• რეკლამა
  • კონტაქტი
01:41, ორშაბათი, 10 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად 1 670 938 ლარი შეგროვდა

ალია ავტორი - ალია
11:58 05-25-2026
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
131

„დაიცავი ილიაუნის” „ლაივ” სტრიმის მეშვეობით, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად 1 670 938 ლარი შეგროვდა.

აღნიშნულის შესახებ „დაიცავი ილიანის” გუნდმა განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ „ლაივ” მარათონი დასრულდა და აქამდე შეგროვებული თანხა სრულიად გადაერიცხათ ბავშვების ოჯახებს.

„დაიცავი ილიაუნის 100 საათიანი LIVE მარათონი უდიდესი წარმატებით დასრულდა!!!

ამჟამინდელი მონაცემებით შეგროვებულია 1 670 938, 48 ლარი. ეს არის მაჩვენებელი, რომელიც „დაიცავი ილიაუნის” გუნდისთვის მარათონის დაწყებამდე იყო წარმოუდგენელი და ეს ის მომენტია, როდესაც უსაზღვრო სიხარულით შეგვიძლია გამოვაცხადოთ – შევცდით!

უღრმესი მადლობა ყველას, ვინც ამ საამაყო შედეგის დაფიქსირებაში წვლილი შეიტანა. მადლობა საქართველოს მოსახლეობას, სტუდენტებს, ემიგრანტებს, კომპანიებს, ორგანიზაციებს, მცირე და მსხვილ ბიზნესებს და თითოეული თქვენგანს, ვინც თანხის შეგროვებასა და ინფორმაციის გავრცელებაში მიიღეთ მონაწილეობა!

ხალხი გაერთიანდა ერთი უმნიშვნელოვანესი იდეის გარშემო – ბავშვები იმსახურებენ ჯანმრთელობას. აგროვებული თანხის ოდენობა უმნიშვნელოვანესია და ამ რესურსით გაცილებით მეტის გაკეთების საშუალება მოგვეცა, ვიდრე მოლოდინი გვქონდა და ამ ყველაფერმა გამოკვეთა საზოგადოების პოზიცია. დიუშენის დისტროფიის მქონე ახალგაზრდების საჭირო მედიკამენტებით უზრუნველყოფა არა მხოლოდ ბავშვების ოჯახებისა და საზოგადოების მცირე ნაწილის, არამედ სრულიად საქართველოს მოთხოვნაა.

მარათონი დასრულდა და აქამდე შეგროვებული თანხა სრულიად გადაერიცხათ ბავშვების ოჯახებს. მაგრამ „დაიცავი ილიაუნის” ფონდი, რასაკვირველია, არ წყვეტს თანხის შეგროვებას და შემდგომში შემოსული თითოეული ლარიც ბავშვებისთვის იქნება განკუთვნილი.

„დაიცავი ილიაუნის გუნდი” აგრძელებს ბრძოლას საქართველოს ნათელი მომავლისთვის!”,- ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
ახალი ამბები

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი

13:05 08-06-2026
თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ახალი ამბები

მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

12:55 08-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved