აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ტელეკომპანია Fox News-თან ინტერვიუში წამყვანის რეპლიკას დაეთანხმა, რომ ჩინეთის ლიდერი, სი ძინპინი მკვლელია.
„სი ძინპინთან კარგი ურთიერთობები მქონდა. მართლაც მივიჩნევდი, რომ მას მოვწონვარ, ხოლო მე კი ის მომწონდა“, – აღნიშნა აშშ-ის 45-ე პრეზიდენტმა.
ტელეკომპანია Fox News-ის წამყვანის რეპლიკაზე, რომ სი ძინპინი მკვლელია, დონალდ ტრამპმა განაცხადა:
ის მკვლელია, მაგრამ მასთან შესანიშნავი ურთიერთობები მქონდა. თუმცა, როდესაც კორონავირუსი გავრცელდა, ეს უკვე სულ სხვა ისტორია იყო, რადგან მათ ამ ვირუსით მსოფლიო გაანადგურეს.
დონალდ ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ ოფიციალურმა პეკინმა კორონავირუსის წარმოშობისთვის მსოფლიოს რეპარაციები უნდა გადაუხადოს.
„მათ რეპარაციები უნდა გადაიხადონ, თუმცა ჩინეთს არ აქვს ფული ამ რეპარაციებისთვის. მთელ მსოფლიოს სადღაც 60 ტრილიონი დოლარის ზარალი მიაყენეს“, – განაცხადა მან.














კომენტარები