• რეკლამა
  • კონტაქტი
10:41, ორშაბათი, 2 ივნისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

დოკუმენტები – თეთრი სახლის ბრძანება და სანქცირებულია კომპანია, რომელიც ივანიშვილის ოფშორულ ბიზნესებს მართავს

ალია ავტორი - ალია
21:48 10-21-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
11,983

 

ტვ პირველის ინფორმაციით, ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილის დისშვილის, კახა კობიაშვილის სახელზე გაფორმებული კომპანიების მმართველი, რომლითაც ბიძინა ივანიშვილს ყოველი არჩევნების წინ, საქართველოში დიდი ფული შემოჰქონდა,  ამერიკამ რუსეთის დახმარებაში ამხილა და დაასანქცირა. 

2023 წლის 12 აპრილს კომპანია “ლედრა თრასთ სერვის ლიმიტედი”, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებით დასანქცირდა – მიზეზი რუსეთთან კავშირები და პუტინის რეჟიმის დახმარებაა. 80 -ზე მეტ სანქცირებულს შორის მოხვდა კვიპროსული კომპანია, რომელიც ქართველი ოლიგარქის ოფშორში რეგისტრირებულ ფირმებს მართავდა.

თეთრი სახლის ბრძანებაში ნომრით 14024, გარკვევით წერია, რომ ,,ლედრა თრასთ სერვის ლიმიტედი,’’ უკრაინის ომში, რუსეთის აგრესიას მხარს უჭერდა.

ელექტრონული პორტალის, “ოფენ სანქშენის” მონაცემებით, ამერიკის მიერ სანქცირებული ,,ლედრა თრასთ სერვის ლიმიტედი’’,,კრისტა ინვესტმენტ ლიმიტედის’’ თანამფლობელი და მმართველია. “კრისტა ინვესტმენთი” კი ოფშორში რეგისტრირებული ის ფირმაა, რომლის გავლითაც საქართველოში წლების განმავლობაში ივანიშვილს ფული შემოჰქონდა ანუ მარტივად რომ ვთქვათ, ამერიკამ დაასანქცირა რუსეთთან კავშირების გამო კომპანია, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ოფშორებში გადამალულ მილიონებს მართავს.

იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის მონაცემებით, კომპანია “კრისტა ინვესთმენთი” საქართველოში ,,აგრო ქართუს’’ 100%-იანი წილის მფლობელი იყო, ბოლოს კი ოფშორული კომპანიის კვალი წაშალეს და “კრისტა ინვესთმენთმა” ეს კომპანია ბიძინა ივანიშვილის ცოლს, ეკატერინე ხვედელიძეს გადაუფორმა.

მედიის ცნობით, ივანიშვილს სკანდალში  გახვეული ოფშორული კომპანიიდან ფული საქართველოში ნამდვილად შემოჰქონდა და საქველმოქმედო ფონდ  “ქართუს” ანგარიშზე რიცხავდა. 2019 წლის ანგარიშში თავად “ქართუ” წერს, რომ “კრისტა ინვესთმენთ ლიმიტედმა” ივანიშვილის ქართუ ფონდში 20 მილიონი ჩარიცხა.

კომპანია რომლითაც ივანიშვილს საქართველოში ოფშორებიდან ფული შემოჰქონდა, სანქციების სკანდალში ეხვევა და რუსეთის ომში დახმარების მიზეზით, მისი მმართველი ანუ დედა კომპანია შტატებმა დაასანქცირა.

ირკვევა ისიც, რომ  პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ, ბიძინა ივანიშვილმა, საქართველოში, მისი ოფშორული კომპანიების კვალის წაშლა დაიწყო. ოლიგარქის კუთვნილი ქართული კომპანიები, რომლებსაც ოფშორში რეგისტრირებული ,,კრისტა ინვესთმენთ ლიმიტედი’’ ფლობდა, ცოლს, ეკატერინე ხვედელიძეს გადაუფორმა. გადაფორმების პროცესში, “კრისტა ინვესთმენთის” წარმომადგენლად, ივანიშვილის დისშვილი კახა კობიაშვილია მითითებული. “კრისტა ინვესთმენთი” კი ის კომპანიაა, რომლის მმართველი ფირმაც ამერიკამ დაასანქცირა.

2023 წლის ანგარიშში ივანიშვილი წერს რომ ქველმოქმედებისთვის 7 მილიონი დახარჯა, მაგრამ საიდან მიიღო ეს ფული, ან ვის მისცა, აღარ აკონკრეტებს.

“ქართუს” ანგარიშების გასაიდუმლოების ამბავი, დროში, უკრაინის ომის დაწყებას ემთხვევა. მას შემდეგ არის დაფარული, ვინ რამდენი ჩაურიცხა საქველმოქმედო ფონდს, ასევე უცნობია, ფონდმა, რამდენი და რაში დახარჯა?!

თეგები: ბიძინა ივანიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად
ახალი ამბები

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად

19:36 05-19-2025
რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?
ახალი ამბები

რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?

00:06 05-15-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – ნაწილი მეხუთე

01:03 05-14-2025
“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025

ბიზნესი

შეთავაზებებით და საჩუქრებით სავსე ბავშვთა თვე ავერსში!
ახალი ამბები

შეთავაზებებით და საჩუქრებით სავსე ბავშვთა თვე ავერსში!

17:51 05-31-2025
რატომ უნდა ანდო ძვირფასი ნივთები ექსპრეს ლომბარდს?
ახალი ამბები

რატომ უნდა ანდო ძვირფასი ნივთები ექსპრეს ლომბარდს?

08:00 05-31-2025
პირველი, რაც უნდა გააკეთო, რა წამსაც მანქანის ქირაობას გადაწყვეტ
ახალი ამბები

პირველი, რაც უნდა გააკეთო, რა წამსაც მანქანის ქირაობას გადაწყვეტ

20:41 05-30-2025
სად სჯობს მართვის მოწმობის აღება, საქართველოში, თუ საზღვარგარეთ?
ახალი ამბები

სად სჯობს მართვის მოწმობის აღება, საქართველოში, თუ საზღვარგარეთ?

19:37 05-30-2025
TOP.GE
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved