• რეკლამა
  • კონტაქტი
16:59, შაბათი, 11 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ძალა ერთობაში რომაა, ჩვენი სასამართლო დარბაზიც ადასტურებს” – რა მოხდა მწარიაშვილის 8 საათიანი, დასკვნითი სიტყვის ბოლოს?

ალია ავტორი - ალია
21:26 08-01-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
637
მზია ამაღლობელის ადვოკატი ასრულებს რვასაათიან დასკვნით სიტყვას:
“ვლაპარაკობთ უამრავ რამეზე და ყურადღების მიღმა გვრჩება თავად მზია ამაღლობელი. მზია ამაღლობელი არ არის მხოლოდ ფიზიკური პირი, არც მხოლოდ მისი საქმეები, რაზეც გესაუბრეთ. მინდოდა დაგენახათ, რომ მზია ამაღლობელი არის მოქალაქე და სწორედ ასეთი მოქალაქეები არიან დისკომფორტულნი ყველა ხელისუფლებისთვის. ეს, მაინც და მაინც, არა იმიტომ, რომ ეს ხელისუფლება მოსწონს არ მოსწონს – ყველა ხელისუფლებისთვის დისკომფორტულია ასეთი მოქალაქეები, ეს არის ჩვენი არსბეობის ანა-ბანა, სამწუხაროდ, და ასეთი მოქალაქეა მზია ამაღლობელი.
ბრალდებამ წინა სხდომაზე მოითხოვა მზია ამაღლობელის მსჯავრდება და რატომ დავუთმე ამდენი ყურადღება იმას, რა არ გააკეთა ბრალდებამ – ბრალდებამ არ იგრძნო არავითარი პასუხსიმგებლობა, არ გრძნობენ ამ ადამიანის წინაშე არავითარ პასუხსიმგებლობას, რომ აბრალებენ არარეთ იმ ქმედებას, რომელიც არ ჩაუდენია ამ ადამიანს.
მზია ამაღლობელის საქმე არის სარკე, როგორ იყენებს ძალაუფლებას ხელისუფლება ბოროტად. ამ საქმეში როგორც კი ჩაიხედავ, სარკესავით დაინახავ, როგორ იყენებს ძალაუფლებას ბოროტად ხელისუფელება. როგორ არ ასრულებს ბრალდება ფუნქციას, დაინახავ, როგორც ცდილობს ბრალდება მსხვერპლი მოძალადედ წარმოაჩინოს, ხოლო მოძალადე მსხვერპლად. იმიტომ, რომ ეს პოლიტიკური ბრძოლის იარაღია და მომგებიანია. აი, ეს საქმე ამას აჩვენებს.
მე არ ვარ არც იმ ასაკში, არც იმ გამოცდილებით, რომ რამე მოგიწოდოთ, დარმწუნებული ვარ ყველა მოსამართლემ იცის მისი როლი, ადგილი და პასუხისმგებლობა საზოგადოებაში. არის საქმეები, რომელიც დღევანდელი გადასახედიდან სხვანაირად ჩანს და ხვალ გაცილებით მძიმედ ჩანს.
დღეს მე მისმენთ, შემდეგ თქვენ მოგისმენთ მზია ამაღლობელი, მაგრამ ამის მერე ბევრი წელი, ბევრი წელი მთელი საქართველო მოისმენს თქვენს განაჩენს, ამაში დარწმუნებული იყავით – არის საქმეები, 20 წელი გავიდა თიტქმის და არ ჩამოდის ამ საქმეების აქტუალურობა და ყოველთვის თაობები ისაუბრებენ ამ საქმეებზე. ეს საქმე იქნება ასეთი საქმე, რომელზეც თაობები ისაუბრებენ მრავალი წლის განმავლობაში.
ერთი ფარზით მინდა დავამთავრო, რომელიც აჯამებს ჩვენს პროცესზე დაკსვნით სიტყვას: მზია ამაღლობელის გაწნული სილა, ქალბატონო მოსამართლე, არ იყო არც ხმამაღალი და არც დანაშაული, ერთსაც გატყუებთ ბრალდება და მეორესაც, და ძალიან არ მინდა, რომ სასამართლომ იგივე გაიმეოროს”.
სიტყვის დასრულებას დარბაზი ერთსულოვანი, მქუხარე და ხანგრძლივი აპლოდისმენტებით პასუხობს, რასაც სახელაშვილის გაღიზიანება მოსდევს.
…
ძალა ერთობაში რომაა, ჩვენი სასამართლო დარბაზიც ადასტურებს 
მწარიაშვილის შესანიშნავი სიტყვის შემდეგ ერთობლივი, მქუხარე და ხანგრძლივი ტაში ატყდა.
მარტომ მე რომ ამეტეხა, ხო გამისროდა სახელაშვილი გარეთ ბურთივით. ახლა კი მოუწია ბოლომდე მოსმენა
…
მაია მწარიაშვილის დასკვნითი სიტყვა, რომელიც მერვე საათია გრძელდება ბათუმის საქალაქო სასამართლოში, იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებმა უნდა ისწავლონ. მთელი თავისი დეტალიზაციით, ტექნიკით, სტრატეგიით და ტაქტიკით.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?
ახალი ამბები

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?

21:28 04-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:35 04-08-2026
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ახალი ამბები

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო

14:12 04-07-2026
ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?
ახალი ამბები

ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?

17:52 04-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved