• რეკლამა
  • კონტაქტი
16:33, ოთხშაბათი, 8 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“დიდი უზრდელობების ლექსიკონი” პროკურატურისგან – შეგვიძლია, თუ არა, ხელი მოვაწეროთ დოკუმენტს წაუკითხავად და რა ძალა ექნება ასეთ დოკუმენტს?

ალია ავტორი - ალია
14:54 02-05-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
3,068

დღეს სასამართლო პროცესზე, 4 ოქტომბრის საქმის განხილვისას, აღმოჩნდა, რომ პროკურატურამ მტკიცებულად წარმოადგინა ექსპერტიზის დასკვნა, სადაც, წერია, რომ მ.ყ.–ს სასახლის ღობის ნაწილების ექსპერტიზა ჩატარდა, არც მეტი, არც ნაკლები – ავტოსახელოსნოში.

ადვოკატმა, ამ მტკიცებულებაზე დაყრდნობით, პროკურატურის მოწმეს, შალვა კინწურაშვილს, სასასაქონლე ექსპერტს, რომელსაც ნივთის დაზიანების ღირებულება უნდა დაეთვალა, ჰკითხა. რატომ ჩატარდა ექსპერტიზა ავტოსახლოსნოში და ვის ესაუბრა ღირებულების და დაზიანების დასადგენად, მაგალითად, ესაუბრა, თუ არა, შემდუღებელ ხელოსანს. ამ კითხვის დასმის გამო, პროკურორი ისე გაღიზიანდა, რომ ადვოკატის კითხვებს “დიდი უზრდელობა” უწოდა და მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ კი გაფრთხილება ადვოკატ შოთა თუთბერიძეს მისცა.

მართალია, დიდი და პატარა უზრდელობა არ არსებობს, უზრდელობა უზრდელობაა, მაგრამ მაინც, პროკურატურისთვის, “დიდი უზრდელობა” ყოფილა, როცა შენი ხელმოწერილი დასკვნა წარდგენილია მტკიცებულებად და შენ, ამ დასკვნაზე ხელმომწერს გისვამენ კითხვას, სად და როგორ ჩატარდა ექსპერტიზა.

პროკურორი ამტკიცებს, რომ ეს “შეცდომა” ექსპერტებს “გაეპარათ” ექსპერტიზის იმ ოფიციალურ დასკვნაში, რომელიც სასამართლოზე პროკურატურამ მტკიცებულებად წარადგინა.  სავარაუდოდ, პროკურტურამ, ვერც შეამჩნია ეს ჩანაწერი, სხვა შემთხვევაში, წესით, უნდა ეთხოვა დაზუსტება და უნდა არსებობდეს დამაზუსტებელი ოქმი, ან იქნებ, “დიდად ზრდილობიანია” საქმის პროკურორი და კი აღმოაჩინა შეუსაბამობა, მაგრამ არ იკითხა მიზეზი.

პროკურორი აცხადებს, რომ ექსპერტი, რომელიც თავად წარადგინა სასამართლოზე, და რომელიც ხელმომწერია ექსპერტიზის დასკვნაზე ვერ იქნება პასუხისმგებელი “სხვა ექსპერტებს რა გაეპარათ და რა არა”, ანუ, მოწმე, რომელიც ექსპერტად წარადგინა პროკურატურამ, რომელიც არის ექსპერტიზის დასკვნის თანაავტორი, ვერ იქნება პასუხისმგებელი მისივე დასკვნაზე, რომელიც ასევე პროკურატურამ მტკიცებულებად წარადგინა (?!)

კითხვა რომ ყოფილიყო რომელიმე ექსპერტის კონკრეტული მიმართულების შესახებ, რაც ამ შემთხვევაში ისედაც გამორიცხულია, კიდევ შეიძლებოდა პროკურატურის პროტესტს რამე ტიპის ახსნა ჰქონოდა, მაგრამ ამ შემთხვევაში საუბარია ექსპერტიზის ჩატარების ადგილზე. თუ ექსპერტიზის ჩატარების ადგილი არავალიდურია, რაღა აზრი აქვს ექსპერტიზას?

თუ ექსპერტიზაზე ხელმომწერი პირი არ არის პასუხისმგებელი, იმაზე, რასაც აწერს ხელს, მაშინ, ან ეს დასკვნა როგორ შეიძლება იყოს მტკიცებულება და ან, რატომ წარადგინა პროკურატურამ ასეთი პირი მოწმედ სასამართლოში?

გენერალურო პროკურორო, ჩვენ, მოქალაქეებსაც შეგვიძლია, დოკუმენტს ხელი მოვაწეროთ და მერე ვთქვათ, რომ გაგვეპარა? და თან ეს დოკუმენტი მაინც გამოვიყენოთ მტკიცებულებად?

გენ.პროკურორო, კიდევ რა “შეცდომებია გაპარული” ექსპერტიზის დასკვნებში და მაინც, რა ვადებში შეუძლიათ პროკურორებს მათი აღმოჩენა და საერთოდ, შეუძლიათ, თუ არა, როგორ ფიქრობთ?

 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?
ახალი ამბები

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?

15:14 07-08-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, ლაგოდეხი ბლუზის მე-10 საერთაშორისო ფესტივალს  უმასპინძლებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ლაგოდეხი ბლუზის მე-10 საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს

16:03 07-08-2026
“ევექსი ლაბის” ახალი შეთავაზება სოციალური ბარათის მფლობელებს
ახალი ამბები

“ევექსი ლაბის” ახალი შეთავაზება სოციალური ბარათის მფლობელებს

15:59 07-08-2026
თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს ნაკრები ინფორმატიკის ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე გაემგზავრება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს ნაკრები ინფორმატიკის ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე გაემგზავრება

15:55 07-08-2026
სილქნეტი
ახალი ამბები

სილქნეტი “დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს

17:23 07-07-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved