ხვალ კამბოჯასა და ტაილანდს დავურეკავ, რათა ომი შევაჩერო, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პენსილვანიაში მხარდამჭერების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ „ათ თვეში რვა ომი დაასრულა, მათ შორის, კოსოვოსა და სერბეთს, პაკისტანსა და ინდოეთს, ასევე, ისრაელსა და ირანს შორის“.
„ამის თქმა არ მსურს, მაგრამ კამბოჯა-ტაილანდი გუშინ დაიწყო და ხვალ სატელეფონო ზარის განხორციელება მომიწევს. სხვას ვის შეუძლია იმის თქმა, რომ დარეკავს, რათა ორ ძალიან ძლიერ სახელმწიფოს, ტაილანდსა და კამბოჯას შორის, ომი დაასრულოს“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
შეგახსენებთ, ტაილანდსა და კამბოჯას შორის განახლებული დაპირისპირება უკვე მესამე დღეა გრძელდება.














კომენტარები