• რეკლამა
  • კონტაქტი
22:22, კვირა, 14 სექტემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“დილიდან მეცხრე ცაზე ვარ და ვისაც ცოტა მაინც გადმოგესხათ ეს განწყობა, საუკეთესო მეგობრებში მოგახმაროთ შემქმნელმა” – ზუკა ბერძენიშვილი

ალია ავტორი - ალია
16:11 11-02-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
308
სამოქალაქო აქტივისტი, ზუკა ბერძენიშვილი:
სხვა ფუნდამენტურ უფლებებთან ერთად, პატარა კარგი ამბების გაზიარების უფლებაც რომ დავიცვათ, ხომ შეიძლება? :))
2009 ან 2010 წელია…
სტუდენტი ვარ და მე და ჩემს ერთ მეგობარს, აბსოლუტურად სულელური და მხოლოდ ასაკით რომ შეიძლება ვცადოთ გამართლება, ისეთი მიზეზებით, რაღაც ვალი დაგვედო და დაგვიგროვდა. ასტრონომიული არაფერი, მაგრამ, არც ხელწამოსაკრავი გამოვიდა თანხა, რომლის გასტუმრებასაც ფიზიკურად ვერ ვერევით ორი ღლაპი და, ვერგასტუმრებას – ემოციურად.
დღე დღეს მისდევს, კვირა კვირას, მოჯადოებულ წრეში ვართ, ხან ნამუსის შენახვას ვცდილობთ, ხან კარგი ნიშნების, დიდად არაფერი გამოგვდის და დავსდევთ ესე უიმედოდ ჩვენს არსაიდან აწეწილ ცხოვრებას.
ჰოდა, ერთ დღესაც, ვხვდები მეორე, სკოლის მეგობარს. აი ის ეტაპია, კლასელები რომ სკოლის მერე სხვადასხვა უნივერსიტეტებში გავიშალეთ და ერთმანეთს კვარტალში ერთხელ, ან დაბადების დღეზე ვნახულობთ, შესაბამისად, მოსაყოლიც ბევრი გვაქვს ხოლმე. ჰოდა, რა გჭირსო რომ ჩამაცივდა, მოვუყევი ამ ჩემს მეორე მეგობარს, ესეთი და ესეთი ყოველდღიურობა მაქვს მეთქი. უცნაურად კი ჩამეძია დეტალების გარკვევაში…
ოღონდ, ეს ჩემი მეორე მეგობარი უნდა იცოდეთ, ისეთი დიდურად პასუსიხმგებლიანი, დინჯი და მოწესრიგებული ბავშვი იყო, რომ პირველივე კლასში მასწავლებლის სრულფასოვანი ასისტენტი გახდა, ათას რამეს აორგანიზებდა, აი წარმოიდგინეთ, ექსკურსიის ფულის აკრებასაც რომ 6 წლის ბავშვს ანდობენ, რა ტიპი უნდა იყოს. მშობლებსაც რომ სულ ბატონოთი ელაპარაკებოდა, დანარჩენები რომ ჰააა, ჰოოო, რააათი ვეპასუხებოდით, ამისგან დიახ მამა და დიახ დედაზე ნაკლები რომ ცხოვრებაში არ გაგვიგია, არც პირველ და არც ბოლო კლასებში.
ჰოდა, ადგა ეს ჩემი 19 წლის ასაკშიც ისეთივე წესრიგა ძმაკაცი და მივიდა იმ თავის მამასთან, კარზე კაკუნის გარეშე ცხოვრებაში რომ არ შეუკითხავს და, არ მაინტერესებს ამდენი და ამდენი ფული უნდა მომცე და არ ვიცი როდის დაგიბრუნებო. იმანაც, შენ თუ მეუბნები შვილო ალბათ ასეა საჭირო და ვიშოვი და მოგცემო. მართლაც, მომადგა ფულით, დავიწვი სირცხვილით, ვითრიე ფეხი, მაგრამ, ბოლოს მაინც დავთანხმდი, რომ დაგვხმარებოდა ამოსუნთქვაში და ოდესმე აუცილებლად დავუბრუნებდით ვალს, რომლის საჭიროებაც საკუთარ მშობლებს ვერცერთმა გავუმხილეთ და სხვისმა მოგვიგვარა.
გამოხდა ხანი, თან ძაან ბევრი, 13-14 წელი, მოკლედ რამდენიც უწევს, ახლა უკვე დღევანდელ ამბავს გიყვებით. ეს ამბავი კი მახსენდებოდა ხოლმე, მაგრამ, ამ თანხის გამოთავისუფლებას ისევ არევ-დარევის გარეშე ვერასდროს მოვაბი თავი. გუშინწინ კიდე იმ სტუდენტობის მეგობარს ვხვდები, უკვე ჩვენც რომ კვარტალში კი არა წელიწადში ერთხელ ძლივს ვხვდებით და მოსაყოლ ამბებზე რომ მთელი დღე აღარ გვყოფნის… და ეს მეუბნება, ჩასახური გვაქვს ჩვენ ერთი ფურცელი ცხოვრებაში, ანგარიში მომეცი, ჩვენ რომ მაშინ არსაიდან გამოგვექომაგა, იმ შენი მეგობრის ვალი დავაბრუნოთ, მე ვკისრულობ მე და შენი ორივეს მაგივრადო. კიდევ ერთხელ გამოვშტერდი, 13 თუ 14 წელია გასული, ან ვის ახსოვს… მთლად იმდენი აღარ, მარა ცოტა აქაც ვითრიე ფეხი, დარწმუნებული ხარ მეთქი? კიო, ასეთი დარწმუნებული არაფერში ვარო. ვახ აგაშენა ღმერთმა, გადაირევა ის ალბათ, შეგატყობინებ შედეგებს მეთქი.
ჰოდა, დღეს დილას ვწერ ჩემს სკოლის მეგობარს, რომელიც უკვე წლებია აღარ მინახავს. აბა რას შვები როგორა ხარ მეთქი. რა ვიციო, შენ რას შვებიო, დარბაზში მოვედი ეხლა სავარჯიშოდო, მარა ცუდ ხასიათზე ვარ, რაღაც მაგრად გავიჭედე ფინანსურად და დილიდან მევალეს ვურეკავ რომ იქნებ ნაწილი მაინც დამიბრუნოს დღეს, თორემ უკვე ხვალის სამყოფი კაპიკიც აღარ მრჩება და ის კიდე ზარსაც არ პასუხობს და არ მაქვს მოკლედ საუკეთესო დღეო.
ვახ მეთქი, ბრაო სცენარისტს, რეჟისორი სცენაზე, ბის შმის ისა ესა, მოკლედ ბევრი რო არ გავაგრძელო, გაქვს საუკეთესო დღე და ანგარიში მაიტა თქვენ რო შ*****თ ორივეს, 13 წლიანი ინტერვალებით რომ მაჯღავლებთ ამხელა კაცსთქო…
ფულის სულელი ჭკუაც ვატირე, მაგი არც სიხარულის ცრემლს იმსახურებს და დარდისა ხო მით უმეტეს, მაგრამ, რამხელა სიყვარული, მადლიერებაც, დაჟინებული თანაგრძნობა და თანადგომაც ამ ორმა ტრანზაქციამ გაატარა და გამოატარა, ყველას მთელი გულით გისურვებთ ძვირფასო მეგობრებო, ამხელა ემოციებში, თუნდაც 13 წელიწადში ერთხელ ყურყუმალაობას…
ახლა ეს აჩუყდა და დაიღვარა მადლობებად, ვეღარც ვვარჯიშობ ისეთი გახარებული ვარ ასეთ მომენტში საიდან გამოჩნდითო, მეთქი ხო არაფერი გეცნობა ჩემო ძმაო, ყველაზე საჭირო მომენტში არსაიდან მოფრენილი მხარდაჭერის ამბავზე მეთქი. თან ჩვენ მართლა ვალი გვქონდა მისი ბოლო-ბოლო და თვითონ კიდევ მაშინ სულ თავად გამოიგონა და აიკიდა ჩვენი გვერდში დომის თავისებური ვალდებულება.
ჰოდა, მეთქი, მოდი ეხლა ეგ მადლობები იმას მიწერე, ჩემი დამსახურება არაფერია ამ ამბავში. ესიყვარულებიან ალბათ ახლა ერთმანეთს, ერთი ტარიელი მგონია და მეორე ფრიდონი, პრობლემა ისაა რომ მე ვერ გამოვდივარ ავთანდილი ვერნაირად, არც მაშინ და არც ეხლა ფოსტალიონობის მეტი არაფერი მიქნია ) მაგრამ, მეგობრებს ხომ ვაგროვებ სასწაულს 
პ.ს. ერთი წამი შემახედა ნეტა რა მზეს ეფიცებიან ერთმანეთს, ეგენი საერთოდ 13-14 წელი იქნება რაც არ შეხვედრიან 
დილიდან მეცხრე ცაზე ვარ და ვისაც ცოტა მაინც გადმოგესხათ ეს განწყობა, მშვიდობაში, ბედნიერებასა და საუკეთესო მეგობრებში მოგახმაროთ შემქმნელმა.
ზოგ-ზოგიერთი ჩვენი მეგობრის ათასჯერ მოგონილ ერთსა და იმავე ამბავს კი გავს, მაგრამ მართლა მომხდარი მართლა ისეთია, ჩემთვის ვერ დავიტოვებდი )
#რაცხაიქნება
#გაგიმარჯოთ
თეგები: ზუკა ბერძენიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025
პირადი: 150 მილიონის მიტაცება, “მკვლელი მატარებლები” – უსაფრთხოების დარღვევა და მასშტაბური კორუფცია “რკინიგზაში” – გია ყრუაშვილის სკანდალური, ექსკლუზიური ინტერვიუ
ახალი ამბები

“ზუსტად ასე დაწერეთ, “რკინიგზამ”, ჩემი ავადმყოფი შვილი, გაწირა სასიკვდილოდ” – გია ყრუაშვილი

14:56 08-20-2025
“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ
ახალი ამბები

“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ

05:22 08-20-2025
„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025

ბიზნესი

„პეტროკას ენერჯი ჯგუფის“ აქციონერთა სტრუქტურაში ცვლილებები განხორციელდა
ახალი ამბები

„პეტროკას ენერჯი ჯგუფის“ აქციონერთა სტრუქტურაში ცვლილებები განხორციელდა

13:12 09-12-2025
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს “ჯაზი და ღვინო კახეთი”
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს “ჯაზი და ღვინო კახეთი”

12:32 09-11-2025
მოემზადე რთველისთვის გორგიასთან ერთად
ახალი ამბები

მოემზადე რთველისთვის გორგიასთან ერთად

21:19 09-10-2025
Tester’s Day 2025 – თიბისის მხარდაჭერით, მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური ღონისძიება გაიმართა
ახალი ამბები

Tester’s Day 2025 – თიბისის მხარდაჭერით, მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური ღონისძიება გაიმართა

15:48 09-10-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved