• რეკლამა
  • კონტაქტი
07:48, ოთხშაბათი, 15 ოქტომბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ძალიან ეჩქარება მიშას აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება… სისულელის ყველა ფსკერი ჩახია…” – ოთარ ფანცულაია

ალია ავტორი - ალია
20:37 06-14-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,723
დევნილთა პოლიტიკური თანამშრომლობის ცენტრის” დამფუძნებელი  ოთარ ფანცულაია, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას ეხმაურება და წერს:
“? ამ ბოდვის გამპრავებელის ადგილი ჩემ სამეგობროში არ არის. აფხაზეთის თემა ჩემთვის წითელი ხაზია.
აფხაზეთი საქართველოა!
ნებისმიერი, ვინც ამ მოცემულობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს, ჩემთვის ავტომატურად მიუღებელი ხდება და მასთან არც მეგობრობა მაინტერესებს, არც მისი “აზრის თავისუფლება”.
მ.სააკაშვილის იდეა საქართველოს და აფხაზეთის ფედერაციული სახელმწიფოს შესახებ არის ყველაზე დიდი სისულელე, რაც კი ამ საკითხის ირგვლივ მომისმენია.
ორი დამოუკიდებელი სახელმწიფო, ორმაგი მოქალაქეობით.. აფხაზეთის მოქალაქე ავტომატურად იქნება საქართველოს მოქალაქე და დანარჩენი საქართველოს მოქალაქე არ იქნება ავტომატურად აფხაზეთის მოქალაქე.
პარლამენტი იქნება ორპალატიანი და ზედა პალატაში ფედერაციის ორივე სუბიექტს ექნება თანაბარი წარმომადგენლობა.
თუ დამოუკიდებლობას აძლევ, შენთან რაღა უნდა? არ უნდიხარ. მოკვდება და არ ისურვებს შენთან დალაგებას. თუ მაინც დათანხმდა ასეთ პირობებს, როგორც კი შანსი მიეცემა, უარს იტყვის ასეთი ტიპის “ფედერაციაზე” და ფედერაციიდან გავა.
ამ კაცმა რა სისულელეც არ უნდა დაახეთქოს, მაინც ბევრი გამპრავებელი ჰყავს. მიჭირს პროგნოზირება თუ რამდენი ათეული ფბ მეგობარი წამშლის ამ პოსტის გამო.
ყველაფერი არ პრავდება!
ძალიან ეჩქარება მიშას აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება. პირველად არ ახმოვანებს მსგავს იდეებს. უბრალოდ ამ შემთხვევაში სისულელის ყველა ფსკერი ჩახია..
ალტინფო ამბობს – რუსეთს იმიტომ ვეტენები, რომ იქნებ აფხაზეთი დამიბრუნოსო..
ეს ამბობს – აფხაზეთს დამოუკიდებლობა უნდა მივცე, რათა შემდეგ დამოუკიდებელ აფხაზეთთან ერთიანი ფედერაციული სახელმწიფო შევქმნაო..
რამდენ იდიოტს იტევს ეს პატარა ქვეყანა?!?!?
გასაგებია, რომ “ქართული ოცნების” პირობებში გვაქვს კლეპტოკრატიული კვაზიდემოკრატია, არაფორმალური ოლიგარქით იერარქიის სათავეში.. გასაგებია, რომ მათი ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში საქართველოს არანაირი პერსპექტივა არ გააჩნია და რაც მალე ჩამოშორდებიან ხელისუფლებას, მით უკეთესი..
მაგრამ, პოლიტიკოსებო, აწიეთ ერთი ადგილი და მომეცით არჩევანი!
კარგად აცნობიერებთ, რომ არც “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის პირობებში გვექნება საქმე უკეთ, მაგრამ ამის ხმამაღლა თქმის გეშინიათ. კი ბატონო – მეტი პერსპექტივა გაჩნდება, მაგრამ ამ ქვეყანაში ცხოვრება სრულიად გაუსაძლისი გახდება.
ერთი სულელის მეორეთი ჩანაცვლებისთვის ბრძოლის არანაირი სურვილი არ მაქვს!
ვისაც საღი აზრი შეგრჩენიათ, გამოჩნდით, საერთო ენა გამონახეთ, ჩამოყალიბდით ერთიან კონცეფციაზე და ანგარიშგასაწევ ძალად იქეცით.
როდემდე უნდა მაყურებინოთ ამ იდიოტების დოღს??”

საქართველოსა და აფხაზეთის ფედერაცია, ადმინისტრაციული ცენტრით ქუთაისში, ორმაგი მოქალაქეობით – სააკაშვილის წინადადება

თეგები: მიხეილ სააკაშვილიოთარ ფანცულაია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025
“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025
პირადი: 150 მილიონის მიტაცება, “მკვლელი მატარებლები” – უსაფრთხოების დარღვევა და მასშტაბური კორუფცია “რკინიგზაში” – გია ყრუაშვილის სკანდალური, ექსკლუზიური ინტერვიუ
ახალი ამბები

“ზუსტად ასე დაწერეთ, “რკინიგზამ”, ჩემი ავადმყოფი შვილი, გაწირა სასიკვდილოდ” – გია ყრუაშვილი

14:56 08-20-2025

ბიზნესი

თიბისი საერთაშორისო შოპინგის მოყვარულთათვის- ისარგებლეთ, 30%-იანი ფასდაკლებით Trendyol-ზე
ახალი ამბები

თიბისი საერთაშორისო შოპინგის მოყვარულთათვის- ისარგებლეთ, 30%-იანი ფასდაკლებით Trendyol-ზე

18:35 10-13-2025
თიბისის შეთავაზებები სტუდენტებისთვის
ახალი ამბები

თიბისის შეთავაზებები სტუდენტებისთვის

17:25 10-10-2025
თიბისის განსაკუთრებული შეთავაზებები მოსწავლეებისთვის
ახალი ამბები

თიბისის განსაკუთრებული შეთავაზებები მოსწავლეებისთვის

18:00 10-09-2025
თიბისიმ საქართველოში პირველი AI Red Team ჰაკათონი „RedHack”-ი ჩაატარა
ახალი ამბები

თიბისიმ საქართველოში პირველი AI Red Team ჰაკათონი „RedHack”-ი ჩაატარა

15:24 10-09-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved