• რეკლამა
  • კონტაქტი
15:55, კვირა, 11 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

დროებით ოკუპირებულ ოლეშკიში ადამიანები შიმშილობენ, ამ ტანჯვას კონკრეტული დამნაშავე ჰყავს – სიბიჰა

ალია ავტორი - ალია
16:26 09-26-2026
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
156

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიჰა ხერსონის ოლქის ქალაქ, დროებით ოკუპირებულ ოლეშკში არსებულ მძიმე ვითარებასა და ჰუმანიტარულ კატასტროფაზე საუბრობს და საერთაშორისო საზოგადოებას აქტიურობას სთხოვს.

სიბიჰას ინფორმაციით, ოლეშკიში ადამიანებს, მათ შორის ბავშვებს საჭმელი აღარ აქვთ და შიმშილობენ. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრიის ცნობითვე, სულ უფრო მიუწვდომელი ხდება მედიკამენტები, სუფთა წყალი, ელექტროენერგია და სამედიცინო დახმარება.

“ამ ტანჯვას კონკრეტული მიზეზი და კონკრეტული დამნაშავე ჰყავს. რუსეთმა ეს კატასტროფა ოლეშკიში თავისი უკანონო ოკუპაციით მოიტანა” – წერს სიბიჰა.

“დროებით ოკუპირებულ ოლეშკიში ადამიანები შიმშილობენ. საჭმელი თითქმის აღარ დარჩა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ მშვიდობიანი მოქალაქეები იძულებულნი არიან ბალახითა და სარეველათი გადაირჩინონ თავი, ხოლო მედიკამენტები, სუფთა წყალი, ელექტროენერგია და სამედიცინო დახმარება სულ უფრო მიუწვდომელი ხდება. ამ პირობებში არიან ბავშვებიც. ამ ტანჯვას კონკრეტული მიზეზი და კონკრეტული დამნაშავე ჰყავს. რუსეთმა ეს კატასტროფა ოლეშკიში თავისი უკანონო ოკუპაციით მოიტანა და სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ამ ჰუმანიტარულ კატასტროფაზე, მის ყველა შედეგსა და უდანაშაულო მშვიდობიანი მოქალაქეების სიცოცხლის დაკარგვაზე.
საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა აამოქმედოს ყველა არსებული ინსტრუმენტი ოლეშკიში მყოფ ადამიანებამდე მისასვლელად, ჰუმანიტარული დახმარების მისაწოდებლად და მათი უსაფრთხო ევაკუაციის უზრუნველსაყოფად, ვისაც გამოსვლა სურს. გაერომ, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა და სხვა საერთაშორისო აქტორებმა უნდა გამოიყენონ თავიანთი მანდატები და არხები დაუყოვნებლივი და შეუფერხებელი ჰუმანიტარული წვდომის მისაღწევად.
მადლობელი ვარ ადამიანის უფლებათა კომისრის მაიკლ ო’ფლაერტის, ოლეშკიში არსებულ ვითარებაზე საერთაშორისო ყურადღების მიპყრობისთვის. ახლა ამ ყურადღებას ქმედებები უნდა მოჰყვეს. იქ მყოფი ადამიანები მხოლოდ შეშფოთების გამოხატვით ვერ გადარჩებიან. ჰუმანიტარული წვდომა და უსაფრთხო ევაკუაცია რეალობად უნდა იქცეს, რადგან ყოველ დღეს მნიშვნელობა აქვს” – წერს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის სააქციო შეთავაზებები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის სააქციო შეთავაზებები სპეციალურ ფასად!

00:00 10-10-2026
საქართველომ, საერთაშორისო საბანკო და რითეილ ფორუმს Fusion Georgia 2026-ს უმასპინძლა
ახალი ამბები

საქართველომ, საერთაშორისო საბანკო და რითეილ ფორუმს Fusion Georgia 2026-ს უმასპინძლა

16:47 10-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:49 10-09-2026
არქი გრანდ ავენიუ
ახალი ამბები

არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა

14:37 10-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved