• რეკლამა
  • კონტაქტი
17:50, შაბათი, 18 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ძალადობას არ შევეგუებით და დამსხვრეული ოცნებების პარტიას ვაფრთხილებ, თუ ასე აპირებენ არჩევნების ჩატარებას, მიიღებენ უმკაცრეს პასუხს ჩვენგან“ – გიორგი ვაშაძე

ალია ავტორი - ალია
14:23 09-10-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
34

 „სტრატეგია აღმაშენებლის“ ახალგაზრდა მხარდამჭერებს ვარკეთილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიასთან უცხო პირები დაესხნენ თავს დაესხნენ, მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა და ფიზიკურადაც გაუსწორდნენ. პოლიტიკური მოძრაობის ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, მმართველი გუნდი წინასაარჩევნოდ მიზანმიმართულად ცდილობს მათ მხარდამჭერებზე იძალადოს.

„თავდასხმა მოხდა ჩვენს ახალგაზრდა მხარდამჭერებზე, რომლებიც აგროვებდნენ ხელმოწერებს საბანკო სესხების პროცენტრის განახევრებასთან დაკავშირებით. კალაძემ და მერიის წარმომადგენლებმა ათობით ათასი ლარის ჯარიმა უკვე გამოუწერეს ჩვენს ახალგაზრდებს, ესეც სრულიად უკანონოდ. ამ ქმედებამ ვერ გაჭრა და როგორც ჩანს, მათ გადაწყვიტეს დააორგანიზონ ფიზიკური თავდასხმა ჩვენს მოხალისეებზე. ჩვენს ხელთ არსებულ ვიდეომასალაში ძალიან კარგად ჩანს, თუ როგორ არ აპირებდა პოლიცია თავდამსხმელების დაკავებას, ასევე კარგად ჩანს თუ როგორ მივიდნენ თავდამსხმელები ჩვენს სარეკლამო ბანერთან და ფიზიკური და სიტყვიერი შეურაწყოფა მიაყენეს ახალგაზრდებს, – აცხადებს გიორგი ვაშაძე და მიაჩნია, რომ ეს არის აბსოლუტურად უკანონო ქმედება, რომელიც კარგად მიუთითებს თუ რა ტიპის არჩევნების ჩატარებას გეგმავს დამსხვრეული ოცნებების პარტია.

„მე მინდა პირდაპირ ვუთხრა მათ, ამ მართლაც დამსხვრეულ ოცნებას არ გაგივათ ხალხნო, თქვენი არავის არ ეშინია. მოვითხოვთ დაუყოვნებლივ რეაგირებას ამ საკითხებთან დაკავშირებით. ყველა დეტალი არის დაფიქსირებული ვიდეომასალაში, ყველა დეტალი არის დაფიქსირებული ჩვენს მოქმედებებში. კადრებში კარგად ჩანს, თუ რამდენი ხანი ითხოვდნენ ამ ადამიანის დაკავებას ის ახალგაზრდები, რომლებიც იქ იყვნენ და რამდენი ხნის განმავლობაში ვერ წყვეტდა პოლიცია დაეკავებინათ თუ არა ის. როგორც ჩანს გარკვეული ზარები ხორციელდებოდა პოლიციის წარმომადგენლებთან, რომ არ მომხდარიყო ამ ადამიანების დაკავება. ეს არის დაუშვებელი, ჩვენ არ ვაპირებთ ძალადობას შევეგუოთ ამ არჩევნების პერიოდში და კიდევ ერთხელ ვაფრთხილებ დამსხვრეული ოცნებების პარტიას: თუ თქვენ ასე აპირებთ არჩევნების ჩატარებას, მიიღებთ ძალიან მკაცრ პასუხს ჩვენგან,“ – მიმართავს ვაშაძე მოქმედ მთავრობას და დამნაშავეების უმკაცრესად დასჯას ითხოვს. ამასთან, აცხადებს, რომ ქვეყანაში პოლიტიკურ პარტიებზე ძალადობის ფაქტებმა იმატა.

„მოვითხოვთ, ხელი არ წაგიცდეთ ჩვენს ახალგაზრდებზე და შეეშვით ძალადობას. ქვეყანაში ასე უკანონოდ პარპაშის დრო გეწურებათ, დაგრჩათ სულ რაღაც, ორ თვეზე ნაკლები. მესმის, რომ თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ბანკების ინტერესების ლობირება, მესმის რომ არ გინდათ ხალხს რეალურად აუხსნათ, თუ რატომ იხდის დღეს პენსიონერი უსამართლოდ მაღალ 36%-ს სამომხმარებლო სესხში. მესმის, რომ თქვენ არ გინდათ აუხსნათ ქართულ ბიზნეს თუ რატომ არ ეხმარებით ამ უმძიმესი კრიზისის დროს და გინდათ, რომ ასეთი თავდასხმებით შეაშინოთ ჩვენი ახალგაზრდა მხარდამჭერები. თქვენი არავის ეშინია და ეს არ გაგივათ. კიდევ ერთხელ გაფრთხილებთ, რომ გვაქვს უმკაცრესი რეაგირება, მონიტორინგზე გვყავს ეს თქვენი უკანონო ქმედებები აყვანილი, საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს დეტალურად მივაწოდებთ ინფორმაციას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და ამ საქმეს მივყვებით ბოლომდე. რა ძალაც არ უნდა დაგვიპირისპიროთ ჩვენ ძალადობაში არ აგყვებით, მშვიდობიანად გაგისტუმრებთ ხელისუფლებიდან, რადგან თქვენ ხართ ის ძალა, რომელმაც სიღარიბისთვის, გაჭირვებისთვის, ძალადობისთვის და კრიმინალისთის გაწირა ეს ქვეყანა. კორუმპირებულები ხართ და ერთადერთი ინტერესი გაგაჩნიათ: დაიცვათ საკუთარი ჯიბე. ეს აღარ გაგიგავთ, ვიბრძოლებთ ბოლომდე და პრინციპულად ყველა უსამართლობას გავაპროტესტებთ, რაც დღეს ქვეყანაშია, ეს ყველაფერი აღმშენებლობის იდეის გამარჯვებით დასრულდება,“ -განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

თეგები: გიორგი ვაშაძესტრატეგია აღმაშენებელი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

Euromoney-მ თიბისი კაპიტალი საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა
ახალი ამბები

Euromoney-მ თიბისი კაპიტალი საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა

16:22 07-17-2026
განსაკუთრებული შეთავაზება თიბისი კონცეპტ Visa Signature სამოგზაურო ბარათის მფლობელებისთვის – მიიღეთ შანსი იმოგზაუროთ Disneyland-ში
ახალი ამბები

განსაკუთრებული შეთავაზება თიბისი კონცეპტ Visa Signature სამოგზაურო ბარათის მფლობელებისთვის – მიიღეთ შანსი იმოგზაუროთ Disneyland-ში

16:00 07-17-2026
ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!

11:46 07-17-2026
მწერებისგან დამცავი ბადე
ახალი ამბები

ფარული ფინანსური ბომბები და ლაიფჰაკები – მწერებისგან დამცავი ბადის სრული გზამკვლევი

14:38 07-16-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved