• რეკლამა
  • კონტაქტი
02:31, ხუთშაბათი, 18 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“დრამა ენმ-ის ირგვლივ ვერ შედგება” – ანა წითლიძე

ალია ავტორი - ალია
00:16 06-18-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
62

ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერი, ანა წითლიძე:

დრამა „ნაციონალური მოძრაობის“ ირგვლივ ვერ შედგება.

„ნაციონალური მოძრაობა“ დღეს ოპოზიციურ სპექტრში პრაქტიკულად ერთადერთი პარტიაა, სადაც ხელმძღვანელი პოზიციები კონკურენტული არჩევნებით იცვლება.

ეს პროცესი ხშირად ხმაურიანია, მაგრამ ვერც ერთ სხვა პარტიას ვერ დაასახელებთ, სადაც მსგავსი ტიპის რეალური შიდა არჩევნები ტარდება.

ეს არის შიდა დემოკრატია — შესაძლოა განვითარების სტადიაში, არასაკმარისი მაგრამ მაინც რეალური და ცოცხალი.

ის, რომ მიხეილ სააკაშვილი საჯაროდ აფიქსირებს საკუთარ პოზიციას და პარტიის მოქმედი თავმჯდომარე არ ეთანხმება, ესეც ნორმალური პოლიტიკური პროცესია.
სწორედ ასე ფუნქციონირებს ნებისმიერი ჯანსაღი ორგანიზაცია.

“ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობა არასოდეს ყოფილა პრივილეგია — ეს არის მძიმე პასუხისმგებლობა.

2012 წლიდან დღემდე ყველა თავმჯდომარის პერიოდი გამოვიარე: ვიღაცამ ვერ გაუძლო ამ ტვირთს, ვიღაცამ სხვა გზა აირჩია, ვიღაცამ კი ღირსეულად ატარა ეს პასუხისმგებლობა.

ეს ბუნებრივი პოლიტიკური ციკლია.

ამ პარტიაში არც ერთი თანამდებობა არ არის სამუდამო.
პარტიაში, ყველა უფლებამოსილ პირს 8 ივლისს ეწურება უფლებამოსილება და ამომრჩეველი გადაწყვეტს ვის ანდოს შემდეგი ორი წელი მანდატი.

ვადის ამოწურვა და გადადგომა არ არის ტრაგედია ან კრიზისი — ეს დემოკრატიის ნორმალური მუშაობაა.

პოლიტიკურ სისტემაში, სადაც ცვლილება კატასტროფად აღიქმება, რეალური დემოკრატია ვერ ჩამოყალიბდება.

ამიტომ მიკვირს განსაკუთრებით პოლიტიკოსების ვისაც ეს ტრაგედია ჰგონიათ.

თუ დღეს ამ სტანდარტს ოპოზიციაში ყოფნისას ვერ დავამკვიდრებთ, ხვალ ხელისუფლებაში მას ვერ შევქმნით.

ამდენი წლის განმავლობაში, პარტიაში პოლიტიკური საბჭოს წევრობის გარდა სხვა თანამდებობა არასდროს მქონია. თუმცა, ეს არასდროს ყოფილა ბარიერი იმისთვის, რომ წინა ხაზზე ვყოფილიყავი და მებრძოლა იქ, სადაც საჭირო იყო.
ჩემთვის მთავარი ყოველთვის იდეა და საქმე იყო და არა სტატუსი.

დღეს მთავარი ამოცანაა მკაფიო წესები და გამჭვირვალე პროცესი, სადაც ყველას ექნება მონაწილეობის, კონკურენციის და საკუთარი ხედვის წარდგენის შესაძლებლობა.

პარტიას სჭირდება არა კოსმეტიკური, არამედ ძირეული, სისტემური ცვლილებები — განსაკუთრებით მაშინ, როცა ის წლების განმავლობაში ყველაზე მძიმე პოლიტიკური წნეხის ქვეშ იმყოფება.

საბოლოოდ, ნებისმიერი პოლიტიკური ძალის სიძლიერეს განსაზღვრავს ჯანსაღი კონკურენცია, პასუხისმგებლობა და თამაშის წესები.

ეს არის არჩევნები, სადაც ყველას აქვს შესაძლებლობა, დააყენოს საკუთარი კანდიდატურა და თავის ხედვებში დაარწმუნოს ამომრჩეველი.

სწორედ ამიტომ, დრამა ვერ შედგება — შედგება მხოლოდ ახალი ეტაპი, რომელიც ამ პარტიას კიდევ უფრო გააძლიერებს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის ბალეტის ფესტივალს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის ბალეტის ფესტივალს

14:50 06-17-2026
იფრთხილე – ენერგო–პრო–ჯორჯია
ახალი ამბები

“იფრთხილე” – რა სამუშაოების უსაფრთხოდ დაგეგმვაში გეხმარება “ენერგო–პრო–ჯორჯია”? – ვიდეო

14:38 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved