• რეკლამა
  • კონტაქტი
02:56, შაბათი, 21 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“დისონანსი, რომელიც გიორგი ვაშაძემ ოპოზიციურ ერთობაში შემოიტანა, გამოსწორებას მოითხოვს”

ალია ავტორი - ალია
19:39 08-24-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
53

პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ თავმჯდომარის ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებით, კოალიციური მთავრობის შექმნა გარდაუვალი იქნება:

„ვფიქრობ, გარდაუვალი იქნება კოალიციური მთავრობის შექმნა, მაგრამ არა „ქართულ ოცნებასთან“, არამედ დანარჩენ პოლიტიკურ სპექტრში, მაგრამ ამაზე საუბარი ცოტა ადრეა“

რაც შეეხება იმას, თუ რა არის გარანტია, რომ არავინ ითანამშრომლებს „ქართულ ოცნებასთან“, ოქრუაშვილი ასე პასუხობს:

„გარანტია არის საზოგადოების მზაობა და მოლოდინი, რომ შემდგომ არჩევნებზე, თვითმმართველობის არჩევნებზე, არ აპატიებს ვალდებულებების დარღვევას. ვფიქრობ, იმ სიტუაციაში, როდესაც „ქართული ოცნება“ წინასაარჩევნო პერიოდში აგრძელებს ამომრჩევლების მოსყიდვას, დაშინებას, სხვადასხვა ტიპის მანიპულაციებს, მასთან რაიმე ტიპის დოკუმენტის გაფორმება ოპოზიციური სპექტრის მხრიდან შეუძლებელია, ისევე როგორც ამ ყველაფრის მიმართ გაცილებით მობილიზებულები უნდა ვიყოთ“

ამასთან, კითხვაზე, თუ „ოცნებასთან“ თანამშრომლობაზე უარს იტყვით, რა პროცესები შეიძლება განვითარდეს, ოქრუაშვილი ამბობს, რომ შესაძლოა, პოლიტიკური კრიზისი შეიქმნას.

„ამას არ გამოვრიცხავ და თავისთავად, პასუხისმგებლობას ვიღებთ. ამ პოლიტიკურმა კრიზისმა შეიძლება გაცილებით მეტად გააჯანსაღოს პოლიტიკური პროცესი“, – განაცხადა ოქრუაშვილმა

გარდა ამისა, ოქრუაშვილი აცხადებს, რომ თუ საუბარია „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში გაფორმებული შეთანხმების დარღვევაზე, შეთანხმება მასთან მიმართებაში დაირღვა.

„თუ ვინმემ დაარღვია ის შეთანხმება, რომელიც გაფორმდა „ლეიბორისტების“ ოფისში, დაარღვია ჩემთან მიმართებაში. მე ამას არ ვთვლი პრობლემად, ჩემი გადასახედიდან, თუმცა ის დისონანსი, რომელიც გიორგი ვაშაძემ შემოიტანა ამ ერთობაში, მოითხოვს გამოსწორებას“, – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

„ხომ არ იქნებოდა გამოსწორება ის, რომ თაკო ჩარკვიანმა უარი თქვას კანდიდატურაზე?“, – აღნიშნულ კითხვაზე კი ოქრუაშვილი ასე პასუხობს: „არა, შესაძლოა, გიორგი ვაშაძემ მისი ნომრით არ დააყენოს თაკო ჩარკვიანი და ესეც განვიხილოთ. ძალიან ბევრი ვერსია შეგვიძლია განვიხილოთ. მე ამას პრობლემად არ ვთვლი გიორგი ვაშაძის მიმართ, მაგრამ თუ ვინმეს რაიმე პრეტენზია გააჩნია მის მიმართ, ამ პრეტენზიას გარკვეული საფუძველიც აქვს“.

თეგები: გიორგი ვაშაძეირაკლი ოქრუაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved