ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი დიეგო მარადონა გარდაიცვალა. სიკვდილის მიზეზად გულის შეტევა სახელდება. ის 60 წლის იყო. ამის შესახებ CNN Brasil-ი იუწყება.
ნოემბრის დასაწყისში მარადონას თავის ტვინის ოპერაცია გაუკეთეს, რის შემდეგაც სარეაბილიტაციო კურსი ბუენოს-აირესის ერთ-ერთ კლინიკაში გაიარა.
ფიფას ვებგვერდზე ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, დიეგო მარადონა მე-20 საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელად მიიჩნევა.
კომენტარები