რუსეთის დუმის ლიდერი ვიაჩესლავ ვოლოდინი რუსეთში მაკდონალდსის რესტორნების დახურვას ეხმიანება:
მერე რა [რომ დაიხურა მაკდონალდსი]? დახურონ, უკვე ხვალ მაგ ადგილზე “ძია ვანიასთან” გავხსნით. სამუშაო ადგილები უნდა იყოს შენარჩუნებული – ამბობს ვოლოდინი.
ცნობისთვის, „მაკდონალდსი“ რუსეთში საქმიანობას აჩერებს და ყველა რესტორანს დროებით ხურავს. კომპანია რუსეთში 850 რესტორანს ფლობს.
„კონფლიქტი უკრაინაში და ჰუმანიტარული კრიზისი ევროპაში წარმოუდგენელ ტანჯვას აყენებს უდანაშაულო ადამიანებს. ჩვენ ვუერთდებით მთელ მსოფლიოს აგრესიისა და ძალადობის დაგმობაში და ვლოცულობთ მშვიდობისთვის“, – ნათქვამია „მაკდონალდსის“ აღმასრულებელი დირექტორის, კრის კემპჩინსკის განცხადებაში.
კომენტარები