ცნობილია “დირსის” კომპლექსში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის ვინაობა. ის 37 წლის გრიგოლ დოჩიაა. სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს.
ცნობისთვის, 4 ადამიანი ცივი იარაღით ისანში, “დირსის” დასახლებაში გუშინ საღამოს დაჭრეს. აქედან ერთი მალევე დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, დაპირისპირება მეზობლებს შორის მოხდა. გამოძიება განზრახ მკვლელობისა და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლებით მიმდინარეობს.
კომენტარები