• რეკლამა
  • კონტაქტი
13:14, შაბათი, 18 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,დიდი შანსია, „ხალიჩის გადატრიალება“ მოუწყონ პუტინს” – სოსო ცინცაძე

ალია ავტორი - ალია
10:35 08-03-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
725

ლევან ჯავახიშვილი

,,ალიას” ესაუბრება ექსპერტი სოსო ცინცაძე:

–თურქეთი  ბლოკავდა  შვედეთის ნატო–ში  გაწევრიანებას, მაგრამ მოაგვარეს ერთმანეთთან ეს საკითხი. ახლა უნგრეთის პრემიერი, ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ შვედეთისა და ფინეთის ნატო–ში გაწევრიანებას დაბლოკავს. ესეც  რუსეთის ორბანზე გავლენის შედეგია?

–გარკვეულწილად, შესაძლოა,   რუსეთის ამბავიც არის. ევროკავშირში ერთადერთი მოკავშირე ჰყავს რუსეთს–ორბანი. ევროკავშირმა იმის გამო გამო, რომ ორბანი აპირებს დაბლოკოს ამ ორი ქვეყნის ნატო–ში  გაწევრიანება,  უნგრეთს არ მისცა საერთო ფონდიდან 22 მილიარდი დოლარი, გაუყინა. შიძლება საერთოდ არ მისცეს. მთელი ევროკავშირი ახლა იმაზე მუშაობს, რომ ორბანს გადააფიქრებინონ შვედეთისა და ფინეთის დაბლოკვა. შემოდგომით, ნატო–ს წევრი სახელმწიფოების პარლამენტებმა უნდა მიიღონ ამ ორი ქვეყნის ნატო–ში გაწევრიანების გადაწყვეტილება. ევროკავშირი ეცდება, მანამდე მოაგვაროს საქმე ორბანთან. თუ არადა, ძნელი სათქმელია, რა მოხდება. უნგრეთს უკვე მეოთხედ დაუბლოკა ფული ევროკვშირმა და ასე გააგრძელებს, ვიდრე არ დაიყოლიებს. არ გაოვრიცხავ, ორბანს რაღაც მეტი უნდა ევროკავშირისგან და ეს მალე გამოჩნდება. უკრინაში ომის მიმდინარეობაც მოახდენს გავლენას ორბანის გადაწყვეტილებაზე. თუ რუსეთის საქმე უარესობისკენ წავიდა, ორბანი უკან დაიხევს. აქ ერთი მომენტიც არის. ევროკავშირი ორბანს სთხოვს, უნგრეთში პროკურატურას უფლებამოსილება შეუმციროს და სასამართლოს უფლებამოსილება გაუზარდოს. ამაზე არ მიდის ორბანი, რადგან პროკურატურა მას ემორჩილება, რაც ხელისუფლებაზე კონტროლს უადვილებს. ამასთან, სთხოვენ სასამართლო რეფორმის გატარებას. შესაძლოა, ორბანს უნდა, თავი დაანებონ და ეს მოთხოვნები უკან წაიღოს ევროკავშირმა, მერე კი თქვას, რომ ფინეთს  და შვედეთს არ დაბლოკავს ნატო–ში. თუმცა, ესარ მოხდება, ევროკავშირისთვის სასამართლოს საკითხი  ძალიან მნიშნელოვანია და არ დათმობს.

–ერთი უცნაურობა შევნიშნე. ამერიკა, კანადა, სამხრეთ კორეა, ავსტრალია, მთელი ევროპანატრობს, რომ რუსეთი დამარცდეს უკრაინაში და თან ამ ქვეყნების, ევროპის ქვეყნების ლიდერებს ეშინიათ, რომ თუ რუსეთი დამარცხდა, შესაძლოა, ატომური ბომბი გამოიყენოს.

–კარგად შეგინიშნავს, მართლა ასეთი ვითარებაა. რუსეთი დამარცხებისკენ თუ წავიდა, ტაქტიკურ, გადასატან  ბომბს გამოიყენებს უკრაინაში, რომელიც ლოკალურ ტერიტორიას გაანადგურებს, მოსპობს იქ სიცოცხლეს. რუსეთი არ შეეგუება უკრაინაში  მარცხს და მისი თავიდან ასაცილებლად, ამაზეც წავა. თუმცა, დარწმუნებული ვარ, ამას არ შეეგუება ნატო და საპასუხო ატომურ დარტყმას მიაყენებს რუსეთს. რუსეთიც იგივეთი უპასუხებს მერე ნატო–ს   წევრ ქვეყნებს.ასეთ შემთხვევაში, მსოფლიო ატომურ ომში გაეხვევა და  ამის ეშინია მთელმსოფლიოს. მით უფრო, პუტინი ყველაფერზეა წამსვლელი, ვინც მას იცნობს, ყველა ამასაცხადებს. თუმცა, პუტინი ბერდება,  ახალგაზრდა მგლები ჰყავს გარემოცვაში  არგამოვრიცხავ, ამ მგლებმა შეჭამონ და საქმე  უკრაინაში ატომური ბომბის გამოყენებამდე არმივიდეს. რუსეთში ბევრი ფიქრობს და მათ შორის, სახელისუფლებო წრეებშიც, რომ ატომური ბომბის გამოყენებით უკრაინის დამარცხება არ იქნება  რუსეთის გამარჯვება, ეს იქნება რუსეთის სირცხვილი, რადგან ნებისმიერ ატომურ სახელმწიფოს შეუძლია ატომური ბომბის გამოყენებით დაამარცხოს ქვეყნა, რომელსაც ის არ გააჩნია. ამიტომ, თუ რუსეთის საქმე უარესობისკენ წავიდა უკრაინაში, დიდი შანსია, „ხალიჩის გადატრიალება“ მოუწყონ პუტინს და მშვიდად ჩამოაცილონ ხელისუფლებას. დამარცხებული ლიდერი არავის უყვარს და მითუმეტეს, რუსებს.

თეგები: სოსო ცინცაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026

ბიზნესი

Euromoney-მ თიბისი კაპიტალი საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა
ახალი ამბები

Euromoney-მ თიბისი კაპიტალი საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა

16:22 07-17-2026
განსაკუთრებული შეთავაზება თიბისი კონცეპტ Visa Signature სამოგზაურო ბარათის მფლობელებისთვის – მიიღეთ შანსი იმოგზაუროთ Disneyland-ში
ახალი ამბები

განსაკუთრებული შეთავაზება თიბისი კონცეპტ Visa Signature სამოგზაურო ბარათის მფლობელებისთვის – მიიღეთ შანსი იმოგზაუროთ Disneyland-ში

16:00 07-17-2026
ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!

11:46 07-17-2026
მწერებისგან დამცავი ბადე
ახალი ამბები

ფარული ფინანსური ბომბები და ლაიფჰაკები – მწერებისგან დამცავი ბადის სრული გზამკვლევი

14:38 07-16-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved