• რეკლამა
  • კონტაქტი
09:58, ხუთშაბათი, 18 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„დიფ სთეითი“ არა იხვის ტოლმა – კახა ოქრიაშვილი “ოცნების” განცხადებაზე

ალია ავტორი - ალია
14:52 01-08-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
417

დამოუკიდებელი დეპუტატი, კახა ოქრიაშვილი “ოცნების” განცხადებას ეხმაურება და წერს:

„ქოცების“ დე-ფაქტო ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ ამოქოქა პროპაგანდისტული მანქანა, რომელიც ბერნარდ შოუს ცნობილი გამონათქვამის მიხედვით, თავიდანვე იდიოტებზეა გათვლილი და ორი ამორფული, არარსებული სტრუქტურა გამოიყენა: ერთი „დიფ სთეითია“, ანუ გაურკვეველი ვიღაცები, ვინც „სიღრმიდან, ქვეშიდან მართავენ მსოფლიოს“ და მეორე – „გლობალური ომის პარტია“, რომელიც ყველა ომს იწყებს.
გამოდის, რომ ეს ორი „სტრუქტურა“ ფლობს ზესახელმწიფოებრივ ძალებს. თქვე ოჯახაშენებულებო,  პუტინის გეშინიათ, ომი არ დაგვიწყოსო და ამათი არ გეშინიათ, თუკი მართლა არსებობენ და ასეთ სუპერძალებს ფლობენ?
სიმართლე ისაა, რომ პირდაპირ ვერ აგინებთ ამერიკას და აგინებთ აბსტრაქტულ „დიფ სთეითს“ და „ომის პარტიას“. უშველებელი ეკონომიკის მქონე ჩინეთიც კი ერიდება ამერიკასთან ღია დაპირისპირებას და თქვენ რატომ არ ერიდებით?!
თქვენ გეშინიათ ყველაფრის – რუსეთის, ამერიკის, ევროპის, ჩინეთის, თურქეთის, აზერბაიჯანის, საკუთარი ხალხის, მაგრამ ყველაზე მეტად გეშინიათ ხელისუფლების დაკარგვის, რადგან ამას მოჰყვება ფარდის ახდა კორუფციაზე, თქვენს მიერ თანხების დატაცებაზე (მარტო თბილისის ავტობუსების ტენდერი რად ღირს) და ეს შიში გაკეთებინებთ ყველაფერს. ამ შიშმა გაგაყალბებინათ არჩევნები, გაქციათ დე-ფაქტო ხელისუფლებად და მოგაქციათ იზოლაციაში. მაგრამ ბატონებო, დიდხანს ვერ დარჩებით ხელისუფლებაში.
პირადად მე, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ მასობრივი დაჭერების და რეპრესიების წინააღმდეგი ვიყავი, ვარ და ვიქნები, მაგრამ ამასთანავე, მოპარული ფული ხალხისაა და „პროცენტებით“ მოგიწევთ ბიუჯეტში დაბრუნება!
შეგახსენებთ, ბიუჯეტი მოსახლეობის და ბიზნესის გადასახადების ხარჯზე ივსება, დე-ფაქტო ხელისუფლება კი პირდაპირ დაგვცინის და არალეგიტიმურ პარლამენტში დეპუტატები ხელფასებს იორმაგებენ და ისამმაგებენ. ეტყობა, უდიპლომო, უცოდინარი ხალხი ხელფასებს რომ ისამმაგებს, მერე „დიფ სთეითს“ უფრო ეფექტურად ებრძვის.
P.S. „დიფ სთეითი“ არა იხვის ტოლმა!

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

საქართველოს ტურიზმი: რომელი რეგიონები ხდება უფრო პოპულარული?
ახალი ამბები

საქართველოს ტურიზმი: რომელი რეგიონები ხდება უფრო პოპულარული?

20:51 12-17-2025
იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
აიხდინე საახალწლო სურვილები, მიიღე ყველაზე მაღალი შეფასება ოქროზე ექსპრეს ლომბარდში!
ახალი ამბები

აიხდინე საახალწლო სურვილები, მიიღე ყველაზე მაღალი შეფასება ოქროზე ექსპრეს ლომბარდში!

19:26 12-17-2025
გამკაცრდება თუ არა რეგულაციები მეორად საბურავებთან დაკავშირებით?!
ახალი ამბები

გამკაცრდება თუ არა რეგულაციები მეორად საბურავებთან დაკავშირებით?!

17:02 12-17-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved