აღნიშნულ ბრალდებას კატეგორიულად არ ეთანხმება, ვინაიდან პაციენტების ინფიცირების დამადასტურებელი პასუხი რამდენიმე ელექტრონულ ბაზაში იყო ასახული, ამის გათვალისწინებით კი კოვიდპაციენტების რაოდენობის ხელოვნური ზრდა ქვეყანაში ვერ მოხდებოდა. ამასთან, როგორც ცერცვაძემ აღნიშნა, მინისტრს არ ეთანხმება არც იმ შეფასებაში, რომ საჭიროზე მეტი რაოდენობის ცარიელი საწოლების მობილიზება მოხდა.

 

„დიახ, კლინიკებმა ერთი მილიარდი ლარი, მილიონ 655 ათასი კოვიდპაციენტის მკურნალობისთვის და მოვლისთვის მიიღეს, მათ შორის, 250 ათასი ჰოსპიტალიზებული პაციენტის მოვლისთვის. ერთ პაციენტზე გადათვლით სულაც არ გამოდის ბევრი. უცხოეთის ქვეყნებში გაცილებით მეტი დაიხარჯა. მილიარდი ლარი ხმამაღლა ჟღერს, მაგრამ სხვა ქვეყნებში გაცილებით მეტი დაიხარჯა. კოვიდპანდემია დიდი უბედურება იმიტომ იყო, რომ პირდაპირი და არაპირდაპირი ზარალი მოიტანა – მილიარდობით ზარალი მოიტანა. რაც შეეხება, საკითხს, იყო თუ არა, არამიზნობრივი ხარჯვა, მითვისება, ან გაფლანგვა, ამაზე მე ინფორმაცია არ მაქვს. შესაძლოა, იყო. როდესაც ასეთი დიდი საქმეები კეთდება, ყოველთვის არის გადაცდომები.

ფინანსურ დარღვევებს ზოგადად ვერ გამოვრიცხავ, შესაძლოა, ცალკეულ კლინიკაში ყოფილიყო. ეს საფუძვლიანად გამოკვლეული და არგუმენტირებული უნდა ყოფილიყო, შემდეგ კი სამსჯავროზე გამოტანილი. რაც შეეხება პაციენტების რაოდენობის ხელოვნურ ზრდას, კატეგორიულად არ ვეთანხმები. კოვიდპაციენტების რაოდენობის ხელოვნური ზრდა ქვეყანაში ვერ მოხდებოდა! დადებითი პასუხი რამდენიმე ელექტრონულ ბაზაში იყო ასახული, შემდეგ კი ჯანმოს და CDC-ს გადაეცემოდა. როგორ შეიძლება, აქ ხელოვნურად გაზრდილიყო ავადმყოფების რაოდენობა?! – ეს შეუძლებელი იყო. ამასთან, როდესაც კოვიდპაციენტების რაოდენობის ხელოვნურ გაზრდაზე საუბრობენ, გულისხმობენ ჰოსპიტალიზებული პაციენტების გაზრდას, მაგრამ ესეც არ იყო. საქართველოში მილიონ 655 ათასი ავადმყოფი იყო კორონავირუსით ინფიცირებული, ჰოსპიტალიზებული კი 15 %, ეს მსოფლიოს სტანდარტებით „ოქროს შუალედია“. ჩვენთან ჭარბი ჰოსპიტალიზაცია არ ყოფილა. ამასთან, ვერ გამოვრიცხავ ცალკეულ შემთხვევებს, როდესაც თუ შეიძლებოდა პაციენტი 10 დღეში გაეწერათ, 10-15 დღეში წერდნენ. ეს არ ნიშნავს კოვიდპაციენტების რაოდენობის ზრდას, ეს საწოლდღეების ზრდას ნიშნავს. ეს ძალიან რთული და სენსიტიური საკითხია, ვინ განსაზღვრა 200 კლინიკაში რომელი ავადმყოფის 2-3 დღით მეტად დატოვება, სწორი იყო, თუ არასწორი? ეს ინდივიდუალურად წყდება. ძალიან მძიმეა იმის მტკიცება, ან უარყოფა, რომ რომელიმე ავადმყოფი ხელოვნურად იყო დიდი ხანი დაყოვნებული. სამინისტროში ჯგუფი გვქონდა შექმნილი, სადაც მარინა ეზუგბაია მონაწილეობდა. ძალიან კომპეტენტური და პრინციპული ადამიანების ჯგუფი პიკის პერიოდში ყველა კლინიკაში დადიოდა და მკაცრად აკონტროლებდა გაწერას.

 

რაც შეხება ცარიელ საწოლებს, ერთ-ერთია, რაშიც არ ვეთანხმები მინისტრის შეფასებებს. გახსოვთ, რა წნეხი იყო. მოსახლეობის მხრიდან ისმოდა: „გაქვთ, თუ არა საკმარისი საწოლები?!, პიკის პერიოდში, როდესაც 20-30 ათასი ავადმყოფი გყავს, რეზერვი არის?!“. გმირობა იყო, როდესაც სამინისტრომ მოახერხა თავისუფალი საწოლების რეზერვის მობილიზება. ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი წარმატებაა და არა დანაშაული. ახლა, როდესაც დღეში ინფიცირების 100 შემთხვევაა, ადვილი სათქმელია – რაში გვინდოდა ცარიელი საწოლები? როდესაც დღიურად 30 ათასი შემთხვევა გვქონდა და 230 ათასი აქტიური ინფიცირებული იყო, თავისუფალ საწოლს ოქროს ფასი ჰქონდა. მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში, ჯანდაცვამ კრიტიკა დაიმსახურა, რათა ვერ მოახერხეს საწოლების მობილიზება. ეს ჩვენთანაც არ იყო იოლი, მითუმეტეს, როდესაც ჯანდაცვის საწოლების 90% კერძო სექტორის არის. გასაგებია, რომ ამ მიმართულებით სახელმწიფოს ფული ეხარჯებოდა. პიკის პერიოდში 7500 ავადმყოფი გვყავდა და 9 000 საწოლი იყო მობილიზებული. ვფიქრობდით, რომ ეს კიდევ ცოტა იყო. მაშინ, ნემსებზე ვისხედით! კოვიდპაციენტის კლინიკაში მოთავსება სიკვდილ-სიცოცხლის საქმე იყო. იხვეწებოდნენ ადგილების გათავისუფლებაზე. ინფექციურ საავადმყოფოში ყოველთვიურად 80%-ზე მეტი იყო დაკავებული“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

 

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა ჯანდაცვის მინისტრის განცხადების იმ ნაწილზეც ისაუბრა, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხები ექიმებსა და ექთნებთან არ მიდიოდა. როგორც ცერცვაძემ აღნიშნა, მსგავსი რამ მათი კლინიკის მაგალითზე გამორიცხულია და „ძალიანაც რომ სდომოდა, მილიარდს კი არა, 1000 ლარს ვერ მიითვისებდა“.

 

„რაც შეეხება ანაზღაურების საკითხს, შესაძლოა, აქაც იყო გადაცდომები. მინისტრმა ბრძანა, რომ ხელმძღვანელები ათჯერ იზრდიდნენ ანაზღაურებას და არ მიდიოდა ექიმებამდე. მე, კლინიკური ჯგუფის ხელმძღვანელი ვიყავი და მკურნალობის საკითხებს ვხელმძღვანელობდი, ფინანსების გადანაწილებასთან შეხება არ მქონდა. ძალიან რომ მდომოდა, მილიარდს კი არა, ათას ლარს ვერ მივითვისებდი. მსგავსი რამ ჩვენი კლინიკის მაგალითზე გამორიცხულია. კორონავირუსამდე, სანიტრის საშუალო ხელფასი იყო 440 ლარი, ექთნის-540, ექიმის – 800-900 ლარი, რეანიმატოლოგის -1700. კოვიდის შემდეგ, ანაზღაურება ჯერ ჩვენ გავაორმაგეთ საკუთარი რესურსით, შემდეგ მთავრობამ გასცა განკარგულება დანამატებზე, შედეგად, სანიტრები 1200 ლარს იღებდნენ, ექთნები-1600 ლარს, ექიმები 3000 ლარს, როდესაც კოვიდამდე 900 ლარს იღებდნენ, ექიმ-რეანიმატოლოგები კი 4700 ლარს. მე, ადმინისტრაცია და დირექტორები უარს ვამბობდით, არცერთხელ დანამატი არ აგვიღია, რათა არ მოკლებოდა იმ ადამიანებს, ვინც „შავ სამუშაოს“ აკეთებდა“, – აღნიშნა ცერცვაძემ „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში.

წყარო : ,,ინტერპრესნიუსი”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

სისხლის სამართლის ადვოკატი მარიამ ჭყონია – რთული საქმეების დაცვის სტრატეგია

14:50 04-15-2026
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
ახალი ამბები

PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში

13:19 04-15-2026
როგორ უნდა გაზარდო ბინის დღიურად გაქირავება 50 პროცენტით – პროფესიული ხრიკები
ახალი ამბები

როგორ უნდა გაზარდო ბინის დღიურად გაქირავება 50 პროცენტით – პროფესიული ხრიკები

21:00 04-13-2026
კამერების მონტაჟისას დაშვებული მთავარი შეცდომები – რა საფრთხეს აგარიდებს პროფესიონალი და როგორ?
ახალი ამბები

კამერების მონტაჟისას დაშვებული მთავარი შეცდომები – რა საფრთხეს აგარიდებს პროფესიონალი და როგორ?

16:09 04-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved