დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობელთა ორგანიზაციის ინფორმაციით, გარდაიცვალა 17 წლის ავთანდილ ბრეგაძე.
დიდი მწუხარებით გვსურს გაცნობოთ რომ გარდაიცვალა დიუშენით დაავადებული პაციენტი 17 წლის ავთანდილ ბრეგაძე, ჩვენი ორგანიზაციის მებრძოლი წევრი, რომელსაც ვერაგმა დაავადებამ სიცოცხლე მოუსწრაფა.
სიტყვები უძლურია იმ ტრაგედიის გადმოსაცემად რასაც ავთანდილის ოჯახი განიცდის, რაც ასევე ემუქრება ჩვენს ბავშვებს თუ სახელმწიფო დროულ და ადეკვატურ ზომებს არ მიიღებს მათი სიცოცხლის გადასარჩენად. ვუსამძიმრებთ გარდაცვლილის ოჯახს და ახლობლებს”. – ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც Netgazeti და გამოცემა ბათუმელები ავრცელებს.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვთა ოჯახის წევრები ქვეყანაში წამლის შემოტანას ითხოვენ.
მათი თქმით, ჯანდაცვის სამინისტრო წელიწადნახევრია ხელოვნურად აჭიანურებს სამკურნალო მედიკამენტების შემოტანას.














კომენტარები