ანალიტიკოსი, ნიკოლოზ ლოლაძე:
“”?? უკრაინის ამბები ?? Ukraine News for Georgia
?? მაინც, რომ არ გამოგვეპაროს – ყველა კარგ ამბავს ახლა ოქროს ფასი აქვს. უკრაინელებმა წუხელ მარიუპოლი დაბომბეს, მინიმუმ ათი რაკეტით და ორ ადგილას ძალიან აეწვათ რუსებს, ყმუიან ტელეგრამში. მარიუპოლი ფრონტის ხაზიდან 90-100 კილომეტრშია და ბოლო თვეებში იქ სიწყნარე იყო. ანუ, სავარაუდოდ, ??აშშ-ს მიერ ახალმოწოდებული 150-კილომეტრიანი GLSDB რაკეტები გამოიყენეს უკრაინელებმა, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსები ახლა რამე შეტევაზე კი არა, იმაზე ფიქრობენ მთელი ფრონტის ხაზის გასწვრივ თუ რამე საწყობი ან ბაზა აქვთ, ჯერ 150 კილომეტრით როგორ დააშორონ ფრონტს და მერე ამ მანძილიდან რა მანქანებით მოამარაგონ საკუთარი ჯარი. ვერა, ვეღარ ეღირსება პრიგოჟინი ვეღარც ჭურვებს, ვეღარც ტყვიებს და ვეღარც სასანგრე ნიჩბებს. кувалдой гребите, кувалдой…”
კომენტარები