• რეკლამა
  • კონტაქტი
19:13, შაბათი, 21 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ძალიან დიდი ხანია ისე მწარედ არ მიტირია, გული დამეფლითა…” – ლიკა ბასილაია

ალია ავტორი - ალია
15:06 07-27-2023
- ახალი ამბები, სხვადასხვა
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
480
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი, ლიკა ბასილაია–შავგულიძე:
ეს არის ძალიან რთული ასახსნელი, რას ვგრძნობ ახლაც ძაღლის მიმართ, რომელიც ამას წინათ შევიფარე და, რომელიც შემდგომ ერთ კვირაში გავასხვისე. ძალიან დიდი ხანია ისე მწარედ არ მიტირია, როგორც გუშინწინ, როდესაც მანქანა, რომლითაც ჩემი ბაქსი მიჰყავდათ და, საიდანაც ბაქსის გრძელ ყურებს კიდევ რამდენიმე წამი ბოლოჯერ ვხედავდი თანდათან ქრებოდა ოქროსფერი მინდვრების ჰორიზონტიდან.
მე და ბაქსიმ, რომელიც გერმანული ნაგაზი აღმოჩნდა, ერთმანეთი ვიპოვეთ ნაგავსაყრელზე. მეზობელს ვკითხე ვინაა ეს ძაღლი-თქო, გაძვალტყავებული, მაგრამ უცხოდ ლამაზი, არ ჰგავდა არც ერთ მოხეტიალე ძაღლს, რომლებიც ჯოგებად დაბოდიალობენ ასურეთის გზებზე და ყოველ ჯერზე გეშინია, ვინმემ არ გაიტანოს და ამის გამო სულ სტრესში ხარ. “ეს ძაღლი მანქანიდან გადმოაგდეს”, – მითხრა მეზობელმა. რას ვიგრძნობდი იმ წუთას, ხომ წარმოგიდგენიათ… ან რას ვუსურვებ იმ არაადამიანს, ვინც ეს გააკეთა…
სახლისკენ წავედი და წამომყვა.. ვაჭამე, არ მივფერებივარ, მაგრამ თვითონ მომელაქუცა ფეხზე და შიშით სავსე თაფლისფერი თვალებით მაჩერდებოდა, არ ვიცოდი ვინ იყო, რამე ხომ არ სჭირდა, რა შეიძლება მომხდარიყო… ჩემს ლაბრადორ ლოლკაზე მეორე დღიდანვე დაიწყო ეჭვიანობა. ერთად ვასეირნებდი ორივეს, ლოლი ჩემთან ოთახში იძინებდა, ეს კი – აივანზე. მოკლედ საბოლოოდ ეს ძაღლი, რასაც ჰქვია გულში ჩავიკარი მისი ისტერიულობის გამო, პირდაპირ მოითხოვდა ჩემგან და ნიკუშასგან შემიყვარეთო! ოღონდ ღრენაც იცის ვინმე თუ არ მოეწონება, ან რა გასაკვირია მისი ცხოვრების გამო რომ წინასწარ თავს იცავს და ადამიანებს არ ენდობა ადვილად. როცა ერთმა არაჩვეულებრივმა ბიჭმა, რომელმაც ინტერნეტით მომწერა, სწორედ ასეთ ძაღლზე ვოცნებობდი მთელი ცხოვრებაო, დამირეკა, მოვდივარ წასაყვანადო, წამომივიდა ცრემლები. რა იყო ეს ახლაც კარგად ვერ ვაცნობიერებ. რა, დაჩაგრულები მიყვარს და იმიტომ? თუ ამ ძაღლში იყო ისეთი რამ, რამაც ასე დამანგრია.. ბაქსი არ ჯდებოდა მანქანაში, რომლითაც უნდა წაეყვანათ… და ეს უნდა გამეთვალისწინებინა, ის ხომ მანქანიდან ჩამოაგდეს.. ბოლოს მე ჩავჯექი და მენდო, ამოვიდა, დამიჯდა გვერდით და წავედით… 500 მეტრში გავაჩერებინე, უცებ გადავედი, მოვაჯახუნე კარი და გული დამეფლითა. ვტიროდი იმაზე, რომ ძაღლები ასეთ დღეში არიან ამ ქვეყანაში, რომ ადამიანებს, ვისაც მანქანის და ბენზინის ფული აქვთ შეუძლიათ ცოცხალი არსებაასე დაუსჯელად მოისროლონ ნაგავსაყრელზე, რომ არ მაქვს საშუალება 3 ცხოველი ვარჩინო, რომ ეს ქვეყანა ვერა და ვერ დაემსგავსა ევროპას დაჩაგრულის მიმართ ემპათიით, მოკლედ ბევრი რამის გამო, მაგრამ ის ბიჭი, Beqa Werediani სულ სხვა ისტორიაა… იცოდა ყველაფერი ბაქსიზე სანამ ამოაკითხავდა. თავიდან ბექას საშიშად დაუყეფა, მაგრამ ეს ახალგაზრდა კაცი მოთმინებით ცდილობდა მასთან “კონტაქტზე გასვლას”, საჭმლის თითო თითო მარცვალს აძლევდა, ტკბილად და მშვიდად ელაპარაკებოდა და არ შეუშინდა სადღაც ქუჩაში ნაპოვნი ძაღლის სახლში ბავშვებთან წაყვანას, გარისკა სიყვარულის გამო❤️. კიდევ უნდა ითქვას, რომ მწერდნენ ბათუმიდან, რუსთავიდან, თბილისიდან. ბაქსიზე დიდი კონკურენცია გაჩაღდა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ბევრი არ იქნებოდა ისეთივე მომთმენი ამ საწყალი ძაღლის მიმართ, დანებდებოდნენ რომ დაეყეფა და შეეღრინა, ასე მგონია.
პ.ს. მანქანაში თურმე გული აერია, არ ვიცი სტრესის გამო, თუ მგზავრობა ვერ აიტანა. ახლა ვიცი რომ კარგადაა, მე ბექას ვწერ ყოველდღე, ნუ ნერვიულობო და ბაქსის ვიდეოებს მიგზავნის.
თეგები: ლიკა ბასილაია–შავგულიძეოთხფეხა მეგობრები

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved