ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, კრისტიან დანიელსონის მიერ წარდგენილ დოკუმენტში ვადამდელი არჩევნების საკითხი ნახსენები არ ყოფილა.
მისივე თქმით, ოპოზიციამ არც ერთ იმ საკითხზე, რომელსაც ულტიმატუმის სახით აყენებდა, კომპრომისული ნაბიჯი არ გადადგა.
„20-ზე მეტი პუნქტი იყო ქვეპუნქტებად ჩაშლილი, მაქსიმუმ სამ-ოთხზე იყო სადისკუსიო და სამსჯელო, თუმცა აქამდე საქმე არ მისულა, რადგან ყველაზე მთავარ თემებზე, რომელსაც ოპოზიცია ულტიმატუმის სახით აყენებდა, ერთი ნაბიჯიც კი არ გადმოიდგა არათუ კომპრომისული, არამედ საერთოდ არ განხილულა. „ქართული ოცნება“ მზად იყო და არის იმ პუნქტებზე ხელის მოსაწერად, რაც იყო მცირედი შესწორებებით. საუბარია ისეთ დეტალებზე, რაც ევროკავშირის არც ერთ ქვეყანაში არ არის, პროკურორისა და ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევაზე. არათუ სერიოზული კომპრომისი, არამედ ერთი ნაბიჯიც კი არ გადმოდგეს და ასე დარჩა ბოლო წამამდე. ჩვენი კონსტრუქციული დამოკიდებულების მოუხედავად, მოლაპარაკება ვერ შედგებოდა. დოკუმენტში ვადამდელ არჩევნებზე სიტყვა არ იყო ნახსენები, რაც ევროკავშირის ბუნებრივი პოზიცია იყო და ამან შოკში ჩააგდო ოპოზიცია“, – განაცხადა მდინარაძემ.
კომენტარები