დრონებით თავდასხმის შემდეგ რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, რიაზანში ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა იწვის, რომელიც რუსულ ძალებს საავიაციო და დიზელის საწვავით ამარაგებს.
რიაზანის საწარმო „როსნეფტის“ შემადგენლობაში შედის და რუსეთში ერთ-ერთი უდიდესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაა.
ასევე, „ტელეგრამ“ არხების ცნობით, სავარაუდოდ, რიაზანში, Wildberries-ის ლოჯისტიკური ცენტრიც იწვის.











კომენტარები