• რეკლამა
  • კონტაქტი
02:30, სამშაბათი, 1 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ძალიან, ძალიან დიდ შარშია ხელისუფლება“

ალია ავტორი - ალია
19:36 02-13-2024
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
19,566

ანი დვალიშვილი

ძალიან, ძალიან დიდ შარშია ხელისუფლება – „სოციალურად დაუცველების დასაქმების პროგრამა“  ხომ გახსოვთ, ირაკლი ღარიბაშვილმა რომ დაიწყო და მის წარმატებაზე ხმამაღლა რომ საუბრობდნენ? ახლა კი, ირკვევა, რომ„ სოციალურად დაუცველთა დასაქმების პროგრამის“ გამო, ბიუჯეტს ყოველთვიურად დამატებით 65 მილიონი ლარის მოძიება სჭირდება. ეს კი ძალიან, ძალიან ბევრია, წელიწადში ნახევარ მილიარდზე ბევრად მეტი და ახლა, ღარიბაშვილის გაფუჭებული საქმის გამოსწორებას, კობახიძე შეეცდება. უვკე გაიცა არაოფიციალური ბრძანება, რომ შესაბამისმა სამსახურებმა ყველა სოციალურად დაუცველი შეამოწმონ და თუ ისინი სამსახურებში არ დადიან, პროგრამიდან ჩახსნან. იგეგმება, რომ ამ გზით, სამსახურიდან დაახლოებით 100 ათას ბენეფიციარს ჩახსნიან და ისინი ვერც გააპროტესტებენ, სოციალური დახმარების გარეშეც რომ არ დარჩნენ. მართალია, მათ პირობა აქვთ, რომ 4 წლის განმავლობაში არავინ გადაამოწმებს, მაგრამ მიზეზის პოვნა ყოველთვის შეიძლება.

ამას გარდა, ხელისუფლება ცდილობს, მუნიციპალური ბიუჯეტი სხვა გზითაც შეავსოს და მალე, ყველა მუნიციპალიტეტში, დედაქალაქის დარად, ტაქსისთვის ლიცენზია იქნება საჭირო. ჯერჯერობით, საუბარი არ არის იმაზე, რომ ტაქსი აუცილებლად თეთრი უნდა იყოს, მაგრამ მოსაკრებელი რომ იქნება, უკვე ითქვა და ახლა, ყველა მუნიციპალიტეტი მუშაობს იმაზე, თუ როგორ მოაქციოს ეს ყველაფერი კანონის ჩარჩოებში. უფრო ზუსტად, ოფიციალურად მუშაობენ, თორემ, არაოფიციალურად, ყველას დაეგზავნა თბილისის მერიის შესაბამისი დადგენილება და მისი „შელამაზების“ შემდეგ, ახალი დადგენილებაც გამოცხვება. ვარაუდობენ, რომ ეს ტაქსით მგზავრობას რეგიონებშიც გააძვირებს, მაგრამ ხელისუფლება ამაზე ნაკლებად დარდობს, როდის ყოფილა, რომ ქართველ ხალხს რაიმეს გაძვირების გამო, ქუჩაში პროტესტი გამოუთქვამს? ერთი საწვავის ფასების არანორმალურ მატებას შეუტიეს და ისიც უღიმღამოდ, თორემ დანარჩენი დედის რძესავით შეირგეს და არც ტაქსის გაძვირებას გააპროტესტებენ ისე, რომ მთავრობას სანერვიულო მიეცეს.

ერთადერთი, რაზეც ჯერჯერობით მშვიდად ყოფნა შეგვიძლია, ვალუტის კურსია. გარდა იმისა, რომ ეროვნულ ბანკს უცხოური ვალუტის ძალიან დიდი მარაგი აქვს, საარჩევნო წელს, ლარის გაუფასურებას არავინ დაუშვებს, თუმცა ვალუტა არც ისე გამყარდება, ხალხმა შვება რომ იგრძნოს. ჩვენი ინფორმაციით, უკვე მარტში, ივანიშვილთან დაკავშირებული რამდენიმე კომპანია, დაახლოებით 100 მილიონი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს და ეს პროცესი ლარს ინლაციისგან დაიცავს, მერე კი, საქმეში ანაკლიის პორტი ჩაეშვება და ეს უცხოური ინვესტიციაც უკვე ისეთი იქნება, ლარს მართლა რომგაამყარებს და არა ეროვნული ბანკის იმედად.

თუ დააკვირდებით, მსხვილი ბიზნესი გაყუჩებულია, საქმეს აკეთებს და არაფერს აპროტესტებს. წინა არჩევნების დროს, ერთ-ერთი მაღაზიათა ქსელის მფლობელი აყვირდა, რაღაცები დაიწუნა, ოპოზიციას ღიად დაუჭირა მხარი და იმდენჯერ დააჯარიმეს, თავ-ბედს იწყევლის. მისი სამაგალით დასჯა, დანარჩენებისთვის კარგი გაკვეთილი იყო, მაგრამ ახლა საქმეს ისეთი პირი უჩანს, მეხორბლეები და მეფქვილეები დასცხებენ ერთმანეთს. მოგეხსენებათ, შარშან ხორბლის შემომტანებმა ხელისუფლება აიძულეს (ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით), რომ ფქვილის შემოტანაზე გადასახადი დაეწესებინათ და მართლაც, მაშინ გადასახადი 2024 წლის 1-ელ მარტამდე დაწესდა, აქაოდა, ვნახოთ, როგორი ეფექტი ექნებაო. ახლა კი, მეხორბლეები კვლავ ითხოვენ, ვადა გავუგრძელოთო, ფქვილის შემომტანები კი პირიქით, გადასახადის გაუქმებას ითხოვენ და ამბობენ, რომ მეხორბლეები უბრალოდ ხეირობენ და ხორბალს, რომელსაც რეალურად მსოფლიო ბაზარზე დაბალი ფასი აქვს, ძვირად ყიდიან. ჩვენი ინფორმაციით, რუსეთში ხორბლის შეძენა 28-დან 35 თეთრამდე შეიძლება, აქაურ ბაზარში კი, 75-80 თეთრი ღირს, ანუ ლამის სამჯერ მეტი და ვიღაც ამაზეც თვალს ხუჭავს.

ოფიციალური მონაცემების თანახმად, 2023 წელს, საქართველომ 6 მილიონი დოლარის ყურძენი შემოიტანა. ციფრი აშკარად შთამბეჭდავია, რადგან პრეტენზია გვაქვს, რომ ყურძნის ქვეყანა ვართ, მაგრამ მოწეულ ყურძენს ერთ თვეში მთლიანად ვყიდით, შემდეგ, ლამის ისევ ჩვენს ყურძენს ვყიდულობთ, რადგან აქ იაფად ნაყიდს, სამაცივრე მეურნეობაში ინახავენ მეზობლები და მერე, ზამთარში მათგან გვიწევს შეძენა. სწორედ რომ მეზობლები, რადგან ყველაზე მეტი ყურძენი სომხეთიდან და თურქეთიდან შემოგვაქვს. სოფლის მეურნეობის სამინისტრო კი ამბობს, ფერმერებს ხელს ვუწყობთ სამაცივრე მეურნეობის მოწყობაშიო, მაგრამ ახლავე გეტყვით, რას გულისხმობს ხელშეწყობა. 1000-ტონიანი მაცივრის (ნაკლებს პრაქტიკულად აზრი არ აქვს) აშენება 1.5 მილიონი ლარი ჯდება, აქედან სახელმწიფო მზად არის, 350 ათასი ლარზე იაფი კრედიტი გასცეს (დაახლოებით, წლიური 0.6-0.8%-ში) და ეს მართლაც იაფია. პარალელრუად, სუბსიდირებას უკეთებს დანარჩენ თანხასაც და საბოლოო ჯამში, კრედიტი მართლაც ძალიან იაფი გამოდის, ანუ როგორც 2012 წელს გვპირდებოდნენ, ლამის უფასო ფული, თუმცა რიგითი მოკვდავი, მაცივრის აშენებას და კრედიტის მიღებას მაინც ვერ შეძლებს. რატომ? იმიტომ, რომ ბანკი, გაცემული კრედიტის სანაცვლოდ, მინიმუმ 3-მილიონიანი უძრავი ქონების უზრუნველყოფას ითხოვს. ანუ, თუ ხილის შესანახი მაცივრის აშენება გსურთ, ყველაზე ცოტა, 3 მილიონის ქონებას უნდა ფლობდეთ და ამდენი თანხა ვისაც აქვს, მაცივრის აშენება არ სურს და სხვა, მოგების უფრო სწრაფად მომტან ბიზნესში აბანდებს. მაგალითად, საქონლის შემოყვანაში, აქ გასუქებაში და მერე გაყიდვაში. საქონელი ძირითადად რუმინეთიდან, უზბეკეთიდან, რუსეთიდან და ბელორუსიდან შემოდის, აქ 5-6 თვის განმავლობაში ყოვნდება, წონაში იმატებს და შემდეგ აზიის ქვეყნებში (ძირითადად საამიროებში) იყიდება. ისე, სოფლის მეურნეობის სამინისტრო ამასაც აფინანსებს, მაგრამ გასასუქებელ საქოპნელს არა, სადედე ჯგუფი უნდა შემოიყვანო, ჯიშიანი ძროხების, ოფიციალურად, უცხოური სანაშენე მეურნეობიდან, შესაბამისი სერთიფიკატით და თითო ძროხის ადგილამდე ჩამოყვანა, დაახლოებით 3 ათას ევრომდე ჯდება. ჰოდა, საქართველოში ლამის 10 ათას ლარს ძროხაში რომ არავინ გადაიხდის, ადვილი მისახვედრია.

ჰოდა, როგორც სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი, ბაკურ კვეზერელი იტყოდა, ისევ „მამალ ძროხებს“ მივაწვეთ, ის ჯობია.

თეგები: ირაკლი ღარიბაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025
რა არის ამერიკისა და ისრაელის საბოლოო მიზანი ირანთან დაკავშირებით? – რას უყევბა ,,ალიას” აშშ-დან კონრად ბაბუნაშვილი?
ახალი ამბები

რა არის ამერიკისა და ისრაელის საბოლოო მიზანი ირანთან დაკავშირებით? – რას უყევბა ,,ალიას” აშშ-დან კონრად ბაბუნაშვილი?

22:13 06-18-2025
ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი
ახალი ამბები

ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი

22:49 06-13-2025

ბიზნესი

თიბისიმ მდგრადი განვითარების მიმართულებით მთავარი მიღწევები წარადგინა
ახალი ამბები

თიბისიმ მდგრადი განვითარების მიმართულებით მთავარი მიღწევები წარადგინა

18:14 06-30-2025
ფრინველთა ხმებით სავსე სიმშვიდე – „საირმეს რეკრეაციული ფერმა“ ლევან ქობალიას ფოტოობიექტივში
ახალი ამბები

ფრინველთა ხმებით სავსე სიმშვიდე – „საირმეს რეკრეაციული ფერმა“ ლევან ქობალიას ფოტოობიექტივში

18:06 06-30-2025
თიბისის ბიზნესდაჯილდოების დასკვნითი ღონისძიება წელს განსხვავებული ფორმატით ჩატარდება
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესდაჯილდოების დასკვნითი ღონისძიება წელს განსხვავებული ფორმატით ჩატარდება

14:40 06-30-2025
ახალგაზრდა ბორჯღალოსნები იტალიაში გაემგზავრნენ – მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი იწყება – თიბისი
ახალი ამბები

ახალგაზრდა ბორჯღალოსნები იტალიაში გაემგზავრნენ – მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი იწყება – თიბისი

15:06 06-27-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved