• რეკლამა
  • კონტაქტი
14:07, კვირა, 9 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

დუმაში განიხილავენ კანონპროექტს, რომლის თანახმადაც რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესრულება სისხლის სამართლის კოდექსით და 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთით დაისჯება

ალია ავტორი - ალია
11:23 04-05-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
93

დუმაში შევიდა კანონპროექტი, რომელიც რუსეთის ტერიტორიაზე საგარეო სანქციების აღსრულებისთვის 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ამის შესახებ BBC წერს.

დუმის ვებგვერდის ცნობით, ინიციატივა წარმოადგინა სახელმწიფო მშენებლობისა და კანონმდებლობის კომიტეტის თავმჯდომარემ პაველ კრაშენინიკოვმა “დეპუტატთა და სენატორების ჯგუფთან ერთად”.

პარლამენტარები თავაზობენ შეიცვალოს სისხლის სამართლის კოდექსის მუხლში უფლებამოსილების გადამეტების შესახებ ნაწილი (რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 201-ე მუხლის მე-2 ნაწილი) და დაწესდეს სასჯელი “ჩადენილი ქმედებისთვის, აღასრულოს უცხო სახელმწიფოს გადაწყვეტილება რუსეთის წინააღმდეგ შემაკავებელი ზომების შემოღების შესახებ”.

სასჯელი მოიცავს ჯარიმას 1 მილიონ რუბლამდე, იძულებით შრომას ხუთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთას 10 წლამდე, ასევე გარკვეული თანამდებობების დაკავების აკრძალვას სამ წლამდე.

“ცხადია, საგარეო სანქციების ერთ-ერთი მიზანია რუსეთის საშინაო ეკონომიკის დესტაბილიზაცია. ქვეყნის შიგნით ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების თავიდან ასაცილებლად, ჩვენ ვთავაზობთ რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებას”, – განაცხადა კრაშენინიკოვმა ინიციატივაზე.

“ერთიანი რუსეთის” გენერალური საბჭოს მდივანმა ანდრეი ტურჩაკმა წამოაყენა წინადადება რუსეთის ტერიტორიაზე სანქციების დაცვისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაწესების შესახებ.

მისი თქმით, ზოგიერთი კომპანია უარს ამბობს სანქციების ქვეშ მოქცეულ ბანკებთან და ბიზნესებთან მუშაობაზე, იმ საბაბით, რომ ისინი შესაძლოა თავადაც შეზღუდვების ქვეშ აღმოჩნდნენ. ეს, ტურჩაკის აზრით, შეიძლება ჩაითვალოს “ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებაში უშუალო თანამონაწილეობად”.

რუსული კომპანიებისა და ოფიციალური პირების წინააღმდეგ სანქციები 2014 წელს, ყირიმის ანექსიის შემდეგ დაიწყო. უკრაინასთან ომის დაწყების შემდეგ რუსეთმა გაუსწრო ირანს, სირიას და ჩრდილოეთ კორეას მის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების რაოდენობით.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
ახალი ამბები

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი

13:05 08-06-2026
თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ახალი ამბები

მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

12:55 08-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved