• რეკლამა
  • კონტაქტი
15:13, ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

დინამო თბილისის” ვეტერანი ფეხბურთელი, ლეგენდარული თავდამსხმელი​ პოსტ-კოვიდური გართულებების შედეგად გარდაიცვალა

ალია ავტორი - ალია
10:36 02-12-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
76

84 წლის ასაკში ქართული ფეხბურთის ლეგენდა ილია დათუნაშვილი  გარდაიცვალა. ის ქართული ფეხბურთის პირველი დიდი ტრიუმფის მონაწილე და უფრო მეტიც – მთავარი გმირი იყო – 1964 წელს, “ოქროს მატჩში” გატანილი 2 გოლით მან უდიდესი წილი დაიდო მოსკოვის “ტორპედოს” დამარცხებაში.

სიმბოლურია, რომ კუთხურების დიდოსტატმა იმ მატჩში ერთი გოლი სწორედ კუთხურიდან გაიტანა.

1966 წელს მან თბილისურ მატჩში 5 გოლი გაუტანა ერევნის “არარატს” და გაიმეორა საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის რეკორდი, რომელიც 1938 წელს დამყარდა…

ამ მატჩის შემდეგ სომეხ გულშემატკივრებს ქართველი ფორვარდის მიმართ დიდი აგრესია ჩამოუყალიბდათ. იყო სახალისო ისტორიებიც. ისინი თავად დათუნაშვილს აქვს მოყოლილი:

“მოგვიანებით, მეგობრები მიყვებოდნენ, რომ ლენინაკანში ტირში სამიზნე ნახეს, სადაც ჩემი ფოტო იყო დატანილი. ათიანში რომ მოგეხვედრებინათ, სწორედ ჩემი თავისთვის დამიზნება იყო საჭირო.

მაშინ ერთი ანეკდოტიც იყო პოპულარული, რომლის თანახმადაც ერევანში მშობლები ბავშვებს აშინებდნენ, დროზე დაწექით, თორემ დათუნაშვილი მოვაო”.

სწორედ იმ სეზონში გახდა დათუნაშვილი საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი (20 გოლი). ამას გარდა, ორჯერ (1964, 1966) იყო დასახელებული “33 საუკეთესოს” შორის, თან მხოლოდ მეორე ნომრად – დიახ, ჩემპიონატის მთავარი “სნაიპერი” მხოლოდ მეორე ნომრად! ასეთი მიკერძოება ხშირად ხდებოდა საბჭოურ ფეხბურთში, მანამდეც და მას შემდეგადაც.

ინდივიდუალური ჯილდოს გარდა, “დინამოსთან” ერთად მოიგო სსრკ ჩემპიონატის ოქროს (1964) და ბრინჯაოს (1962, 1967) მედლები. 2014 წელს მიიღო “სპორტის რაინდის” წოდება.

ილია დათუნაშვილმა ფეხბურთის თამაში 1954 წელს, ლანჩხუთის “კოლმეურნეში” დაიწყო. 1957-1958 წლებში იყო ქუთაისის “ტორპედოში”, კარიერის დარჩენილი ნაწილი (1959-1968) კი თბილისის “დინამოს” მიუძღვნა. საბჭოთა კავშირის მთავარ ლიგაში ჩატარებულ 199 მატჩში გაიტანა 46 გოლი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
ახალი ამბები

თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

13:51 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved