• რეკლამა
  • კონტაქტი
17:30, ხუთშაბათი, 19 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“დიდი ომი – წკიპზეა მსოფლიო მართლა”– დათო გამცემლიძე

ალია ავტორი - ალია
16:44 10-23-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
567

ჟურნალისტი, დათო გამცემლიძე:

დიდი ომი
. . . . . . . . . .
ღრმა ევროპაში ვარ.
დიდ ქალაქში…. ვზივარ გამზირის პირას, უძველესი ეკლესიის გვერდით.
ადამიანებს ვაკვირდები…ევროპაში ყველაზე საინტერესო ადამიანებისთვის თვალის მიდევნებაა.
ლაღები, უდარდელნი, ბედნიერები…
ნეტავ თუ აცნობიერებენ ეს ადამიანები, რომ კაცობრიობა დიდი ომის წინაშე დგას? იქნებ ყველაზე დიდი ომისა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.
უკრაინაზე დიდი ომის.
იმიტომ, რომ უკრაინაში On the ground მაინც მხოლოდ ორი სახელმწიფო ებრძვის ერთმანეთს, ხოლო ბიბლიურ მიწაზე თუ ომი დაიწყო, შესაძლოა ათეულობით სახელმწიფო ჩაერთოს.
მართალი იყო ჰანტინგტონი, როცა “ცივილიზაციათა კონფლიქტზე” წერდა.
თუმცა მე ტერმინს დავაზუსტებდი: მეგა-იდენტობათა ომი!
არსებობს იუდეა-ქრისტიანული მეგა იდენტობა ( ცივილიზაცია), რომლის მატარებელია მილიარდი ადამიანი და ისლამური მეგა- იდენტობა. ასევე დაახლოებით მილიარდი ადამიანი.
მოდელირებას ვცდილობ ხოლმე.
აბა ვცადოთ:
შევიდა ისრაელი ღაზაში, დატრიალდა იქ საშინეკება, დაარტყა ისრაელს ჰესბოლლამ, დაარტყა ისრაელმა ლიბანს და სირიას….ირანის დიდმა აიათოლლამ გამოაცხადა ჯიჰადი, ერდოღანი მილიონიან მიტინგზე სტამბულში გამოდის არანაკლებ რადიკალური მოწოდებით, ბირთვულ(!) პაკისტანში იკრიბება ყველა ისლამური სახელმწიფოს ლიდერი, ალჟირით დაწყებული და მალაიზიით დასრულებული…ლოცულობენ მექასკენ პირშებრუნებით, ემხობიან მიწაზე, ძალას შესთხოვენ ალლაჰს.
პუტინი შეკრებაზე აგზავნის რუსეთის შიიტ და სუნიტ მუფტიებს.
მეორეს მხრივ იკრიბება NATO და აფრთხილებს ისლამურ სამყაროს, რომ ისრაელის განადგურებას არ დაუშვებს….
ბრიტანეთი და საფრანგეთი ფლოტს აგზავნიან ისრაელის ნაპირებთან….ამერიკა კიდევ სამ ავიამზიდს.
წკიპზეა მსოფლიო მართლა.
მოდელირება იქით იყოს და მართლა “წკიპზეა”.
ისლამურ მეგა იდენტობასაც აქვს ბირთვული იარაღი და რაც ბევრად მეტია …..მილიონობით პოტენციური(!) ფანატიკოსი იმავე მშვიდ და ბედნიერ ევროპაში…..
მე აბა ვინ ვარ, მაგრამ ღრმად მწამს, რომ არ არის ამ სიტუაციიდან სხვა მშვიდობიანი გამოსავალი ვიდრე “ოსლოს” კონცეპტია:
ა)პალესტინამ და მთელმა არაბეთმა უნდა აღიაროს ისრაელის არსებობის უფლება 1967 წლამდელ საზღვრებში გარდა იერუსალიმისა.
ბ)ისრაელმა უნდა აღიაროს პალესტინას სახელმწიფო 1967 წლამდელ საზღვრებში გარდა იერუსალიმისა.
გ)იერუსალიმი უნდა იყოს ერთიანი და განუყოფელი ისრაელის საზღვრებში.
დ) ისრაელი დათანხმდეს ტაძრის მთის და ალ აქსას ავტონომიას ისრაელის შემადგენლობაში, რაც ისრაელის მხრიდან დიდი დათმობაა, რაკი ეს ავტონომია იმას ნიშნავს, რომ სოლომონის ტაძარი არ აღდგება.
ებრაელები კიდევ ათასობით წელი ჰგოდებენ და დაღვრიან ცრემლს მის ერთადერთ კედელთან.
თეგები: დათო გამცემლიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved