„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, დღეს დილით დუშეთში შუახნის ქალის ცხედარი იპოვეს. ის რადიოსადგურის დასახლებასთან, წყლის თხრილში ნახეს.
58 წლის ქალი ერთ-ერთ ფერმაში მწყემსად მუშაობდა. როგორც ადგილობრივებმა გვაცნობეს, მას ორი დღე ეძებდნენ, დღეს კი ამ ადგილას გარდაცვლილი იპოვეს.
ერთ-ერთი ვერსიით, ქალი სავარაუდოდ გაიყინა. გარეგნული დათვალიერებით ცხედარს დაზიანებები არ აღენიშნება. ცხედარს ექსპერტიზა უტარდება.
კომენტარები