„დაიცავი ილიაუნის” ლაივ სტრიმის მეშვეობით, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 427 000 ლარი შეგროვდა.
პირველი მილიონი უკვე შეგროვდა, მაგრამ უწყვეტი მარათონი ისევ გრძელდება. დიუშენის კუნთოვანი დისტროოფის მქონე მოზარდებისთვის გახსნილ ანგარიშს თანხა ისევ ყოველ წუთიერად ემატება.
ერთ ლარიან კამპანიაში უკვე 100-ზე მეტი კომპანია ჩართული, მათ შორის არიან კაფეები, თეატრები, მაღაზიები, გამომცემლობები. შეგროვებული თანხა დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების ყოველდღიურ საჭიროებებს (სასუნთქი აპარატები და მათი მუდმივი მუშაობისთვს საჭირო გენერატორები, მედიკამენტები, ადაპტირებული საწოლები, ეტლები, სხვადასხვა ოპერაციები ხერხემალზე…) მოხმარდება.
„თბს: #GE20TB7881145068100026 ; საქართველო: #GE49BG0000000611756133 ქისა: www.kisa.ge“, – ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.














კომენტარები