• რეკლამა
  • კონტაქტი
02:46, სამშაბათი, 16 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„დირექტორებს სკოლაში მათთვის სასურველი პირის დასაქმების თხოვნით, მერიებიდან საკრებულოებიდან და სხვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან ურეკავდნენ“ – ნანა ტოხვაძე

ალია ავტორი - ალია
17:56 09-10-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
29

„სტრატეგია აღმაშენებლის“ განათლების მიმართულების ხელმძღვანელის ნანა ტოხვაძის თქმით სასერთიფიკატო კონკურსი სავალდებულო გახლდათ იმ 1000-ზე მეტი დირექტორის მოვალეობის შემსრულებლებისთვის, რომლებიც ბოლო წლებში მართავდნენ საჯარო სკოლებს და მათ დაეკისრათ ვალდებულება, დაადასტურონ  შესაბამისი კვალიფიკაცია და გახდნენ საგანმანათლებლო ლიდერები.  სწორედ ამ პროცესის ეფექტიანობის გაზრდას “სტრატეგია აღმაშენებლის” გუნდის მიერ შემუშავებული ინიციატივა  ითვალისწინებს. აღნიშნული პროექტით სერთიფიცირებულ დირექტორებს მიეცემათ შესაძლებლობა არჩეულ იქნენ პირდაპირი წესით სკოლის მოსწავლეთა მშობლებისა და მასწავლებლების მიერ  2084-ივე საჯარო სკოლაში, რაც გულისხმობს 3000 ლარიან საბაზისო ანაზღაურებას და  ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფას. ტოხვაძის განცხადებით სკოლებში ახალი კადრების დასაქმების კუთხით გამოკვეთილია ხარხვეზები, რომ დირექტორებს სკოლაში მათთვის სასურველი პირის დასაქმების თხოვნით მერიებიდან, საკრებულოებიდან და სხვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან ურეკავდნენ

 „ 2020 წელს  სკოლის დირექტორობის მსურველთა გამოცდაზე 2 244 აპლიკანტი დარეგისტრირდა. სასერთიფიკატო კონკურსი სავალდებულო გახლდათ იმ 1000-ზე მეტი დირექტორის მოვალეობის შემსრულებლებისთვის, რომლებიც ბოლო წლებში მართავდნენ საჯარო სკოლებს. მათ დაეკისრათ ვალდებულება, დაადასტურონ  შესაბამისი კვალიფიკაცია და გახდნენ საგანმანათლებლო ლიდერები. “სტრატეგია აღმაშენებლის” გუნდის მიერ შემუშავებული ინიციატივა სწორედ ამ პროცესის ეფექტიანობის გაზრდას  გულისხმობს.  სერთიფიცირებულ დირექტორებს მიეცემათ შესაძლებლობა არჩეულ იქნენ პირდაპირი წესით სკოლის მოსწავლეთა მშობლებისა და მასწავლებლების მიერ  2084-ივე საჯარო სკოლაში, რაც გულისხმობს 3000 ლარიან საბაზისო ანაზღაურებას და  ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფას. სამწუხაროდ, ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა დაგროვდა დირექტორთა საქმიანობისა და პოლიტიკური დაკვეთების შესრულების მიმართულებით. საუბარია რესურს ცენტრების მოურიდებელ ჩარევაზე სამეურვეო საბჭოების საქმიანობაში, რათა სხვადასხვა სქემითა და მექანიზმით “გაიყვანონ” სასურველი კადრი სკოლის დირექტორად. იგივე მავნე პრაქტიკა დადასტურდა მასწავლებელთა დასაქმების ნაწილში დირექტორთა გადაცდომებზე. განათლების პოლიტიკის, დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტის ანგარიშში „პედაგოგთა დაქირავება საქართველოში: INTES-შეფასება“, საუბარია, საგანმანათლებლო რესურსცენტრების მხრიდან სკოლების საკადრო საკითხებში ჩართვის შესაძლო ფაქტებზე.სკოლებში ახალი კადრების დასაქმების კუთხით. კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ დირექტორებს სკოლაში მათთვის სასურველი პირის დასაქმების თხოვნით მერიებიდან, საკრებულოებიდან და სხვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან ურეკავდნენ.იყო შემთხვევები, როდესაც საგანმანათლებლო რესურსცენტრი პირდაპირ ავალებდა სკოლას კადრის დასაქმებას და ამ გზით დასაქმებული ერთ-ერთი მასწავლებელი აღნიშნავდა, რომ საგანმანათლებლო რესურსცენტრში მიუთითეს, თუ რომელ სოფელში წასულიყო გასაუბრებაზე.

საბედნიეროდ, სწორი დაგეგმვის შემთხვევაში გამოსავალი ყოველთვის არსებობს. ჩვენი გუნდის ხედვა, პირდაპირი წესით არჩეული სკოლის ლიდერები  ერთ-ერთი ეფექტიანი გამოსავალია, რასაც კოლეგა ოპოზიციურ პარტიებთან, საექსპერტო წრეებთან და ჩართულ მხარეებთან ერთად ნახევარ წელზე მეტია  აქტიურად განვიხილავთ და ვაჯერებთ პოზიციებს“ – ნანა ტოხვაძე

თეგები: სტრატეგია აღმაშენებელი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

კინოდაჯილდოება „ელისო“ 2026-ის გამარჯვებულები ცნობილია – თიბისი
ახალი ამბები

კინოდაჯილდოება „ელისო“ 2026-ის გამარჯვებულები ცნობილია – თიბისი

15:24 06-15-2026
Tbilisi Open Air – ზაფხულის მთავარი მუსიკალური ფესტივალი ახლოვდება – თიბისი
ახალი ამბები

Tbilisi Open Air – ზაფხულის მთავარი მუსიკალური ფესტივალი ახლოვდება – თიბისი

13:05 06-15-2026
ლარის კურსი და კონვერტაცია
ახალი ამბები

ლარის კურსი და კონვერტაცია – რა ღირს ლარი 15 ივნისამდე?

20:00 06-14-2026
დაიწყე ინვესტირება თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე SpaceX-ის აქციებით
ახალი ამბები

დაიწყე ინვესტირება თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე SpaceX-ის აქციებით

17:32 06-12-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved