• რეკლამა
  • კონტაქტი
13:06, კვირა, 3 აგვისტო, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ძალიან დიდი რისკია, არ მგონია, ჩვენს ხელისუფლებაში ვინმე ისეთი თავგაცხელებული იყოს, ვინც ამაზე წავა” – სოსო ცინცაძე

ალია ავტორი - ალია
21:36 04-13-2022
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
15,868

ლევან ჯავახიშვილი

„ალიას“ ესაუბრება ექსპერტი საერთაშორისო ამბებში, სოსო ცინცაძე:

– ამერიკამ „ლენდ ლიზის“ პროგრამა განაახლა უკრაინის მხარდასაჭერად, რომელიც თითქმის ნებისმიერი სახის და ნებისმიერი რაოდენობის შეიარაღების მიწოდებას გულისხმობს უკრაინისთვის. ბევრი ფიქრობს, რომ „ლენდ ლიზი–2“ გადამწყვეტი აღმოჩნდება ამ ომში და უკრაინის გამარჯვებას განაპირობებს. ასეა?

– ეს მთლად ისეთი „ლენდ ლიზი“ არ არის, რომელიც იყო 1940 წლის აგვისტოში, როდესაც საბჭოთა კავშირს ამერიკამ არა მარტო შეიარაღება, უამრავი სახის საბრძოლო კომპონენტი გადასცა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაიანგარიშეს, რომ ომში საბჭოთა კავშირმა 3 მილიონი ლიტრი საავიაციო ბენზინი მოიხმარა. აქედან 1 მილიონი ლიტრი სუფთა ამერიკული ბენზინი იყო, 1 მილიონი ლიტრი ნახევარი საბჭოური იყო და ნახევარი ამერიკული, რადგან საბჭოთა ბენზინი უხარისხო იყო და ამერიკული შეურიეს. 1 მილიონი ლიტრი კი ამერიკული მინერალებით გაკეთილშობილებული ბენზინი იყო. გამოდის, რომ „ლენდ ლიზის“ პროგრამით რომ არ გადაეცა ამერიკას საავიაციო ბენზინი და მინერალები, საბჭოთა სამხედრო თვითმფრინავები და ვერტმფრენები, ფრენებს ვერ განახორციელებდნენ. „ლენდ ლიზის“ პრინციპით, რასაც ამერიკა მისცემს უკრაინას, იმ სამხედრო ტექნიკიდან, სამხედრო კომპონენტებიდან რაც ომის შემდეგ  გადარჩება, უკან უნდა დაუბრუნოს ამერიკას უკრაინამ ან შეისყიდოს. ვნახოთ, რა სახის, რა მასშტაბებისა იქნება ახალი „ლენდ ლიზი“. თუმცა, ძალიან სერიოზულ შეიარაღებას რომ გადასცემენ უკრაინას, ამაში დარწმუნებული იყავი. იარაღთან ერთად, სურსათის მიწოდებასაც ითვალისწინებს „ლენდ ლიზი“. მთავარია, იარაღი დროულად გადასცენ. ისეთი მდგომარეობაა, რომ 2 კვირაში შეიძლება გადაწყდეს ომის ბედი. ცოტა ადრე უნდა ეფიქრათ ამერიკელებს უკრაინელებისთვის „ლენდ ლიზზე“. სენატმა დაამტკიცა „ლენდ ლიზი“, ახლა კონგრესის ქვედა პალატამ უნდა განიხილოს და იქ არ გაიჭედოს, ეგ მაფიქრებს. თუ ქვედა პალატამაც მხარი დაუჭირა, ჯო ბაიდენი კი მოაწერს ხელს ერთ დღეში. მეშინია, მთელი ეს პროცედურა მაშინ არ დასრულდეს, როდესაც უკრაინელების პოზიციები ფრონტის ხაზზე არასახარბიელო იქნება, ეს რბილად რომ ვთქვათ. დღეებს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. ისე, ეს „ლენდ ლიზიც“  ბუჩას ტრაგედიამ გააკეთა.

– ბატონო სოსო, რამდენად დამაჯერებელია ის ბრალდება, რაც უკრაინის სამხედრო დაზვერვამ გაავრცელა, თითქოს საქართველოს გავლით რუსეთში გაედინება კონტრაბანდული და მათ შორის, სამხედრო ტვირთები?

– არ ვიცი, დამაჯერებლად ვერაფერს ვიტყვი. არაფერს გამოვრიცხავ. ისიც ითქვა, რომ ეს განცხადება უკრაინამ პრევენციის მიზნით გააკეთა, რადგან უკრაინელებს აქვთ ინფორმაცია, რომ საქართველოს გავლით უნდა გაეტანათ სამხედრო ტვირთები და ხმაური ატეხა, რომ ეს არ მომხდარიყო. ძალიან დიდი რისკია. მე არ მგონია, ჩვენს ხელისუფლებაში ვინმე ისეთი თავგაცხელებული იყოს, ვინც ამაზე წავა. ღმერთმა ნუ ქნას, თუ გამოგვიჭირეს რუსეთისთვის იარაღის კონტრაბანდაში, ზარალი იქნება ასჯერ მეტი, ვიდრე სარგებელი. ამერიკელებთან, ბრიტანელებთან ასეთ თამაშში წინასწარ წაგებული ხარ, რადგან დღეს თუ არა, ხვალ აუცილებლად გამოგიჭერენ, თუ ეს სისულელე და ქვეყნის სამტრო საქმე გააკეთე, მაგათ დაზვერვას ვერაფერს გამოაპარებ. კოსმოსიდან მანქანის ნომერს იღებენ, ადამიანის სახეს აფიქსირებენ და მერე იმ ადამიანის იდენტიფიკაციას ახდენენ სპეცპროგრამებით. რამდენი ტერორისტი ჰყავთ დაჭერილი თუ განადგურებული ამერიკელებს ამ გზით? უამრავი და მარტო კონკრეტული ტერორისტები არა, ტერორისტთა ბაზები აქვთ განადგურებული. ბრიტანეთსაც ძლიერი დაზვერვა ჰყავს, ამერიკას თუ რაიმე თანამედროვე სადაზვერვო ტექნოლოგია აქვს, ბრიტანეთს ყველაფერი გადასცა.

– ეს სკანდალური განცხადება იყო იმის მთავარი მიზეზი, რის გამოც, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არ ჩავდის ბუჩაში, როდესაც ის ამ იავარქმნილ ქალაქში უკრაინის რადას თავმჯდომარემ, რუსლან სტეფანჩუკმა მიიწვია. უნდა ჩასულიყო თუ არა შალვა პაპუაშვილი ბუჩაში?

– კი, უნდა ჩასულიყო. მთელი ევროკავშირისა და სხვა და სხვა ქვეყნების ლიდერები ჩავიდნენ, ევროპაში ყველაზე ნეიტრალური ქვეყნის, ავსტრიის კანცლერი ჩავიდა და რა დროს წყენა იყო? მით უფრო, თუ ნაწყენია, უნდა ჩასულიყო და ამით დაეფიქსირებინა, რომ ნაწყენი ვარ, მაგრამ ამ ტრაგედიის დროს, თქვენს გვერდში ვდგევარო. უკრაინის რადას თავმჯდომარისთვის, სხვა უკრაინელი პოლიტიკოსებისთვისაც ეთქვა ეს, დაყვედრებით არა, მაგრამ დიპლომატიურად, მინიშნებით. ეს ჩვენთვის იქნებოდა პერსპექტივაში მომგებიანი, თორემ პაპუაშვილის ჩაუსვლელობით უკრაინას არაფერი დაკლებია.

– ზელენსკიმ განაცხადა, ევროკავშირის წევრი ერთ–ერთი ქვეყნის პოლიტიკოსმა მომთხოვა მტკიცებულებები, რომ რაც ბუჩაში მოხდა, ეს მართლა რუსების ჩადენილია და ეს ყველაფერი დადგმული არ იყო. მოგვიანებით გაირკვა, რომ ის პოლიტიკოსი უნგრეთის პრემიერი, ვიქტორ ორბანი იყო. ამის მერე, პოლონეთის ვიცე–პრემიერმა, იაროსლავ კაჩინსკიმ ორბანს ურჩია, ოფთალმოლოგთან მისულიყო. რა ხდება? ორბანი ორ სკამზე ჯდომას ცდილობს? ერთდროულად, ევროკავშირისა და რუსეთის ერთგულება უნდა?

– ორბანმა უნგრეთში არჩევნები მოიგო 3 აპრილს და ზუსტად იმით, რომ რუსულ გაზზე უარს არ ამბობს, ომში არ ერევა და ცდილობს, მაქსიმალურად ნეიტრალური იყოს.ხალხმა ამის გამო დაუჭირა მხარი. რა ვიცი, უნგრელებს ისტორიული მეხსიერება არ გააჩნიათ? 1956 წელს, უნგრეთში რომ სახალხო აჯანყება მოხდა კომუნისტური მმართველობის დროს, რა დღეში ჩააგდეს უნგრეთში შეყვანილმა საბჭოთა ჯარებმა? სისხლში ჩაახშეს აჯანყება, ბუდაპეშტში ტანკებით გადაუარეს მშვიდობიან პროტესტანტებს. 2500 უნგრელი ჯარისკაცი დაიღუპა რუსეთის ჯართან ბრძოლაში, აჯანყების მოთავეები დახვრიტეს, ახალი, რევოლუციური მთავრობის თავმჯდომარე, იმრე ნადი დახვრიტეს. 200 000 უნგრელი კი ემიგრაციაში წავიდა. ამის მერე, წესით, საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრის, რუსეთის მხარეს არ უნდა იყოს უნგრეთი. მეტიც, უნგრეთი დღეს ევროკავშირში  რუსეთის საწინააღმდეგო ქმედებების სათავეში უნდა იდგეს. თუმცა, რეალობა სხვაა და ის უნდა მივიღოთ. ვფიქრობ, ორბანი ცეცხლს ეთამაშება. მან არც უკრაინელი ლტოლვილები შეუშვა უნგრეთში. ორჯერ უკვე დასაჯეს უნგრეთი ორბანის გამო – ევროკავშირმა არ მისცა ის თანხა, რაც ეკუთვნოდა ამ გაერთიანების საერთო ყულაბიდან. კიდევ არ მისცემენ ფულს და არც კრედიტებს მისცემენ უნგრეთს ევროკავშირის ფინანსური სტრუქტურები. იმდენს უზამენ ბოლოს, დააჩოქებენ ორბანს. სხვა ბერკეტებიც აქვს ევროკავშირს, მაგრამ არ მივა მათ გამოყენებამდე საქმე.

თეგები: რუსეთ-უკრაინის ომისოსო ცინცაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025
“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია
ახალი ამბები

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია

14:37 07-09-2025
რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?
ახალი ამბები

რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?

23:03 07-08-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025

ბიზნესი

Flitt პირველი ფინტექ კომპანიაა საქართველოში, რომელმაც Visa-ს სრული PayFac სერტიფიკატი მიიღო – თიბისი
ახალი ამბები

Flitt პირველი ფინტექ კომპანიაა საქართველოში, რომელმაც Visa-ს სრული PayFac სერტიფიკატი მიიღო – თიბისი

17:09 08-01-2025
ელიაობა 2025 – დედოფლისწყაროს მთავარი სახალხო დღესასწაული თიბისისთან ერთად
ახალი ამბები

ელიაობა 2025 – დედოფლისწყაროს მთავარი სახალხო დღესასწაული თიბისისთან ერთად

16:33 07-31-2025
გონართროზი – სიმპტომები, დიაგნოსტიკა და მკურნალობა – ვინ მიეკუთვნება რისკ ჯგუფს?
ახალი ამბები

გონართროზი – სიმპტომები, დიაგნოსტიკა და მკურნალობა – ვინ მიეკუთვნება რისკ ჯგუფს?

15:42 07-31-2025
თიბისის Crash კურსები გოგონებისთვის: განათლების პლატფორმა სტუდენტებისთვის
ახალი ამბები

თიბისის Crash კურსები გოგონებისთვის: განათლების პლატფორმა სტუდენტებისთვის

15:02 07-31-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved