რუსულ ტელეარხ რბკ-ზე რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა რუსლან პუხოვმა, რომელსაც ეგონა, რომ ეთერს გარეთ საუბრობდა, გადაცემის წამყვანებს უთხრა, რომ დრონები, რომლებიც უკრაინაში გამოიყენება, მართლაც ირანიდან არის მიღებული, მაგრამ ხელისუფლება ამას მალავს, ამიტომ ინტერვიუს დროს ამ საკითხზე ზედმეტი შეკითხვების დასმისგან თავი უნდა შეიკავონ.
” ძალიან მინდა გთხოვოთ, რომ ამ ირანულ დრონებზე ზედმეტ შეკითხვებს ნუ დამისვამთ.
ეს ჟანრის კლასიკაა. ზოგჯერ რაღაცაზე ხმამაღლა არ უნდა ისაუბრო. ყველამ ვიცით, რომ ეს დრონები ირანულია, მაგრამ მთავრობა არ აღიარებს” – ამბობს პუხოვი ეთერში.
მისი ეს წამოცდენა პირდაპირ ეთერში მოხვდა, იქიდან კი სოციალურ ქსელებში.
წყარო – მთავარი არხი
კომენტარები