• რეკლამა
  • კონტაქტი
03:10, ორშაბათი, 7 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ძალიან ახლობელმა ადამიანმა მიღალატა, ნამეტანი იაფად გამყიდა…” – ზურაბ შევარდნაძე

ალია ავტორი - ალია
00:53 09-01-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
62

“გარდენია შევარდნაძის” მფლობელი, ზურაბ შევარდნაძე, წერს:

“ახლობელმა, ძალიან ახლობელმა ადამიანმა მიღალატა, ნამეტანი იაფად გამყიდა, ორი დღის წინ შევიტყვე და უსაშველოდ ვიდარდე, ვერ დავიძინე. კიდევ ერთხელ გავწბილდი.

ერთი ძველი ამბავი გამახსენდა და გადავწყვიტე მოგიყვეთ. მაშინ ოცი წლის ვიყავი, ახლა ორმოცის ვარ, ამ ოცი წლის მანძილზე ბევრი შემეშალა ალბათ მაგრამ ღალატით, ღმერთია მოწამე არვისთვის მიღალატია.

სტუდენტი ვიყავი, გაეროს ელჩად ქალბატონი ჰაიდი ტალიავინი დაინიშნა, თბილისში ჩამობრძანდა, კერძო სახლი დაიქირავა ვერაზე და თავისი დროებითი საცხოვრებლის ბაღის მოწესრიგება და მოვლა ჩემს ნაცნობ ქალბატონ ცისანას სთხოვა. ცისანაც იმ დროისათვის არნახული ხელფასის საფასურად უვლიდა ბაღს. მძიმე და საკაცო საქმეებში დამიხმარდა ხოლმე, დღიურად მიხდიდა თავისი ხელფასიდან 20 ლარს. ყველა კმაყოფილი ვიყავით.

ბაღში მუშაობისას რამდენჯერმე გამომელაპარაკა ქალბატონი, დაინტერესდა სად ვსწავლობდი, რითი ვცხოვრობდი და რა ინტერესები მქონდა. რამდენჯერმე ყურადღებაც გამოიჩინა, ძვირფასი, ბოტანიკური ალბომიც ჩამომიტანა საჩუქრად. მოსწონდა მშობლიურ, გერმანულ ენაზე რომ ვპასუხობდი მის შეკითხვებს. ერთ დღეს საუზმეზე მიმიპატიჟა, შემაქო, მითხრა რომ ერთი სიამოვნებაა როცა ხედავს როგორ გულიანად და სიყვარულით ვშრომობ და ვეხმარები ცისანას. ამიხსნა, რომ მას ერჩივნა თუ ბაღის მოვლას მე გადავიბარებდი, ცისანას დაითხოვდა და ჩემთვის აქამდე არგაგონილ და არნახულ ცისანას ხელფასს მე დამინიშნავდა. დაუფიქრებლად უარი ვუთხარი..

გაიკვირვა და უარის მიზეზი გამომკითხა. ვუპასუხე, რომ მისიის დასრულების შემდეგ, თითონ წაბრძანდებოდა სამშობლოში, ჩვენ კი ერთად უნდა ვიცხოვროთ ამ ქვეყანაში სულ. შევატყვე ესიამოვნა. მითხრა, რომ დღეიდან შენც იგივე ხელფასი გექნება რაც ცისანას და დამავალა მასთან ერთად მეზრუნა ბაღზე.

ხუთი წელი ვიმუშავეთ ცისანამ და მე მხარდამხარ, ავაყვავეთ იქაურობა. დიდი შვება იყო მაშინ, ბევრი რამ შევძელი მიღებული ხელფასით. ქალბატონი ტალიავინის გამგზავრებიდან სამ თვეში მოზრდილი საქაღალდე მივიღე ფოსტით. გერმანული ჟურნალისთვის ინტერვიუ მიუცია, საქართველოზე და ქართველებზე შეყვარებული ქალის, მეტად ემოციური ტექსტი ქართველი, ახალგაზრდა მებაღის სიტყვებით იწყებოდა “თქვენი წაბრძანების შემდეგ, ჩვენ ერთად უნდა ვიცხოვროთ ამ ქვეყანაში სულ…”ხშირად როცა გაწბილებული ვრჩები მახსენდება ცისანა, ქალბატონი ტალიავინი, ეს ამბავი, ჩემი გამზრდელი ბებიაც მახსენდება რატომღაც და მომწონს თავი..

#გარდენიასისტორიები“

თეგები: გარდენიე შევარდნაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved