• რეკლამა
  • კონტაქტი
09:53, ორშაბათი, 16 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“დინამოს სტადიონის ამბავი რომ მოგიყვეთ – ამბავი იცით რაშია?” – მაგდა კლდიაშვილი

ალია ავტორი - ალია
18:18 08-15-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
11,538

სპორტული ჟურნალისტი, მაგდა კლდიაშვილი:

ხალხნო, დინამოს სტადიონის ამბავი რომ მოგიყვეთ მოკლედ – 2015 წლის სუპერთასი რომ წამოიღო საქართველომ, ბუნებრივია, უეფა ჩამოვიდა და სტადიონი შეამოწმა. ეს არის ლიცენზირების განუყოფელი ნაწილი. იქ, ერთ ტრიბუნას ჰქონდა პრობლემა, რადგან დინამო არენას ქვემოთ ყოფილა აუზი და ეს წყალი ამ ტრიბუნას აზიანებდა.

სრულად რეაბილიტირდა, საძირკვლიანად შეიცვალა და შესაბამისად, უეფამ ლიცენზია მისცა სტადიონს, მატჩს უმასპინძლა ჩვეულებრივ დინამომ.

როცა 21 წლამდელთა ევროპას ვუმაპინძლეთ, დინამოს სტადიონს, კიდევ ერთხელ ჩაუტარდა უეფას ლიცენზირება, ჩატარდა სამუშაოები და სტადიონს აქვს უეფას ლიცენზია.

ამბავი იცით რაშია? – რომა ფიფიას ფეხბურთის ფედერაცია უხდის ფულს, რომ დინამო არენაზე თამაშები ჩაატაროს, რადგან დინამო არენას დინამო თბილისი 49 წლიანი იჯარით განკარგავს და ვალდებულებები აქვს რიგი, თუმცა, იმიტომ, რომ დინამო არენა არის ეროვნული სტადიონი, ბუნებრივია, ქვეყანას თავად უწევს დახარჯოს იჯარით გადაცემული სტადიონის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციისთვის თანხები.

ყველა ღონისძიებისთვის, რაც ტარდება დინამო არენაზე, გარდა დინამო თბილისის თამაშებისა, იხდიან ორგანიზატორები სტადიონის ქირაობის თანხას.

ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ აზოტის ქარხანა ფიფიასი აღარ არის და დღემდე მიდის დავა ლონდონის საარბიტრაჟო სასამართლოში. შესაბამისად, ფიფიას დიდი ხანია არ აქვს ფული. დინამო არენას თუ არ დაიქირავებს ფედერაცია სანაკრებო თამაშებისთვის, ეს კიდევ მეტად დაარტყამს მას.

ამიტომ, გონივრული ქცევა იქნებოდა, უეფასგან სალიცენზიო კომისიის ჩამოსვლა და სტადიონის შეფასება და მერე ყველაფერი დალაგდებოდა

არ დაგავიწყდეთ, რომ ლოკომოტივის სტადიონზეც რიგ ტრიბუნებს ვერ გამოვიყენებთო, დაწერეს. დინამოს ამორტიზება არაფერ შუაშია. უბრალოდ, ფიფიას ამბავია მხოლოდ და მხოლოდ.

დინამო კიდევ ამ დღეში იმიტომ არის, რომ არათანმიმდევრული პოლიტიკაა ამდენი წელიწადია და ბუნებრივია, არც საშველი იქნება, მაგრამ ახლა სხვა რაღაცეები დგას უკან და პრინციპში, არც არავის დაუმალავს ეგ ამბავი, პრემიერის განცხადებას თუ გავითვალისწინებთ

სულელებიც არ ვართ ახლა, დასკვნები ვერ გამოგვქონდეს“

ინფორმაციისთვის, 29 ივლისს, საქართველოს პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენა“ ამორტიზებულია და შესაძლოა მდგრადობის პრობლემები შეიქმნას.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო

17:30 02-13-2026
თიბისის მხარდაჭერით, ბორჯომში სასტუმრო Hilton Garden Inn გაიხსნება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ბორჯომში სასტუმრო Hilton Garden Inn გაიხსნება

14:18 02-13-2026
სილქნეტის აქცია ვალენტინობისთვის: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად! 
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ვალენტინობისთვის: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად! 

12:54 02-13-2026
თიბისის შეთავაზებები მნიშვნელოვანი მომენტებისთვის- მოემზადე 14 თებერვლისთვის
ახალი ამბები

თიბისის შეთავაზებები მნიშვნელოვანი მომენტებისთვის- მოემზადე 14 თებერვლისთვის

11:08 02-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved