• რეკლამა
  • კონტაქტი
10:21, ორშაბათი, 5 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

დონალდ ტრამპს შეუძლია შეაჩეროს პუტინი, რადგან პუტინს ეშინია მისი – ზელენსკი

ალია ავტორი - ალია
10:05 01-06-2025
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
101

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტისთვის, დონალდ ტრამპისთვის უკრაინის ომის საკითხი ყველაზე აქტუალური საერთაშორისო საკითხია და ის ნამდვილად შეძლებს რუსეთის ლიდერის, ვლადიმერ პუტინის შეჩერებას. თუმცა, საშიშროება ის არის, რომ ტრამპის ვადის ამოწურვის შემდეგ, პუტინი ხელახლა შეტევას შეძლებს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკელ პოდკასტერ ლექს ფრიდმანთან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, დონალდ ტრამპისთვის უკრაინის ომის თემა ძალიან მნიშვნელოვანია.

“მან ტელეფონზე მითხრა, რომ ელოდება ჩვენს შეხვედრას, ჩემი ვიზიტი იქნება პირველი ან ერთ-ერთი პირველი, ვიცი, რომ მას აქვს საკუთარი ამერიკული კითხვები, მაგრამ ვფიქრობ, რომ საერთაშორისო დონეზე ჩვენი საკითხი ერთ-ერთია ყველაზე აქტუალური პრეზიდენტი ტრამპისთვის“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ტრამპის ხედვა უკრაინისთვის მნიშვნელოვანია, ვინაიდან „მას შეუძლია შეაჩეროს პუტინი, რადგან პუტინს ეშინია მისი. ფაქტია“.

ამასთან, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ტრამპი სამუდამოდ არ მოსულა ხელისუფლებაში.

“ტრამპი არის დემოკრატიული ქვეყნის პრეზიდენტი და ის არ მოდის უვადოდ. ის არ არის პუტინი და არ მოვა 25 წლით. მოვა თავისი ვადით. მაგალითად, მოვიდა 4 წლით და მეხუთე წელს პუტინი მოვა ომით”, – აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, პუტინი არის მკვლელი, მაგრამ არა სულელი.

“ის მოემზადება, გაითვალისწინებს თავის შეცდომებს, ექნება ბევრი იარაღი და ეყოლება ძალიან დიდი ჯარი. გგონიათ, რომ დაბრუნდება და მხოლოდ ჩვენთან იბრძოლებს? ის გაანადგურებს ყველაფერს მის გარშემო და თუ არსებობს რისკი, რომ ტრამპმა დატოვოს ნატო-ს, პუტინი გაანადგურებს ევროპას”, – აღნიშნა ზელენსკიმ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

18:13 10-02-2026
ბაზისბანკის გენერალური სპონსორობით მარჯანიშვილის თეატრი 99-ე სეზონს იწყებს
ახალი ამბები

ბაზისბანკის გენერალური სპონსორობით მარჯანიშვილის თეატრი 99-ე სეზონს იწყებს

16:20 10-02-2026
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, YouTube ბიზნესშოუ – Punchline Profit
ახალი ამბები

თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, YouTube ბიზნესშოუ – Punchline Profit

15:31 10-02-2026
ჩაირთე მრავალფეროვანი პაკეტები სილქფესტის აქციით!
ახალი ამბები

ჩაირთე მრავალფეროვანი პაკეტები სილქფესტის აქციით!

12:09 10-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved