• რეკლამა
  • კონტაქტი
07:44, პარასკევი, 10 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის მოქალაქეები გაიტაცეს

ალია ავტორი - ალია
15:01 04-26-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
119

დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში, რუსეთის ორი მოქალაქის გატაცებისა და მათგან განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხის გამოძალვის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა – ინფორმაციას “ეხო კავკაზა” ე.წ. გენერალური პროკურატურის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ. გენერალურ პროკურატურაში ამბობენ, რომ 14 აპრილის საღამოს რუსეთის მოქალაქე ლეონიდ შოკლერი სოხუმის სავაჭრო ცენტრ „სოხუმ-მარკეტის“ მიმდებარე პარკინგის ტერიტორიიდან თავისი სურვილის საწინააღმდეგოდ ჩასვეს Lexus GX-ის მარკის ავტომობილში და სოხუმის რაიონის სოფელ აჩადარაში გადაიყვანეს.

გავრცელებული ინფორმაციით, მასზე ფიზიკურად იძალადეს.

„2023 წლის 18 აპრილამდე ლეონიდ შოკლერი არაერთხელ იყო გადაყვანილი სხვადასხვა მისამართზე. ის დედისგან, 5 000 აშშ დოლარის ოდენობის გამოსასყიდის მიღების შემდეგ გაათავისუფლეს“, – ნათქვამია ე.წ. პროკურატურის განცხადებაში.

დეპარტამენტის ცნობით, ხუთი დღის შემდეგ, 19 აპრილს შუადღისას სოხუმში, შოკლერის დროებითი საცხოვრებელი ადგილიდან მისი მეგობარი ისმაილ შეიხი გაიტაცეს.

“მოტყუებით გატაცებული გალის რაიონის სოფელ ოქუმში გადაიყვანეს. მის მიმართ სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მიუხედავად, ისმაილ შეიხმა მოახერხა უკანონო დაკავების ადგილიდან გათავისუფლება და მომხდარის შესახებ პოლიციას შეატყობინა“, – ნათქვამია ანგარიშში.

22 აპრილს ამ დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილი ოკუპირებული აფხაზეთის ხუთი მცხოვრები დააკავეს. სოხუმის ე.წ. საქალაქო სასამართლომ მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა მიუსაჯა. 24 აპრილს დანაშაულის კიდევ ერთი სავარაუდო მონაწილე დააკავეს.

წყარო – მთავარი არხი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?
ახალი ამბები

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?

21:28 04-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:35 04-08-2026
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ახალი ამბები

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო

14:12 04-07-2026
ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?
ახალი ამბები

ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?

17:52 04-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved