• რეკლამა
  • კონტაქტი
04:27, კვირა, 6 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ძალიან გვაინტერესებს, რა არის ის სტრატეგიული ამოცანები, რაც არ ეხებოდა ომს და არც სანქციებს – სუბარი დეგნანზე

ალია ავტორი - ალია
14:53 07-28-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
352

 დამოუკიდებელმა დეპუტატმა, სოზარ სუბარმა ბრიფინგზე განაცხადა – კელი დეგნანმა დაადასტურა, რომ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრაზე საუბარი იყო სტრატეგიულ საკითხებზე, ძალიან გვაინტერესებს, რა არის ის სტრატეგიული ამოცანები, რაც არ ეხებოდა ომს და არც სანქციებს.

როგორც სოზარ სუბარმა აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ძალიან კონკრეტულად დასმულ კითხვებს, რომელიც ამ ქვეყნისთვის აქვს სტრატეგიული მნიშვნელობის, საჯაროდ უნდა გაეცეს პასუხი.

„პირველივე წერილში, რომელიც ქალბატონი კელი დეგნანის მიმართ მიხეილ ყაველაშვილის სახელით გამოქვეყნდა, რომლის შინაარსს ჩვენც ვეხმარებოდით, ძალიან მკაფიოდ იყო ფორმულირებული კითხვა, იყო თუ არა შეხვედრა კელი დეგნანასა და ბიძინა ივანიშვილს შორის ომის დაწყების შემდეგ, რაზეც პასუხი მივიღეთ, რომ დიდი ხანია, არ მომხდარა ეს შეხვედრა. პირდაპირ არ იყო პასუხი და სურვილი იყო, როგორც ჩანს, რომ უნდა აღგვექვა, თითქოს ეს შეხვედრა არ შემდგარა. გუშინ გავიგეთ, თურმე ეს შეხვედრა შედგა, დღეს ქალბატონმა კელი დეგნანმაც დაადასტურა და ისიც დაადასტურა, რომ ქვეყნისთვის სტრატეგიულ საკითხებზე იყო ლაპარაკიო. რა შეიძლება იყოს სტრატეგიული საკითხები იმ პერიოდში, როდესაც ჩვენს მეზობელ ქვეყანაში არის ომი, როდესაც ღია მოწოდებები იყო ქართული ოპოზიციის მხრიდან, ქართული არასამთავრობოების მხრიდან, უკრაინის ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლების მხრიდან და ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსების მხრიდანაც, რომ საქართველოს გამოეყენებინა შესაძლებლობების ფანჯარა და ჩართულიყო ომში. ძალიან გვაინტერესებს, რა არის ის სტრატეგიული ამოცანები, რაც არ ეხებოდა ომს და არც სანქციებს.

იმასაც შეგახსენებთ, რომ 24 თებერვლიდან 21 მარტამდე პერიოდი, ანუ ამ შეხვედრამდე პერიოდი ეს არის საკითხი, როდესაც პიკში არის ბიძინა ივანიშვილის მიმართ არაფორმალური სანქციები, არ ხდებოდა მისთვის ნახატების დაბრუნება, არ ხდებოდა მის საკუთრებაში არსებული ვერტმფრენების გადაცემა, დაბლოკილია მისი ყველა ანგარიში და ამ დროს ხდება შეხვედრა. ჩვენ გვაინტერესებს, ხომ არ იყო გარკვეულწილად ზეწოლა, რათა მას თავისი გავლენა გამოეყენებინა ხელისუფლებაზე ან დაბრუნებულიყო ხელისუფლებაში, რომ საქართველო უფრო მეტად შეერთებოდა სანქციებს, რომ საქართველოს რაღაც ნაბიჯები გადაედგა ომის მიმართულებით. ეს არის ჩემი აზრით ლეგიტიმური კითხვები. ამ კითხვების ლეგიტიმურობას კიდევ უფრო აძლიერებს ის ფაქტი, რომ პირველივე, ძალიან მარტივად დასმულ კითხვაზე, იყო თუ არა შეხვედრა ომის დაწყების დღიდან მას და ბიძინა ივანიშვილს შორის, ვერ მივიღეთ პასუხი, ანუ პასუხი მივიღეთ ძალიან ბუნდოვანი, გაუგებარი.

ჩვენ დღემდე არ გვაქვს მიღებული პასუხები იმ კითხვებზე, რომელიც იყო დასმული ჩვენს წერილში, მაგალითად, ჰქონდა თუ არა არაფორმალურ სანქციას ადგილი მოსამართლის მიმართ, როცა ის არ გაუშვეს ამერიკაში, ხომ არ დაიბარეს ის მართლა და ხომ არ ჰქონდა მის მიმართ კითხვების დასმას ადგილი მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე. არის არაერთი სხვა კითხვა, რომელიც ჩვენ დავსვით, მათზე არ არის პასუხები გაცემული და მათზე პასუხები, ჩემი აზრით, არის მნიშვნელოვანი“, – განაცხადა სუბარმა.

თეგები: კელი დეგნანისოზარ სუბარი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved