რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან ნიკა გვარამიას მეგობრები, ოჯახის წევრები, “მთავარი არხის” თანამშრომლები და სხვა კრიტიკული მედიების წარმომადგენლები იკრიბებიან. ნიკა გვარამია ციხეს გარკვეული იურიდიული პროცედურების გავლის შემდეგ დატოვებს. პროცედურა კი ასეთია – პრეზიდენტის ხელმოწერილი დოკუმენტი ჯერ სასჯელაღსრულების დაწესებულებას გადაეგზავნება, უწყება თავის დოკუმენტაციას მოამზადებს, შეატყობინებენ პატიმარს და ამის შემდეგ ის ციხეს დატოვებს.
ციხესთან უკვე იმყოფებიან ადვოკატები და ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობის წევრები – “დრო დასჭირდება წიგნების შესაგროვებლად” – ამბობს დიტო საძაგლიშვილი
კომენტარები