რუსეთის მთავრობამ დროებით ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალში მუდმივად მცხოვრები ორმაგი მოქალაქეებისთვის შიდა რუსული პასპორტების გაცემის პროცესი გაამარტივა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
ახალი წესდების მიხედვით, დროებით ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის მაცხოვრებლებს აღარ სჭირდებათ რუსეთში ჩასვლა პირველად რუსული პასპორტის მისაღებად, ან გასაახლებლად.
რუსული მედიის ცნობით, აღნიშნულ ტერიტორიებზე განლაგდებიან რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების დროებითი ჯგუფები, რომლებიც მოაგვარებენ რუსული პასპორტების გაცემასთან ან განახლებასთან დაკავშირებულ ყველა საკითხს.














კომენტარები