• რეკლამა
  • კონტაქტი
16:19, ოთხშაბათი, 4 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

დიღმის მასივში მასშტაბური მრავალფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრი აშენდება – ფოტოები

ალია ავტორი - ალია
14:57 09-13-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
416

თბილისის მერია კიდევ ერთ მულტიფუნქციურ საზოგადოებრივ ცენტრს დიდუბის რაიონში ააშენებს. პროექტის ფარგლებში, დიღმის მასივში 16 000 კვ.მ ფართობის ტერიტორიაზე სამი ბლოკი აშენდება, სადაც სხვადასხვა სპორტული და კულტურული სივრცე მოეწყობა.

აღნიშნული ცენტრის პროექტის დეტალებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მოადგილე ანდრია ბასილაიასთან ერთად ადგილზე გაეცნო.

„დღეს, კიდევ ერთ მაგარ პროექტს ვაანონსებთ. წლების წინ, აღნიშნულ ტერიტორიაზე დიდი გამაჯანსაღებელი ცენტრი, საცურაო აუზი, სავარჯიშო დარბაზები, სპორტული მოედნები იყო. წინა ხელისუფლების დროს გასხვისდა კერძო მესაკუთრეზე ჯერ ათწლიანი არსებული სტატუსის შენარჩუნებით. შემდეგ კი, ინვესტორს შეეძლო სამშენებლო სამუშაოები განეხორციელებინა, თუნდაც დაენგრია კომპლექსი და აქ კორპუსი აეშენებინა. ჩვენ გვქონდა აქტიური მოლაპარაკებები მეპატრონესთან, შევთანხმდით ადგილმონაცვლეობაზე, ტერიტორია კი მუნიციპალიტეტს და მოსახლეობას დაუბრუნდა. ჩვენთვის ეს პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ რეკრეაციული ან სპორტული სივრცეების ხარჯზე არ მოხდეს მშენებლობები. ქალაქის განვითარებას, მშენებლობას, ბიზნესსექტორს ხელს ვუწყობთ, მაგრამ ეს ყველაფერი ურბანულად სწორად უნდა მოხდეს.

ჩვენ უკვე გვაქვს პროექტი. სამშენებლო სამუშაოებზე ტენდერი კი უახლოეს მომავალში გამოცხადდება. პირველ რიგში, ავარიული შენობის დემონტაჟი მოხდება და შემდეგ უკვე დავიწყებთ ცენტრის მშენებლობას. ეს იქნება ყველაზე დიდი ცენტრი თბილისში, რაც კი აგვიშენებია – 16 000 კვ.მ-ზე განთავსებული. პროექტის მიხედვით, მოეწყობა ორი საცურაო აუზი, ორი ტენისის კორტი, რომელიც გადახურულ შენობაში იქნება და ეს არის სიახლე, რაც არცერთ სხვა ცენტრში არ გვაქვს. იქნება სატრენაჟორო, სავარჯიშო სივრცეები, საკალათბურო და საფეხბურთო მოედნები, მინი საფეხბურთო მოედანი და ა.შ.“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

გარდა ამისა, შენობაში განთავსდება საკონფერენციო სივრცე, სასწავლო აუდიტორიები, სასტუმრო ნომრები, სპორტული მაღაზია, ფარიკაობის დარბაზი, მხატვრული ტანვარჯიშისა და ცეკვის დარბაზი.

აღნიშნული პროექტს თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური განახორციელებს და სამუშაოებისთვის 45 728 748 ლარი დაიხარჯება.

მულტიფუნქციური ცენტრის მოწყობის დეტალებს, დედაქალაქის მერთან ერთად, პარლამენტის წევრები ირმა ზავრადაშვილი და ზუკა რურუა, თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა, დიდუბის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ზურაბ უგულავა, რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი გივი ჩხარტიშვილი გაეცნენ.

(R)

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

“აჩუქე დედას” – სილქნეტის 1+1 შეთავაზება 3 მარტს!
ახალი ამბები

“აჩუქე დედას” – სილქნეტის 1+1 შეთავაზება 3 მარტს!

08:08 03-03-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?

18:46 03-02-2026
თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს

15:52 03-02-2026
თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად
ახალი ამბები

თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად

12:30 03-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved