• რეკლამა
  • კონტაქტი
14:52, სამშაბათი, 28 ოქტომბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ძალიან მაგარი ამბავი გაჟღერდა: პოლონური ლეგიონი იქმნება” – პეტრიაშვილი

ალია ავტორი - ალია
14:22 02-20-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
731
ანალიტიკოსი, ბუკა პეტრიაშვილი:
“აბა დილა მშვიდობისა ჩემო მეგობრებო! ძალიან მნიშვნელოვანი კვირა დაიწყო! მოგიწოდებთ მოიკრიბოთ მოთმინება და ყურადღებით ადევნოთ თვალი სიახლეებს, რომლებიც იქნება უკრაინიდან და საერთაშორისო პლატფორმებიდან!
რა თქმა უნდა, #bუკაdეილიnიუსი არ მოგაკლებთ დილის სიახლეებს უშუალოდ ბრძოლის ველიდან და საერთაშორისო ფრონტიდან!
მოკლედ, 2 დღის წინ აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა ხომ დასჭექა მიუნხენში, რომ რუსეთმა ჩაიდინა კაცობრიობის წინაშე დანაშაული. რამდენიმე საათის წინ სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის ოფიციალური განცხადება, სადაც ძალიან კონკრეტულად აფიქსირებს კაცობრიობის წინაშე დანაშაულის ჩადენაში სამხედროების და ოფიციალური პირების, ანუ შემსრულებლების და ბრძანების გამცემების პასუხისმგებლობას! რეალურად ეს არის ოფიციალურად რუსეთის დადანაშაულება კაცობრიობის წინაშე დანაშაულის ჩადენაში! ამას აუცილებლად მოყვება მხარდამჭერი/ანალოგიური განცხადებები მოკავშირეებისგან (ევროპული ქვეყნები, კანადა, იაპონია, სამხრეთ კორეა, ავსტრალია, ახალი ზელანდია). დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ პუტლერის რეჟმისთვის ჰააგის სპეციალური ტრიბუნალის შექმნის საკითხი გადაწყვეტილია და მხოლოდ დროის ამბავია, როდის ამოყოფს ეს ფაშისტურ-ტერორისტული რეჟიმი თავს საბრალდებო სკამზე;
– მოლდოვაში მთავრობის ახალმა პრემიერმა დორინ რეჩანმა რომ რუსულმა საოკუპაციო არმიამ უნდა დატოვოს დნესტრისპირეთი და დაიწყოს ამ რეგიონის მოლდოვის შემადგენლობაში სრულფასოვნაი ინტეგრაციის მიმართულებით მუშაობა! გუშინ ქუჩაში გამოყარეს 5 ათასამდე კოლაბორაცონისტი, რომლებმაც აქცია გამართეს მაია სანდუს გადაყენების მოთხოვნით! მყარად დგას მოლდოვის ლიდერი და მისი ხელისუფლებაც!
– ფრანგული მსუბუქი ტანკები ჩავა დღე-დღეზე უკრაინაში;
– ამერიკული მობილური ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა ავენჯერებიც ჰა და ჰა უკრაინაში იქნება. ამ დღეებში ყველაფერი გამოადგებათ ჩვენს ძმებს უკრაინაში! მაღალი ალბათობით, იქნება მასირებული სარაკეტო და საჰაერო შეტევები, მაგრამ ამით უკრაინას ვერც ვერავინ შეაშინებს და ვერც უკან დაახევინებს;
– ამბები ფრონტიდან:
– ზაპოროჟიეში, მელიტოპოლში ვაგნერელები გამოჩენილან 2000-2500 კაცი (ერთი უჰლედარის საკობზონე მასალაა თავი-ბოლო); აქტიური შეტევისთვის მზადება არ შეინიშნება, უფრო თავდაცვის ზღუდეების გასამგრებლად გადაისროლა ურდომ ძალები; თუმცა, უჰლედარის შემხედვარე, როგორც მანიაკებივით წამოვიდნენ ხიშტებზე, ისე შეიძლება აქაც გაწირონ საზარბაზნე ხორცად;
– უჰლედართან ჩვენებს დღითიდღე უკეთესად აქვთ საქმე; ნიკოლსკოეს სააგარაკე ზონების ნაწილიდანაც გაყარეს ორკები (აქ ურდოს რეგულარული ნაწილები მოქმედებენ, მოიერიშე ელიტა გაუნადგურეს ჩვენებმა);
– მარიინკაში ისევ შეძლეს ჩვენებმა ურდოს იერიშების შეკავება და ბრძოლების პოზიციურ რეჟმში გადაყვანა;
– ავდეევკის მიმართულებაზე არ ასვენებს გამჩენი ურდოს; მის მიმდებარედ დასახლებულ პუნქტებს ისევ უტევენ;
– დონეცკში ე.წ. პროკურატურის შენობაში იყო ურდოს ცოცხალი ძალის სადგომი; ჰოდა დაუბაბანეს ჩვენებმა და ჩაადუღეს ორკები;
– ბახმუტის სამხრეთით ივანოვსკოე-სტუპოჩკის არეალში გრძელდება ურდოსგან გაწმენდა; ტრასა ტ 0504 სრულად ჩვენების კონტროლის ქვეშაა და შეუფერხებლად ხდება ბახმუტის გარნიზონის უზრუნველყოფა და იქიდან დაჭრილების გამოყვანა;
– თავად ბახმუტის სამხრეთ ნაწილში, მარიუპოლის სასაფლაოს მიდამოებში შემოგვიტია მტერმა და სამხრეთ შემოგარენიდან უნდათ ბახმუტზე შეტევის გახორციელება. მიიღებენ ჩვენები საჭირო ზომებს;
– ბახმუტის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილშიც გააქტიურდა ურდო; 24 თებერვალი ახლოვდება და ცხადია რაღაც წარმატების დემონსტრირება სასიცოცხლოდ ჭირდება ურდოს;
– ბახმუტის ჩრდილოეთით, ბერხოვკის მიმართულებით მძიმე ბრძოლებია; ჩრდილოეთიდან შემოტევას აქვს ორი შესაძლო განვითარება: გააარღვიონ და გაიჭრან ბახმუტის მომარაგების ჩრდილოეთ ტრასისკენ ან შემოუტიონ ჩრდილოეთიდან ბახმუტს; აქ კარგი თავდაცვითი ზღდეები აქვთ ჩვენებს და აუცილებლად მოამტვრევენ კბილებს მტერს;
– კრემინნაში გაიუმჯობესეს ჩვენებმა პოზიციები; ტყის მასივებში წაიწიეს წინ; ტორსკოეს და იამპილივკის მიმართულებებიდან წარმატებით უკუაგდეს ურდო;
– კუზემევკა-ნოვოსელევკაზეც გვაქვს გარკვეული წინსვლა;
– ჩრდილოეთით, ხარკოვის ოლქში გვაწვება ურდო ისევ მაგრად ჰრინიანოვკას ბომბავენ ინტენსიურად;
ხერსონის მიმართულებაზე არტილერიული დუელები გრძელდება;
ეს ყველაფერი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენებმა შეძლონ შემტევი ძალების დასავლური შეიარღებით სრულფასოვნად აღჭურვა, სათანადოდ დაკომპლექტება და გაზაფხულზე შეტევის დაწყება;
გუშინ ერთი ძალიან მაგარი ამბავი გაჟღერდა: პოლონური ლეგიონი იქმნება; ანუ პოლონელი ვეტერანი სამხედროებისგან დაკომპექტდება მნიშვნელოვანი შენაერთი, რომელიც ჩაერთვება როგორც ურდოს იერიშის მოგერიებაში, ისე საგაზაფხულო შეტევის განხორციელებაში;
ხვალ, 21 თებერვალს კიევში ჩადის იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯა მელონი, სადაც გამოაცხადებს ახალი სამხედრო დახმარების შესახებ; ფორცა იტალია!
გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი მოუწოდებს ევროპელ პარტნიორებს, რომ მზად იყვნენ გაჭიანურების შემთხვევაში უკრაინისთვის გამარჯვებამდე მხარდაჭერისთვის!
ევროკავშირში შეთანხმდნენ, რომ ერთობლივად შეისყიდიან უკრაინისთვის საარტილერიო ჭურვებს;
ევროპაში აშშ-ს ჯარების სარდალმა გენერალმა კრისტოფერ კავოლი მიუნხენში განაცხადა, რომ აუცილებელია უკრაინისთვის შორ მანძლზე მოქმედი რაკეტების და ამერიკული ფ-16-ების მიწოდება;
ლეგენდარული გენერალი დევიდ პეტრეუსი კი აცხადებს, რომ დროულად და საჭირო შეიარაღების მიწოდების შემთხვევაში რუსეთის არმია ძალიან სწრაფად ჩამოიშლება და უკრაინას დიდი წარმატებები ექნება ტერიტორიების დაბრუნების თვასაზრისით. გენერალი პეტრეუსიც პირველ რიგში ყირიმის დაბრუნებაზე საუბრობს და შემდეგ დონბასის.
კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის მთელი ცივილიზებული სამყარო აგებინებს ერთად პუტლერის რეჟიმს პასუხს;
უკრაინა აუცილებლად გაიმარჯვებს 2023-ში! საქართველომაც უნდა გაიხაროს 2023-ში! პუტლერის ბოროტების იმპერია განადგურდება 2023-ში!
დიდება უკრაინას!
დიდება გმირებს!
დიდება ერს!
სიკვდილი მტერს!”
თეგები: ბუკა პეტრიაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025
“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025

ბიზნესი

ახალი ამბები

თიბისი კამპუსის სტუდენტების ერთი დღე თიბისიში – გამოცდილება რეალურ სამუშაო გარემოში

13:58 10-27-2025
ალტერნატიული ქუთაისი – კატალოგის პრეზენტაცია თიბისისთან ერთად
ახალი ამბები

ალტერნატიული ქუთაისი – კატალოგის პრეზენტაცია თიბისისთან ერთად

15:39 10-24-2025
,,რა არის Agentic AI და მისი როლი ბიზნესში’’ –  თიბისი ბიზნესის და Visa-ს მხარდაჭერით, დილის შეხვედრების სერია გრძელდება
ახალი ამბები

,,რა არის Agentic AI და მისი როლი ბიზნესში’’ – თიბისი ბიზნესის და Visa-ს მხარდაჭერით, დილის შეხვედრების სერია გრძელდება

15:09 10-24-2025
თაღლითობა, დოკუმენტების გაყალბება, ფულის მითვისება – ფინანსურმა პოლიციამ “ბრიტანულ–ქართული აკადემიის” საქმის გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

თაღლითობა, დოკუმენტების გაყალბება, ფულის მითვისება – ფინანსურმა პოლიციამ “ბრიტანულ–ქართული აკადემიის” საქმის გამოძიება დაიწყო

10:00 10-24-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved