• რეკლამა
  • კონტაქტი
07:46, ოთხშაბათი, 2 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

დიდი გარჩევები და ფიზიკური დაპირისპირება სასულიერო პირსა და მარტვილელი ბიზნესმენის ოჯახის წევრებს შორის

ალია ავტორი - ალია
01:11 01-23-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
101

მარტვილის ეპარქიაში დიდი გარჩევები და ფიზიკური დაპირისპირება სასულიერო პირსა ადგილობრივი ბიზნესმენის ოჯახის წევრებს შორის მოხდა.

ძმებმა კეკურტიებმა, რომლებიც ავტორიტეტით სარგებლობენ სამეგრელოში – კონფლიქტის შემდეგ მეუფე გრიგოლს ეკლესიის წინამძღვრის, მამა დანიელის დასჯა და ეპარქიიდან განკვეთაც მოსთხოვეს, თუ რა მოხდა მარტვილის ეპარქიაში, “კურიერმა” დეტალურად გაარკვია.

სალხინოს ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის წინამძღვრის თქმით, დაპირისპირება ადგილობრივი გავლენიანი გვარის წარმომადგენლებთან შობა დღეს მოხდა.

ირკვევა, რომ რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენმა კლიმენტი კეკუტიამ მარტვილის ეპარქიაში ტაძარს, გარკვეული პერიოდის წინ, ძვირადღირებული ხატი შესწირა, თუმცა მაშინდელ მიტროპოლიტთან მეუფე პეტრე ცაავასთან დაპირისპირების გამო საჩუქარი ისევ უკან, უკითხავად წაიღო.

ტაძარში შობის ღამეს მისულ კეკუტიას ძმისშვილს მამა დანიელმა ეს ისტორია შეახსენა, რასაც კონფლიქტი მოჰყვა. ძმისშვილმა ამბავი თავის ბიძაშვილებს, კლიმენტი კეკუტიას შვილებს მოუყვა, რომლებმაც მამა დანიელს სახლში მიაკითხეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ძმები კეკუტიები ჭყონდიდის ამჟამინდელ მიტროპოლიტთან, გრიგოლ კაციასთან კონკრეტული ულტიმატუმით მივიდნენ და მეუფე გრიგოლს ჭყონდიდის ეპარქიიდან მამა დანიელის გაშვება მოსთხოვეს.

ინფორმაციას ადასტურებს მიტროპოლიტიც. გრიგოლ კაცია ამბობს, რომ კეკუტიებს და მათთან ერთად მყოფ რამდენიმე ადგილობრივს ურჩია, საეკლესიო ცხოვრებაში არ ჩარეულიყვნენ.

მამა დანიელი ადგილზე რჩება და განაგრძობს მღვდელმსახურებას – მეუფე გრიგოლის გადაწყვეტილებით, ის რჩება ეპარქიაში და ამაზე მას სავარაუდოდ თანხმობა საპატრიარქოსგანაც აქვს – რადგან, როგორც ცნობილია, მიტროპლიტი ამბის გასარკვევად და საკუთარი გადაწყვეტილების შესათანხმებლად თბილისში საგანგებოდ იყო ჩამოსული.

„რუსთავი2“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

27 ოქტომბრის 00:00 საათიდან, თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ახალი ამბები

თბილისის მერიამ საქართველოსა და ქვეყნის გარეთ კლინიკებში ოპერაციებისა და კვლევების ჩატარების 100 000-ზე მეტი შემთხვევა დააფინანსა

18:13 07-01-2025
გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე
ახალი ამბები

გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე

16:32 07-01-2025
თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა

14:08 07-01-2025
თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ

13:34 07-01-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved