• რეკლამა
  • კონტაქტი
02:47, შაბათი, 11 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“დროა, აღკვეთის ღონისძიება შეცვალოთ” – გამოძიებამ ორგანიზატორიც ვერ იპოვა და 11 პირი მაინც ციხეშია – რა მოხდა პროცესზე

ალია ავტორი - ალია
15:56 07-31-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
147

სინდისის 11 პატიმრების პროცესზე ადვოკატებმა აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის შეცვლის შუამდგომლობა დააყენეს.

ირაკლი ჩომახაშვილის თქმით, მთავარი გამომძიებლის, არსენ ხუნაშვილის ჩვენებამ დაადასტურა, რომ ამ საქმეში არ არსებობს ორგანიზატორი ან ხელმძღვანელი, შესაბამისად ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხის საფუძველიც აღარ არსებობს.

„დაცვის მხარის მოწმეებზე შეუძლებელია ბრალდებულებმა ზემოქმედება მოახდინონ და მით უმეტეს მე არც ერთი მოწმე არ მყავს წარმოდგენილი ამ საქმეზე, ეს იყო ბრალდების მხარის ნუსხა, რომელიც ჩვენც მივიჩნიეთ ჩვენს მტკიცებულებად და ამიტომ არ ვაპირებ მოწმის დაკითხვას სასამართლოში. მტკიცებულებების გამოკვლევის საფრთხე არის აბსოლუტურად ამოწურული.

ასევე, კუმულაციურად შეიცვალა ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე გამომძიებლის დაკითხვის შემდეგ, რომელმაც დეტალურად თქვა მობილურ ტელეფონთან დაკავშირებით, რომ ექსპერტიზას ელოდებოდა და მხოლოდ ეს განაპირობებდა პირდაპირ კონტაქტს ე.წ. ჯგუფის წევრებსა და ხელმძღვანელებს შორის და მეორე ყველაზე მნიშვნელოვანი, ესაა – დაუდგენელია ორგანიზატორები ამ სისხლის სამართლის საქმეზე.

გამომძიებელმა პირდაპირ თქვა, რომ ამ საქმეს არ ჰყავს ორგანიზატორი ან ხელმძღვანელი, რაც პირდაპირ, არათუ ჩემ მიერ წარმოდგენილი პრეცდენტებით, რომლითაც სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს, არამედ სხვა ყველა 225-ე მუხლის სისხლის სამართლის საქმეზე გადაწყვეტილების მიღების დროს სასამართლომ ცალსახად განმარტა, რომ თუ არ არიან დადგენილი ორგანიზატორები და ხელმძღვანელები, რომც არსებობდეს ასეთი რამ, ჩნდება გონივრული ეჭვი.

ჩვენ ვერ მოგთხოვთ, რომ წინასწარ შეაფასოთ და თქვათ, რომ ფაქტობრივი საფუძველი არ არსებობს აღკვეთის ღონისძიების გამოყენებისა, ეს არც იქნება სწორი, მაგრამ თქვენ ფაქტობრივი საფუძვლის შემცირება უნდა გამოიყენოთ ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხის შემცირების ნაწილში და თქვათ ასეთი რამ, რომ ვინაიდან არ დადასტურდა ის გარემოებები, რომელიც ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეს დაედებოდა საფუძვლად, ამიტომ ეს გადაწყვეტილება უნდა მიიღოთ ამ მიმართულებით.

…აღარ არსებობს აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გამოყენების საფუძველი. შეცვლით აღკვეთის ღონისძიებას თუ არ შეცვლით, ჩემი აზრით, უკვე დროა, 7 თვის მერე ეს მოცემულობა მიიღოთ მხედველობაში. ახლა უკვე დროა, აღკვეთის ღონისძიება შეცვალოთ, სამართლებრივადაც, მორალურადაც და ყველა მიმართულებით“, –  თქვა გიორგი ტერიშვილის ადვოკატმა ირაკლი ჩომახაშვილმა “პუბლიკას” მიხედვით.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?
ახალი ამბები

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?

21:28 04-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:35 04-08-2026
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ახალი ამბები

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო

14:12 04-07-2026
ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?
ახალი ამბები

ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?

17:52 04-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved