პარტიის, “კანონი და სამართალი” ლიდერი, თაკო ჩარკვიანი:
უმორჩილესი თხოვნა -” ეკომიგრანტების დაჯგუფება” ამ ტერმინით მოხსენიება დმანისში მცხოვრები სვანებისა უხერხულია და პოლიტიკურად კი დიდი სისულელე (თაობები გაიზარდნენ, ხანდახან მეტი დაფიქრება გვმართებს).
ყოველთვის მიუღებელი იყო ჩემთვის აფხაზეთიდან წამოსული ხალხის “ლტოლვილებად” მოხსენიება და საერთოდ ქვეყანაში სადაც გვინდა იქ უნდა ვიცხოვროთ მეგრელმაც, სვანმაც, იმერელმაც და კახელმაც და ყველამ და სახლი თუ დამენგრევა ან დამიწვავენ ან დამინგრევენ ან სტიქიით ან ომის შედეგად, არავის ვკითხავ სად ვიცხოვრებ, სადაც მომინდება იქ ვიცხოვრებ!
ამ ქვეყანაში პრობლემა ერთია – ოლიგარქიული სამარცხვინო მმართველობა !!!!! (სხვა არავინ)….
კომენტარები